სუპერ ნოვაცია: გემუანი კრისპი – 100% ნატურალური ყინვით გამომშრალი ხილი

გემუანი კრისპი – ეს არის ყინვით გამომშრალი ხილი, რომელიც 99% ინარჩუნებს ნატურალური ხილის ყველა დადებით მახასიათებელს. გემრიელი, სასარგებლო, ჰაეროვანი და ხრამუნა გემუანი კრისპი ჩემთვის უფრო მეტად არის ეკზოტიკური დელიკატესი სიამოვნების მისაღებად. ამ მომენტში 12 სახეობის კრისპი იწარმოება სამეგრელოში. ფასოვდება ინდივიდუალურად სახეობების მიხედვით, არის ასორტიც. მე რაც დღეს აგროჰაბში ვიყიდე არის ასორტი, რომელიც 9.5 ლარი ღირს. 28 პლიუს მინუს 2 გრამია …

განაგრძე კითხვა »

მზეთამზეს გემოვანი თეთრი ლომთაგორა და წითელი დოლის პური. გამოწვევის 26-ე დღე

პური არის ეს! არომატული …     გემრიელი … თან, ქართულ ხორბალზე დამზადებული … აგროჰაბში ვიყიდე დღეს ორივე … თეთრი ლომთაგორა 1.75 ლარი ღირს, წითელი დოლი 1.9 ლარი. ჩვეულებრივ პურთან შედარებით თითქმის ორჯერ ძვირია, მაგრამ ამ პროდუქტის დამფასებელმა იცის მისი ფასი და უკან არ დაიხევს. ეგაა, რომ მოსახლეობის ფართო ფენისთვის ეს პროდუქტი ჯერ ხელმისაწვდომი ვერაა სწორედ ფასის გამო. ფერმერებს კი ვეტყოდი: დაიწყეთ …

განაგრძე კითხვა »

სიუჟეტი Телеканал Хабар 24: ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017

უღრმესი მადლობა Телеканал Хабар 24-ს მხარდაჭერისათვის. 22-23 დეკემბერს ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალზე სტუმარს ისეთი რამეები დახვდა, რომ ყაზახური ტელეკომპანიის Телеканал Хабар 24-ის ყურადღებაც კი მიიზიდა. ეს ერთი და სხვა მრავალი საერთაშორისო „ხმაური“ ჩვენს აქტივობებს!!!  

განაგრძე კითხვა »

22-24 დეკემბერს თბილისში დოკდოს კინოფესტივალი გაიმართა

22-24 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა ფესტივალის “ულამაზესი კორეა”-ს მესამე ღონისძიებას უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო არაერთი საინტერესო კორეული ფილმი (ქართული სუბტიტრებით), მოეწყო დოკდოს ფოტოების გამოფენა, ფოტოზონა, საქველმოქმედო აქცია და ასევე გათამაშდა უამრავი კორეული წარმოების პროდუქცია. ფესტივალის მასპინძლები იყვნენ საქართველოს კორეული ასოციაცია, დოკდოს ფონდი, თავისუფალი უნივერსიტეტი. ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ კორეის რესპუბლიკის საერთაშორისო ფონდი, კორეის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კორეის კულტურის ცენტრი, …

განაგრძე კითხვა »

ბნ. სიმონ ნოზაძე – საქართველოს პარლამენტარი ქართულ ნაწარმს საჯაროდ ყიდულობს!

უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბნ. სიმონ ნოზაძეს, საქართველოს პარლამენტარს, ქალაქ ხაშურის მაჟორიტარს. იგი პირველია პარლამენტარებს შორის, რომელიც მოძრაობა KAR.GE-ს მოკრძალებულ თხოვნას გამოეხმაურა და #30დღიანიგამოწვევა -ში #მევყიდულობქართულს #ძალაერთობაშია ჩაერთო ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები. გაინტერესებთ რა ნაწარმი იყიდა ბნ. სიმონმა? სია ასე გამოიყურება: ბარამბოს ტკბილეული: შოკოლადის ნაკრები, შოკოლადის ფილა სამარხვო და კამფეტები ბადაგონის ცქრიალა ღვინო გიუაანის ღვინო, მანავის საფერავი არაჟანი …

განაგრძე კითხვა »

