ანონსი: 22 მარტს თბილისი ფესტივალ „მეწარმეთა სივრცე-2018“-ს უმასპინძლებს

დამწყები მეწარმეებისთვის ახალი ბიზნეს პლატფორმა იწყება 22 მარტს, თბილისი მეწარმეობის ფესტივალ „მეწარმეთა სივრცე – 2018“-ს უმასპინძლებს. პროექტი „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეთა პროფესიულ ზრდას, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და საკუთარი ბიზნესის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ფესტივალი თბილისი მოლში გაიმართება. ერთ სივრცეში თავს მოიყრის დამწყები მეწარმეები მთელი ქვეყნის …

განაგრძე კითხვა »

ყოჩაღ! შევიჭყიტოთ შპს “ფარკონი”-ს ახალ საწარმოში, რომელიც 4,000 მ2-ზეა გადაჭიმული

? აი, წარმოება ??? თქვენი თვალით ნახეთ, როგორ სისუფთავეში, თან 100% ქართულ მთებში და მდელოებში გლეხების მიერ შეგროვებული ნატურალური ნედლეულით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის 40-მდე დასახელების ნატურალურ სამკურნალო მცენარეს, სანელებლებს და ჩაის სხვადასხვა სახეობას ISO 22000 სერტიფიცირებული შპს ფარკონი ქუთაისში. თან პროდუქცია 10-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს. დღეს სპეციალურად ქუთაისში ჩამოვედი, რომ თქვენთვის ეს ახალი საწარმო მეჩვენებინა. მეტი ასეთი დონის წარმოება გვინდა საქართველოში! გთხოვთ გააზიარეთ …

განაგრძე კითხვა »

ბრავო! აი ამას ჰქვია წარმოება! შევიჭყიტოთ ლიდერფუდის ახალ საწარმოში

ბრავო ? აი ამას ჰქვია წარმოება! გთხოვთ გააზიარეთ და ყველას ანახეთ, ეს კადრები! ? აი როგორ სისუფთავეში მზადდება Liderfood • ლიდერფუდი​-ს უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტები ტექნიკის ბოლო სიტყვაზე აღჭურვილ ახლად გახსნილ საწარმოში, რომელიც ამიერკავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესია და მცხეთაში მდებარეობს. დღეს გახლდით პრეზენტაციაზე. FB Live ვერ ჩავრთე სუსტი ინტერნეტის გამო, ამიტომ ეს მოკლე ვიდეო გადავიღე. მეტი ასეთი დონის წარმოება გვინდა საქართველოში!

განაგრძე კითხვა »

ობიექტი – #მხოლოდქართული, მიცკევიჩის 20, 100% ქართული პროდუქტი მხოლოდ!

გადასარევი სიახლე გვაქვს თქვენთვის ??? რომელიც მინდა გთხოვოთ, რომ ყველას გაუზიაროთ ?თბილისში, მიცკევიჩის 20-ში ახლახან გაიხსნა 100% ქართული ნაწარმის მაღაზია – #მხოლოდქართული. ჩვენ ვეწვიეთ და ვიყიდეთ რამოდენიმე უმაგრესი ნაწარმი. თან გაცნობთ ობიექტს FB Live-ით ? აი ჩემი შესყიდვის ჩეკი ეს კი რიცხვები … ნახეთ რა გამოხმაურება აქვს ამ ვიდეოს უკვე რამოდენიმე საათში გაშვებიდან … აშკარაა, რომ ცხოველი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში

განაგრძე კითხვა »

რელიზი: 40-ზე მეტი ადგილობრივი მწარმოებლის ჩართულობით მოძრაობა KAR.GE 2018 წლის საექსპორტო კატალოგს გამოსცემს

ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირების მიზნით მოძრაობა KAR.GE ყოველწლიურ ინგლისურენოვან ბეჭდურ “KAR.GE Export Catalogue 2018“-ს გამოსცემს, რომელშიც 40-ზე მეტი მწარმოებელი გაერთიანდება. ასევე ახლდება ქართულენოვანი “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი“, რომელიც არსებობს 2016 წლიდან. ეს ორი უპრეცედენტო გამოცემა გააერთიანებს ინფორმაციას 2018 წლის გამორჩეული ქართული წარმოებების, ბრენდების, პროდუქციის, სავაჭრო ობიექტების, დისტრიბუტორებისა და B2B მომსახურების მიმწოდებლების შესახებ. შედეგების პრეზენტაცია იგეგმება …

განაგრძე კითხვა »

AISIcoin – გაიცანით ქართული კრიპტო ვალუტა და ICO პლატფორმა!

