KAR.GE კონკურსის შედეგები. 3 გამარჯვებული გვყავს :)

ახალ წელს გილოცავთ! ბედობას გილოცავთ! შობას გილოცავთ! KAR.GE კონკურსის შედეგები გვინდა გამცნოთ 🙂 გამარჯვებული გვყავს 3 ადამიანი 🙂 რა კონკურსი? 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში 2017 წლის 14 დეკემბერს 150 პარლამენტარი გამოვიწვიეთ. 15 დეკემბერს კი კონკურსიც „ჩავრთეთ“ საქმეში. განვაცხადეთ, რომ ქართული ნაწარმით დაჯილდოვდებოდა პირველი 3 ადამიანი, რომელიც გამოიცნობდა თუ რამდენი პარლამენტარი ჩაერთვებოდა 30 დღიან გამოწვევაში და იყიდდა ქართულ პროდუქციას საჯაროდ თვის …

განაგრძე კითხვა »

2017 წლის დეკემბერის #30დღიანიგამოწვევა #მევყიდულობქართულს. შეჯამება

უღრმესი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რომელიც 2017 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში ჩაერთო მოძრაობა KAR.GE-ს ორგანიზებით გამართულ რიგით მეექვსე #30დღიანიგამოწვევა -ში #მევყიდულობქართულს რა თქმა უნდა ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით. რა იყო ამჯერად განსხვავებული? 1. 2014 წლის შემდეგ ჩატარებული 5 ანალოგიური 30 დღიანი გამოწვევის გამოცდილების საფუძველზე [პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე] მოვიფიქრეთ შემდეგი სქემა, რომელიც 23 …

განაგრძე კითხვა »

ანგარიში: ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017

უკვე მეოთხედ … 2017 წლის 22-23 დეკემბერს … მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა … გავერთიანდით და 35 ორგანიზაციის ძალების გაერთიანებით ჩავატარეთ … “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“!   ვინ? რა? სად? როდის? როგორ? 2017 წლის 22-23 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ – ქარვასლას ორგანიზებით და 35 ორგანიზაციის ჩართულობით წინასაახალწლო – “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი …

განაგრძე კითხვა »

30-ე დღეს „ქართული კალათა“ მოვინახულე და „მადლიანი 2017“-ის ჩურჩხელა ვიყიდე

გამოწვევას ისე როგორ უნდა ჩაეარა, რომ ქართულ კალათაში რამე არ მეყიდა? ჰოდა დღეს ვეწვიე და მადლიანი 2017-ის ჩურჩხელა ვიყიდე. FB პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია ჩავრთე თუ არა, მობილურმა ინტერნეტმა „მუხანათურად“ გამთიშა და … მომიწია სახლიდან გაგრძელება. სიმბოლურია ხომ? ქვემოთ ვიდეოს რომ ნახავთ, მე-13 წამზე ხდება ყველაფერი … ეს არის მადლიანი 2017 -ს უგემრიელესი ჩურჩხელა სასაჩუქრე შეფუთვაში … ქართული კალათა – უგემრიელესი მაღაზია, …

განაგრძე კითხვა »

დღეს ლიდერფუდის მოხარშულ-შებოლილი შაშხი „ბავარიული“ ვიყიდე სუპერმარკეტ ზღაპარში

ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როცა ერთსაც ეძებ, მეორესაც და ამ დროს ორივე ერთად დაგხვდება ყველაზე მოულოდნელ ადგილას 🙂 ზუსტად ასე დამემართა დღეს. გლდანში, სადაც ვცხოვრობ, დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ყოფილა სუპარმარკეტი „ზღაპარი“. მასში კი ლიდერფუდის გამორჩეული ხორცპროდუქტები აღმოვაჩინე. ბევრი არ მიფიქრია და ეს უგემრიელესი შემოლილ-მოხარშული შაშხი „ბავარიული“ ვიყიდე. დაახლოებით 9 ლარამდე მოუწია (800 გრამამდეა). არ დაგიმალავთ და ისე მოშიებული ვიყავი, სახლში …

განაგრძე კითხვა »

მე ვიყიდე ქართული შოკოლადები ბარამბოსგან! ყველა სხვა იმპორტულ შოკოლადს ვივიწყებთ!

