“საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო”-ს შექმნა დამაიმედებელი სვლაა, თუმცა ჯერჯერობით შეკითხვა მეტია, ვიდრე პასუხი. უღრმესი მადლობა ქალბატონ ანა ცხოვრებოვას და TV მაესტროს მიწვევისათვის და თემის გაშლისთვის. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 30 აპრილს გავავრცელე kar.ge-ზე სტატია შემდეგი სათაურით – “საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო: 8 მწვავე შეკითხვა KAR.GE-სგან“, რასაც გამოხმაურება მოჰყვა მედიის მხრიდან და 1 მაისს უკვე ეს პირდაპირი ეთერი TV მაესტროზე შედგა. …
განაგრძე კითხვა »საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო: 8 მწვავე შეკითხვა KAR.GE-სგან
იქმნება საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო – ფინანსური ინსტიტუტი და ამაში 20 მილიონი უნდა დაიხარჯოს ჩემი და თქვენი გადახდილი გადასახადებიდან. ორშაბათს, 30 აპრილს განხილვაა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, თბილისში, რომელსაც ვერ ვესწრები (მიზეზი რომ ნათელი იყოს … გვიან გავიგე და ორშაბათი უკვე დაგეგმილი მაქვს). მესმის რა საკითხის გრავიტაცია, kar.ge-ზე ღიად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრებები და გავუგზავნე საპარტნიორო ფონდის პასუხისმგებელ პირს ელ. ფოსტით. …
განაგრძე კითხვა »ვაჯამებთ Black Sea Blockchain Summit-ს, რომელიც 2018 წლის 25 აპრილს შედგა
მე, ტარიელ ზივზივაძე და Jan Robert Schutte ჰოლანდიიდან, CEO/Cofounder at CryptoAcademy and ICO Advisor Cryptics, Miniapps.pro/Kirik & Brixby (ტიტული სპეციალურად არ ვთარგმნე) ვაჯამებთ Black Sea Blockchain Summit -ს, რომელიც 2018 წლის 25 აპრილს შედგა. Black Sea Blockchain Summit იყო კრიპტოსფეროში საქართველოში ჩატარებული ამ მასშტაბის პირველი საერთაშორისო ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიც გახლდა SPOTCOIN. მადლობა SPOTCOIN-ს კარგად ორგანიზებული ღონისძიებისათვის და პირველ რიგში იმ …
განაგრძე კითხვა »ძალიან საინტერესო “საუბრები ეკონომიკაზე“ 26 აპრილს TV ობიექტივზე
უღრმესი მადლობა ბნ. ოთარ ანგურიძეს და TV ობიექტივის მთელ გუნდს მოწვევისათვის. ეს იყო საუბრები ეკონომიკაზე და მთელი რიგი თემები მიმოვიხილეთ დათმობილ 44 წუთში. ეს არის ძალიან კარგი, ვინაიდან TV ობიექტივს უყურებს ხალხი, უყურებს ქართული ნაწარმის დამფასებელი ხალხი, ვისთვისაც ეს თემა არის თემა. ასევე უღრმესი მადლობა ადამიანს, რომელმაც პირდაპირ ეთერში დაგვირეკა და შეკითხვა დაგვისვა. რამდენიმე საკითხი „მოვთელეთ“: შიდა ბაზარი, რომელიც 23 …
განაგრძე კითხვა »[ფოტორეპორტაჟი] 26-29 აპრილი, 2018: მშენებლობისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენიდან
ყოველ წელს დავდივარ ამ გამოფენაზე და უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლევანდელი გამორჩეულად მომეწონა! განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქართული კომპანიები ნამდვილად გამოირჩეოდნენ სტენდების შემოქმედებითი გაფორმებით და არა მხოლოდ.
