მეგრელი ამბობს: საქართველოში ყველა კუთხის ხალხს თავისი ნაკლი აქვს. მაგალითად: სვანები, ხევსურები და მთის ხალხი ღებზიანები არიან და თურმე სისხლის აღება ცოდნიათო; იმერლები და გურულები ენატარტალები არიანო, რაჭველები პოზნები არიანო, კახელები – ნუ იტყვი კაცო, თურმე ვირთან ცხოვრობენო, აფხაზები კიდევ უარესი, თხასთან ცხოვრობენო; ხოლო მეგრელებს ის ნაკლი აქვთ, რომ ვაბშე არა აქვთ ნაკლიო! ** სურათზე მეგრელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ: ქართველი დიზაინერების აღიარება მილანში Salone del Mobile 2015-ზე
T-Magazine – NY Times-ის ჟურნალი სტილის შესახებ. Salone del Mobile 2015 კი ავეჯის დიზაინის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული გამოფენა, სადაც ქართველმა დიზაინერებმა აღიარება მოიპოვეს Salone del Mobile 2015 – მილანში ტარდება და დიზაინის სფეროს ათიათასობით პროფესიონალს უყრის თავს. აქ ყოველი ავეჯის კომპანია ცდილობს თავისი სიტყვა თქვას. სტატიაში ქართველი დიზაინერების – ნატა ჯანბერიძის და ქეთი თოლორაიას [კომპანია ROOMS] ნამუშავარი 10 განსაკუთრებულ …
განაგრძე კითხვა »მითი # 5: ევროკავშირთან ასოცირება გამოიწვევს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?
ისტორიულად, საქართველო გამუდმებით მიისწრაფოდა ევროპული ცივილიზაციისაკენ. საუკეთესო ქართველი მოაზროვნეები და სახელმწიფო მოღვაწეები ცდილობდნენ ევროპასთან კავშირების გაღრმავებას, რისი თანამედროვე გამოხატულებაც არის ევროკავშირთან ასოცირება. ევროკავშირთან თანამშრომლობა ისეთ ორმხრივ ღირებულებით ამოცანებს ემყარება, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, შემწყნარებლობა, კეთილდღეობა, ადამიანისა და საზოგადოების განვითარება. ევროკავშირი და საქართველო თანხმდებიან, რომ დასაშვებია ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვაც კი, თუ ეს საჭიროა საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მორალის დაცვის …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! Sydney-ში “აღმოჩენილი“ ქართული პროდუქტებით
kar.ge სტატისტიკის მიხედვით საიტის სტუმრების დაახლოებით 15% მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ქართველები არიან. ძალიან მახარებს, რომ რამოდენიმე მათგანი უკვე გამოეხმაურა kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო“-ს და უკვე მომაწოდა იქ დახლზე დადებული ქართული პროდუქტების სურათები. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის! დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს! დღეს წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულეს ირინას, რომელიც Sydney-ში ცხოვრობს. …
განაგრძე კითხვა »#3 როგორ გააკეთო ეკონომია ნახევარფაბრიკატის მოხმარებით
ერთის მხრივ ნახევრად მომზადებულ საკვებს “ფასი ადევს”, მაგრამ … მაგრამ დააკვირდით: 1) იძენ ზუსტად იმ რაოდენობას, რომელიც გჭირდებათ განსაზღვრულ დროს და არ გიწევთ ზედმეტი თანხის გადახდა, 2) არც დიდი რაოდენობით ჭურჭლის დასვრა და მერე რეცხვა გიწევს, 3) ნახევარფაბრიკატის ყიდვისას “სუფთა” პროდუქტს იძენ და მას შიგნით არც ძვალი გაყვება, არც კანი და არც თმა. ანუ უდანაკარგოა. ეხლა გადაიყვანე ეს დაკარგული დრო, …
განაგრძე კითხვა »კონიაკი David, სარაჯიშვილი
სარაჯიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ბრენდი, კომპანია 130+ წლიანი ისტორიით და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე იყიდება. David მისი ერთ ერთი პროდუქტია. 700 მლ-ში ჩამოსხმული კონიაკი, რომელიც მარკეტში 13 ლარი ღირს. სასმელის საქმეა ისეა, ზოგს მოწონს, ზოგს არა. ფაქტია, რომ ერთი საღამო ჩემს ოჯახში დაამშვენა. მიუხედავად ამისა ხალხი მაინც არ სცემს სათანადო პატივს ქართულ ბრენდებს. რატომ? ნუთუ ხარისხი …
განაგრძე კითხვა »ირანი – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014
ირანი … რა შემოდის ირანიდან? ხილიდან დაწყებული საყოფათცხოვრებო პროდუქციით დამთავრებული … პრაქტიკულად ყველაფერი … საქართველოს პრემიერ მინისტრმა ამ ორი კვირის წინ „სამარცხვინო“ უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს სასოფლო სამეურნეო პროდუქცია შეაგვმოქვს. კარგი, დავუშვათ შეგვრცხვა, დავუშვათ შერცხვენის გამო დეპრესია დაეწყო და 2-3 ხალი ვაშლი გადარჩა, მერე? რა შეცვალა ამ განცხადებამ? სიტყვები და PR საქმეს არ შველის. 94,000,000 აშშ დოლარი ქართული პროდუქციის …
განაგრძე კითხვა »ნიკო ნიკოლაძე დამოუკიდებელი ეკონომიკის შესახებ /აზრი #6/
#6 – როგორც დაარსდა ჩვენი ქვეყანა, როგორც გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა, უნდა დაგვეწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ შევქმნათ ნამდვილი დამოუკიდებლობა ჩვენი რკინიგზის, მიმოსვლის, ჩვენი მრეწველობისა და მეურნეობის განვითარებით. ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928 ნიკო ნიკოლაძეს კარგად ესმოდა რას ნიშნავს როცა საკუთარი ეკონომიკა გაქვს განვითარებული. „სამოთხის ძუძუს“ მუდამ არავინ გაწოვებს! ამიტომ დროულად უნდა მიხედო შენი საკუთარი ბიზნეს სექტორის განვითარებას. ეს კი ვერ მოხდება …
განაგრძე კითხვა »ბიჭიკია შე „ნამუსგარეცხილო“ …
ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას: -რა მაგრად დაზმანულხარ, შჩმ! ვისია მაი კოსტუმი? -პიერ კარდენის -შარვალი? -პიერ კარდენის -საროჩკა? -ეგეც -რაია სიმონ ბიჭიკია, თლათ დაკარგე ნამუსი? ტიტველი დატოვე კაცი?
განაგრძე კითხვა »25 საამაყო მიზეზი, რომ ეხლავე ესტუმრო საქართველოს – BUZZFEED
BUZZFEED – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინტერნეტ გამოცემა 25 მიზეზს ასახელებს, რომელთა გამოც საქართველო ეხლავე უნდა ესტუმრო. 25-ვე დასურათებულია და ყველას ნახავთ, თუ ამ ბმულს ესტუმრებით. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ 25 მიზეზს შორის ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებთან და სამზარეულოს წარმომადგენლებთან ერთად დასახელებულია ქართული ბრენდი – ბორჯომი. თითქოს არაფერი, მაგრამ უცხოელის თვალით დანახული მაინც სულ სხვაა! გაეცანით 25-ვე დასურათებულ მიზეზს აქ.
განაგრძე კითხვა »