ცოტა ხნის წინ ჩვენს ბაღებში იმპორტული (ამ შემთხვევაში რუსულის) შოკოლადების დარიგების სამარცხვინო ფაქტს გამოხმაურებაც ისეთი მოჰყვა, ნეტა მართლა ჩამახედა ამ ხალხის თავებში ისევ რომ სსრკ-ს მისტირის. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ლელა მაჩაბლიშვილს თემატური სტატიისთვის, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ცეცხლი დაანთო და იმ ადამიანებს, რომელთაც სწორად გაიგეს გზავნილი. სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საკითხში უიმედოა! სამწუხაროდ …

განაგრძე კითხვა »

18 ფოტოში გადმოცემული #აჩუქექართული გამოფენა-გაყიდვა აღმაშენებელზე

დღეს გამოწვევის ფარგლებში ვესტუმრე ამ გამოფენა-გაყიდვას და ცხადია ხელცარიელიც არ წამოვსულვარ იქედან. დაახლოებით 5 საათისთვის ვიყავი საღამოს და ბევრი ხალხი არ იყო. ცხადია ფოტოებიც გადავიღე და აი ისინიც. აქვე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს ბანკის პოზიტიურ „სვლას“ – #აჩუქექართული. რაც მეტი ასეთი ორგანიზაცია აიტაცებს თემას, მით უკეთესი საერთო საქმისათვის!!!

განაგრძე კითხვა »

გინდა ასეთი ძაღლუკა? მაშინ ეხლავე ეწვიეთ #აჩუქექართული საშობაო ბაზრობას აღმაშენებელზე

დღეს ვეწვიე აღმაშენებელზე გახსნილ #აჩუქექართული -ს ბაზრობას … თან ხელცარიელი ხომ არ წამოვიდოდი? რაღაც მინდოდა, ქართული … თან ორიგინალური … თან თემატური, ახალ წელთან რომ ყოფილიყო კავშირში … თან დროსთან რომ ყოფილიყო კავშირში … და ეს აღმოვაჩინე! 20 ლარი გადავიხადე და ჩემს კედელს უკვე ამშვენებს!   მომავალი წელი ძაღლის წელია … ვფიქრობ დაფასდება ისეთი თვისებები, როგორებიცაა ერთგულება … განსაკუთრებით საქმისადმი …

განაგრძე კითხვა »

სუპერ ნოვაცია: გემუანი კრისპი – 100% ნატურალური ყინვით გამომშრალი ხილი

გემუანი კრისპი – ეს არის ყინვით გამომშრალი ხილი, რომელიც 99% ინარჩუნებს ნატურალური ხილის ყველა დადებით მახასიათებელს. გემრიელი, სასარგებლო, ჰაეროვანი და ხრამუნა გემუანი კრისპი ჩემთვის უფრო მეტად არის ეკზოტიკური დელიკატესი სიამოვნების მისაღებად. ამ მომენტში 12 სახეობის კრისპი იწარმოება სამეგრელოში. ფასოვდება ინდივიდუალურად სახეობების მიხედვით, არის ასორტიც. მე რაც დღეს აგროჰაბში ვიყიდე არის ასორტი, რომელიც 9.5 ლარი ღირს. 28 პლიუს მინუს 2 გრამია …

განაგრძე კითხვა »

მზეთამზეს გემოვანი თეთრი ლომთაგორა და წითელი დოლის პური. გამოწვევის 26-ე დღე

პური არის ეს! არომატული …     გემრიელი … თან, ქართულ ხორბალზე დამზადებული … აგროჰაბში ვიყიდე დღეს ორივე … თეთრი ლომთაგორა 1.75 ლარი ღირს, წითელი დოლი 1.9 ლარი. ჩვეულებრივ პურთან შედარებით თითქმის ორჯერ ძვირია, მაგრამ ამ პროდუქტის დამფასებელმა იცის მისი ფასი და უკან არ დაიხევს. ეგაა, რომ მოსახლეობის ფართო ფენისთვის ეს პროდუქტი ჯერ ხელმისაწვდომი ვერაა სწორედ ფასის გამო. ფერმერებს კი ვეტყოდი: დაიწყეთ …

განაგრძე კითხვა »