ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ახალი ღვინის ფესტივალი

9 მაისს ახალი ღვინის ფესტივალზე მოხვალ?

ახალი ღვინის ფესტივალი – ყოველწლიური ღონისძიება, სადაც წელს 60-მდე დიდ კომპანიის, დაახლოებით ამდენივე საოჯახო მარნის ათობით სხვადასხვა ღვინო შეგიძლიათ დააგემოვნოთ, ჩატარდება დედა ენის ბაღში. ამ სფეროში მე ამაზე მეტი მასშტაბური ღონისძიების შესახებ საქართველოში არაფერი ვიცი. დეტალური ინფორმაცია ნახეთ ამ ბმულზე.

შარშან იგივე ღონისძიება ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა. მაშინ ისეთი მრავალსტუმრიანობა იყო გზა მანქანებს ვერ იტევდა და მუზეუმი ხალხს. იმედია წელსაც ასე იქნება და კარგი ტრადიცია გაგრძელდება. პროგრამაშია დეგუსტაციები, გათამაშებები, გართობა, სიამოვნება, დაჯილდოვება, ტრადიციული ხელსაქმის სწავლება და ა.შ.

ჭამა, სმა და სიამოვნება … ესააა რასაც ველი … დანარჩენს ღონისძიების სრულფასოვან შეფასებაში ვიტყვი. მე თვითონაც პირველად ვხვდები ასეთი სახის / მასშტაბის ღონისძიებაზე წელს. ვატყობ აქ ისეთი ამბავი იქნება, პატრული რომ დაუდარაჯდეს ბიუჯეტსაც კარგად შეავსებენ : )