ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“KAR.GE Export Catalogue 2018“. პროექტის შეჯამება

2018 წლის 3 აპრილს, სამშაბათს, 19:30, სასტუმროში – ”ლაერტონ თბილისი“ მოძრაობა KAR.GE-ს მიერ გამოცემული “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018”-ს პრეზენტაცია შედგა.

მიზანი: ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირება! “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018” უკვე მეორედ გამოიცა. ასევე გაახლდა ქართულენოვანი “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი”, რომელიც არსებობს 2016 წლიდან. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

“KAR.GE  Export Catalogue 2018”-ის შექმნასა და ბეჭდური/ინტერნეტ ვერსიების გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის პირველ რიგში გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხაროთ ჩვენს სპონსორებს – სს “ნიკორა”-ს და შპს “კამპა”-ს, რომელთაც მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს ჯერ კიდევ 2016 წელს; მადლობა თითოეულ იმ კომპანიას, რომელიც დღეს კატალოგშია და რომელთაც ძალიან კარგად ესმით, რომ ძალა ერთობაშია! იმიტომ, რომ სხვაგვარად დღეს საქმეს ვერავინ გააკეთებს, მით უმეტეს ქართულ საქმეს; და მადლობა გუნდის ყველა წევრს, რომელმაც თუნდაც ერთი აგური დადო საერთო საქმეში და ყველა გულშემატკივარს, რომელმაც საერთო საქმეში ერთი რჩევა მაინც შეგვაშველა!

მოვლენათა ქრონოლოგია და სამუშაო გეგმა იდეალურადაა მოცემული აი ამ პოსტერზე, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვაახლებდით კიდეც სპეციალურად შექმნილ საპრეზენტაციო გვერდზე.

 

მონაწილე კომპანიები

400 ჩანაწერია 2018 წლის საექსპორტო ინგლისურენოვან კატალოგში, სადაც 42 გამორჩეული კომპანიაა წარმოდგენილი: აგროქიზიყი, ანასეულის კომბინატი, აპექსი, აქვა გეო, ბარამბო, ბებოს ნობათი, ბიოსიო, გეოპლანტი, გერმანელი ყასაბი, გრეიფი, გრინპაკი, დეკა, დემა, დიზაინ ემ ჯორჯია, დილის პროდუქტები, ენ ერ ჯი ჯორჯია, ვესტ ინვესტი, კამარა, კამპა, ლაერტონ თბილისი, მადლიანი 2017, მაისტერბრაუ, მარიამ გიორგაძე MG, მარნეტი, მედა ბრაითი, ნაზვრევი, ნიკორა, ნოვა, ნუტრიმაქსი, საქკაბელი, სტარ კონსალტინგი, სტარტი, სტოუნ არტი, ტყიბულის ჩაი, ფარავან პერლიტი, ფარკონი, ფრეკო, ქართული პრემიუმი, შატო ნეკრესი, ხილარი, ჯააძის თაფლი, ჯეო მულჩი.

უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს!

ჩვენ ერთად დიდი საქმე გავაკეთეთ!

 

ჩამოტვირთეთ „KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018

განსხვავებით 2017 წლის საექსპორტო კატალოგისგან, 2018 წელს მხოლოდ ინგლისურენოვანი ვერსია დავბეჭდეთ. რატომ? მიზეზია მარტივია: დანიშნულებიდან გამომდინარე ძალიან ბევრმა გვირჩია, რომ ინგლისურენოვანი იყო სრულიად საკმარისი. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ინგლისურენოვანი დაგვებეჭდა, ქართულენოვანი კი გვქონოდა ელექტრონული სახით kar.ge-ზე.

[ჩამოსატვირთად დააწკაპუნეთ სურათზე]

 

რა ხდებოდა პრეზენტაციაზე?

პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ კატალოგში ჩართული ადგილობრივი მწარმოებლები, მთავრობის წარმომადგენლები, მოძრაობა KAR.GE-ს პარტნიორები და თანამოაზრეები, ბიზნეს გაერთიანებები, ექსპორტიორები, ანალიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები. ყველა სტუმარს ბეჭდური კატალოგები საჩუქრად გადაეცა. შედგა რამოდენიმე ახალი ქართული წარმოების პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია. დასასრულს აუდიტორიას წარედგინა მოძრაობა KAR.GE-ს ახალი ინიციატივა.

საერთო ჯამში პრეზენტაციას, რომელიც უმაღლესი კლასის სასტუმრო ბუტიკში – „ლაერტონ თბილისი“ შედგა 120-მდე სტუმარი ესწრებოდა. ყველა სტუმარს ბეჭდური კატალოგები საჩუქრად გადაეცა. იქვე შედგა 12 ახალი ქართული წარმოების პროდუქციის დეგუსტაცია და  8 არასაკვები ნაწარმის ექსპო. დასასრულს აუდიტორიას წარედგინა მოძრაობა KAR.GE-ს ახალი ინიციატივა.

პრეზენტაცია KAR.GE-ს გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რომელსაც ათასობით ადამიანი ნახავს დროთა განმავლობაში.

 

ფოტოები

 

მედია მხარდაჭერა

ჩვენ მადლობელი ვართ ყველა იმ მედია საშუალებისა, რომელმაც საერთო საქმეში თუნდაც ერთი სიტყვა მაინც შეგვაშველა. დიდი მადლობა TV ობიექტივს, სადაც პრეზენტაციის დღეს შესაძლებლობა მომეცა სტუმრად ვყოფილიყავი და მეტად აქტუალურ თემაზე მსჯელობისას მოკლედ წარმედგინა ჩვენი შექმნილი საექსპორტო კატალოგი.

ასევე დიდი მადლობა Fortuna.ge, GBC.ge, medianews.ge და Sputnik-Georgia-ს 22 იანვარს ჩვენს მიერ წამოწყებული პროექტის დაანონსებისათვის.

 

შემდგომი ნაბიჯები

შემდეგი ამოცანაა KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018-ის გავრცელება როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით განხორციელდება.

 

ძალა ერთობაშია!