Disclaimer 1: ყველაფერი, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ არის პირადად ჩემი მოსაზრება და ეყრდნობა წერის მომენტში ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას. მე არც ფინანსური კონსულტანტი ვარ და არც დეველოპერი. ჩემი მისია არის ხარისხიანი ქართული ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა. უბრალოდ, მე კარგად მესმის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოტენციალი, სწორედ ამიტომ გასული წლიდან „ვარ თემაში“. აქვე გეტყვით: ყველა, ვინც საქართველოში რომელიმე კრიპტოვალუტას აწარმოებს (მოიპოვებს, ამაინინგებს), …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: ყალიბდება Overseas Georgian Business Association [OGBA]

მსოფლიოში საქართველოს როლის დაწინაურების, ქართული ხარისხიანი ნაწარმის ექსპორტის ზრდისა და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ყალიბდება OGBA – Overseas Georgian Business Association / ქართული საერთაშორისო ბიზნეს ასოციაცია. OGBA, იგივე World-OGBA არის თანამოაზრეთა დეცენტრალიზებული წარმომადგენლობითი საერთაშორისო ბიზნეს გაერთიანება. იგი გააერთიანებს მხოლოდ უცხოეთში მცხოვრებ საქმიან ქართველებს, რომელიც საქართველოს გარეთ აკეთებენ ბიზნესს (მაგალითად აქვთ წარმოება, აწარმოებენ ექსპორტს, ფლობენ ქართულ რესტორანს, კაფეს, მაღაზიას და ა.შ.), …

განაგრძე კითხვა »

დღეს წყალი „სნო“-ს ნიმუშები (6 სხვადასხვა ზომის შუშის/პეტის ბოთლი) ყატარში გავგზავნეთ (y)

17 იანვარი 2018 … დღეს მოძრაობა KAR.GE-ს, შპს „აქვა გეო“-ს და ყატარში ბნ. პაატა გიორგაძის მონდომებით ბრენდი „სნო“-ს წყლის 6 სხვადასხვა შუშის და პეტის ბოთლში ჩამოსხმული ნიმუშები (საერთო წონით 17.5 კგ) ყატარში თურქული ავიახაზების მეშვეობით გაიგზავნა. ამ კონკრეტულ თემაზე კომუნიკაცია თითქმის 3 თვე გრძელდებოდა. ჯერ იყო პირველადი შეთავაზების მიწოდება … შემდეგ მომზადდა კომერციული წინადადება … შემდეგაც არაერთი მოლაპარაკება შედგა საჭირო …

განაგრძე კითხვა »

#აღადგინე & გურიელის საშობაო ჩაი დაძმობილდნენ: განწყობა გადამდებია [18 ფოტო]

დღეს ერთი აგური დაიდო დიდ კარგ საქმეში, რომელსაც #აღადგინე ჰქვია … იცით ალბათ, კამპანია „#აღადგინე“-ს მიზანია ბორჯომის ტყეების აღორძინება და მას დღეს ოფიციალურად შპს გეოპლანტი, ანუ ბრენდი გურიელი შეუერთდა. 12 იანვარს, 12 საათზე თბილისის ხელოვნების სასახლეში, ჩაის ქართული ბრენდის „გურიელი“ მწარმოებელ კომპანიასა „გეოპლანტი“ და აღადგინე.ჯი-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის საფუძველზეც „პრინცი გურიელის საშობაო ჩაი“-ს ლიმიტირებული სერიის თითოეული ქილიდან მიღებული …

განაგრძე კითხვა »

სტრატეგია 2018

ჩვენთვის დიდი პატივია წლის დასაწყისშივე შემოგთავაზოთ უმთავრესი დოკუმენტი, მოძრაობა KAR.GE-ს საქმიანობის სტრატეგია 2018 წლისათვის – სტრატეგია 2018. მოძრაობა KAR.GE-ს მისიის განაცხადში ნათლადაა ჩამოყალიბებული, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. დოკუმენტის გამოქვეყნება მიზნად ისახავს გაგაცნოთ ამ გამოწვევათა დაძლევის მიმართულებით ჩვენს მიერ 2018 წელს გადადგმული ძირითადი “ნაბიჯები”. სტრატეგია 2018 მოიცავს ყოველწლიური B2B და B2C პროექტების და “ფონური” აქტივობების ერთობლიობას, რომლებიც განხორციელდება მიზნობრივი აუდიტორიის …

განაგრძე კითხვა »