განაგრძე კითხვა »[ფოტორეპორტაჟი] „სამეწარმეო მარკეტი“ მეიდანზე: 28-29 აპრილი, 2018
დღეს მეიდანზე „სამეწარმეო მარკეტი“ გაიხსნა. ორგანიზატორი – სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ცხადია ვესტუმრე, მეგობრები მოვინახულე, ახალი მეგობრები შევიძინე, რაღაც-რუღაცაები ვიყიდე, ფოტოები გადავიღე, საექსპორტო კატალოგები დავარიგე და ამ შეჯამებით გამოცდილებას გიზიარებთ. მეიდანზე ტურისტების ტევა არ იყო. გასაკვირიც არაფერია. მეიდნიდან რუსთაველამდე რომ გაისეირნებ თავი საქართველოში ნამდვილად არ გგონია ადამიანს იმდენი უცხოელი დადის ირგვლივ და ეს არის ძალიან კარგი! განსაკუთრებით მომეწონა შემდეგი: სამეწარმეო მარკეტს …
განაგრძე კითხვა »ანონსი: “გემოვანი ბაზარი” 9 მაისს, თბილისი ივენთ ჰოლში შედგება. არ გამოტოვოთ!
პირველი “გემოვანი ბაზარი” 2017 წლის 18 ნოემბერს შედგა. შარშანდელი გადაღებული ფოტოები, FB Live და ღონისძიების შეჯამება აქ შეგიძლიათ ნახოთ. მაშინაც მხარი დავუჭირეთ ამ კარგ საქმეს და ეხლაც რა თქმა უნდა ჩვენი წვლილი შეგვაქვს საერთო საქმეში. რელიზი: ყველას, ვისაც გჯერათ, რომ საკვებსა და ჯანსაღ ცხოვრებას შორის მჭიდრო კავშირია და უფრო მეტად მათ, ვისაც ამის ჯერ არ გწამთ, გეპატიჟებით რიგით მეორე “გემოვან …
განაგრძე კითხვა »თბილისის ჩაის ფესტივალი: 46 ფოტოში გადმოცემული შთაბეჭდილებები
დღეს, 2018 წლის 21 აპრილს, მთაწმინდის პარკში თბილისის ჩაის ფესტივალი გაიმართა. ორგანიზატორები – საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია და მთაწმინდის პარკი. მხარდამჭერი კი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გახლდათ. იყო ბევრი ქართული ჩაი, ჩაის და თაფლის დეგუსტაცია, რამდენიმე ქვეყანა წარმოადგენდა ასევე თავის ჩაის თავისივე კუთხეში, იყო მუსიკა, სიმღერა, ცეკვა და თამაში. ყველაფერი იყო ის, რაც ფესტივალს უხდება. ღონისძიების FB …
განაგრძე კითხვა »12 მწარმოებლის პროდუქციის ნიმუშები Seoul-ში ორ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე წარმოსაჩენად გაიგზავნა
2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველ რესპუბლიკას 100 წელი უსრულდება. ეს მნიშვნელოვანი თარიღია და მთელ მსოფლიოში უნდა ღირსეულად აღინიშნოს! მოხარული ვართ, რომ ჩვენც მოგვეცა შანსი ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საერთო საქმეში! კერძოდ, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით / მხარდაჭერით მოძრაობა KAR.GE-მ შეკრიბა „KAR.GE Export Catalogue 2018”-ში წარმოდგენილი რამოდენიმე (12) მწარმოებლის 50 კგ-მდე სხვადასხვა ქართული წარმოების ხარისხიანი ნაწარმის ნიმუშები, რომლებიც დიპლომატიური …
განაგრძე კითხვა »STV ბიზნესი: რა არის საჭირო საქართველოში ეკონომიკის უფრო მეტად სტიმულირებისათვის?
ვულოცავ TV სტარვიზიას ბიზნეს გადაცემა „STV ბიზნესი“-ს წამოწყებას და მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთ პირველ გადაცემაში წამყვანთან – ქალბატონ ბელა გელაშვილთან სტუმრად ვიყავით ბნ. ლევან სილაგავა, მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი და მე, ტარიელ ზივზივაძე. დისკუსია სრულად შეგიძლიათ აქ ნახოთ. ჩაწერა 4 აპრილს შედგა, თავად გადაცემა კი 7 აპრილს გავიდა. გარკვეული მონაკვეთები მონტაჟის დროსაა ამოჭრილი, თუმცა საერთო აზრი მაინც გასაგებადაა ნათქვამი: საქართველოში რეალური …
განაგრძე კითხვა »