“ჩერი“-ს მიერ წარმოებული ქართული ჩაი GOLD ჩემი 25-ე დღის შენაძენია

დიახ, ეს ვიყიდე ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალზე, რომელიც 22-23 დეკემბერს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში შედგა ჩვენი და ქარვასლას ორგანიზებით. მე პირადად არ მიყიდია, მაგრამ ჩემი მეუღლე და ბავშვები იყვნენ და წინასახალწლოდ რაც გვჭირდებოდა მარაგები 23-ში ახალი ქართული ნაწარმის ფესტივალი 2017-ზე შეივსეს. საბედნიეროდ აქ სრული სპექტრი იყო იმ გემრიელობების, რაც ჩვენი ახალი წლის სუფრას დაამშვენებს. ცნობისათვის: „ჩერი“ კი აღარ არის …

განაგრძე კითხვა »

ვიპკო – ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე, რომელიც ბევრ იმპორტულს „ჩააჩოჩებს“!

ნატურალური … დიდი გულმოდგინებით ნაკეთები … უმაღლესი ხარისხია ნაწარმი ბავშვებისათვის … სწორედ ეს არის ვიპკო!       სულ ორიოდ კვირაა რაც გამოჩნდა ბაზარზე და პირველი შესაძლებლობისთანავე ჩაერთო მოძრაობა KAR.GE-ს აქტივობაში – “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017”, რომელიც 2017 წლის 22-23 დეკემბერს შედგა. პროდუქცია ამჟამად შეგიძლიათ ფრესკოს ყველა ობიექტში იყიდოთ, მაგრამ მალე გამოჩნდება სხვა ობიექტებშიც. და მაინც, რა არის ვიპკო? ეს არის დათუნიას …

განაგრძე კითხვა »

დედა რა იყო ეს, ჰა? უმაგრესი ჩიპსის და ბურბუშელას ახალი ბრენდი – ჩიპა!

ეს გემრიელობა ნაწილია იმისა, რაც ერთის მხრივ ფესტივალზე კომპანიამ მაჩუქა, და მეორეს მხრივ ვიყიდეთ, ვინაიდან დღეს საღამოს „კინოღამე“ გვქონდა სახლში, და ამ დროს კი უამრავი ოდენობით სასუსნავები ნადგურდება. იცით რა არის „კინოღამე“? ეს არის საბავშვო „ღონისძიება“ ჩემთან სახლში, როცა ბავშვები ფილმს უყურებენ დიდ ეკრანზე, პროექტორით. ეხლა კი დავსერიოზულდეთ … „ჩიპა“-მ სერიოზული განაცხადი გააკეთა ბაზარზე, რომელიც არა იმდენად უმძაფრესი კონკურენციით გამოირჩევა, …

განაგრძე კითხვა »

პრეს რელიზი: 22-23 დეკემბერს “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“ ჩატარდა

საქართველოში 2017 წელს შექმნილი ახალი ქართული ნაწარმის პოპულარიზებისა და გაყიდვების წახალისების მიზნით მოძრაობა KAR.GE-მ და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლამ 22-23 დეკემბერს უკვე მეოთხედ ჩაატარეს წინასაახალწლო ფესტივალი – “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. მედია მხარდამჭერები იყვნენ გადაცემა “ბიზნეს კოდი”, TV “კავკასია”, TV “ობიექტივი”, სტარვიზია, 4MEDIA, რადიო “კომერსანტი”, GEOMEDIATV, SPUTNIK, რადიო “არ …

განაგრძე კითხვა »

„ჩირი ქენდი“-ს ტყლაპების ასორტი! უმშვენიერესი და უგემრიელესი! დღე 23

გადასარევი ფესტივალი შედგა 22-23 დეკემბერს ქარვასლაში ც. დადიანის #7-ში, ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში საკვები და არასაკვები ნაწარმი  გამორჩეულმა ადგილობრივმა მწარმოებლებმა წარმოადგინეს: გამა, გემუანი, გურიელი, გრეიფი, ვიპკო, კამპა, კახური ზეთი “სიღნაღი”, მარშე, ნიკორა, სან სოლუშენ, სტარტი, ქართული ზეთი “ქარვა”, ქართული ყავა “ჩერი”, ქართული პრემიუმი, შენი მწვანე სათამაშო, ჩიპსი და ბურბუშელა “ჩიპა”, ჩირი ქენდი და ჯააძის თაფლი, ტყიბულის ჩაი. ორგანიზატორები ვიყავით მოძრაობა KAR.GE …

განაგრძე კითხვა »