ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას: -რა მაგრად დაზმანულხარ, შჩმ! ვისია მაი კოსტუმი? -პიერ კარდენის -შარვალი? -პიერ კარდენის -საროჩკა? -ეგეც -რაია სიმონ ბიჭიკია, თლათ დაკარგე ნამუსი? ტიტველი დატოვე კაცი?
განაგრძე კითხვა »25 საამაყო მიზეზი, რომ ეხლავე ესტუმრო საქართველოს – BUZZFEED
BUZZFEED – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინტერნეტ გამოცემა 25 მიზეზს ასახელებს, რომელთა გამოც საქართველო ეხლავე უნდა ესტუმრო. 25-ვე დასურათებულია და ყველას ნახავთ, თუ ამ ბმულს ესტუმრებით. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ 25 მიზეზს შორის ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებთან და სამზარეულოს წარმომადგენლებთან ერთად დასახელებულია ქართული ბრენდი – ბორჯომი. თითქოს არაფერი, მაგრამ უცხოელის თვალით დანახული მაინც სულ სხვაა! გაეცანით 25-ვე დასურათებულ მიზეზს აქ.
განაგრძე კითხვა »kar.ge-ს ახალი მხარდამჭერი შემოუერთდა: ლაშა ცეცხლაძე
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელსაც თვალში მოვხვდით და გულში ჩავრჩით. და რაც მთავარის გვერდში გვიდგას სიტყვით თუ წკაპით. გაიცანით ლაშა ცეცხლაძე (Facebook პროფილი) ” მინდა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავში ეძებონ ეკონომიკის გამოცოცხლების და ეროვნული ვალუტის გამყარების გასაღები. ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, დახლზე არსებულ ქართულ და უცხოურ პროდუქციას შორის არჩევანი ქართულზე შეაჩეროს, მითუმეტეს მაშინ როცა ქართული პროდუქცია უმეტეს შემთხვევაში …
განაგრძე კითხვა »გურულებმა და მეგრელებმა ომი ატეხეს : )
გურულებმა და მეგრელებმა ომი ატეხეს. მეგრელების წინა ხაზზე გურულების დაზვერვაა და უსმენენ თუ რას ლაპარაკობენ მეგრელები სანგარში. სანგარში კი ასეთი საუბარი მიდის: -წიე ტვიებ გემეთუეს დო ასე მუ შიბლა ვოოთათ [ტყვიები გაგვითავდა და ახლა რა შიბლა ვისროლოთო]. გურულებმა სასწრაფოდ მოახსენეს შტაბს, რომ მეგრელებს რაღაც ახალი იარაღი ჰქონიათ, რომელსაც „შიბლა“ ჰქვიაო. ბევრი ეძებეს ახალი იარაღის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგეს. …
განაგრძე კითხვა »642,000 ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 12 წელიწადში
დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა მოსახლეობის აღწერის შედეგები რომლის მიხედვითაც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3,729,500 შეადგენს. თავიდან ვიფიქრე რამე შეცდომა ხომ არ არის მეთქი, მაგრამ ეგრე დევს ოფიციალურ საიტზე. გამოდის რომ 2002 წლიდან 2015 წლამდე, 12 წელიწადში მოსახლეობა საქართველოში 642,000-ით შემცირდა! ხვდებით მაინც ეს რას ნიშნავს? რა უნდა მოვიმოქმედოთ? ერთადერთი გზა, რომ არ გავწყდეთ, არის ეკონომიკური გაძლიერება! …
განაგრძე კითხვა »დღეგრძელატორი ნატახტარისგან : )
ყოჩაღ ნატახტარს ასეთი ორიგინალური ვირუსის შემოგდებისათვის. და ყოჩაღ მას, ვინც ეს შეასრულა! ერთი-ორი დღეგრძელატორი აქამდე არ უნდა გვქონოდა? : ) გადადი ბმულზე და ადღეგრძელე შენი ახლობელი … მე უკვე მოვასწარი და ვისარგებლე : )
განაგრძე კითხვა »ტატანო მოსულაა … ახალი შოკოლადი ბარამბოსგან
ბარამბოს პროდუქციის ფანი ვარ და გამიხარდა [სხვათა შორის Facebook-ით გაზიარებული სურათიდან გავიგე მისი არსებობა] რომ ახალი შოკოლადი გამოუშვია – ტატანო. ვიყიდე სუპერმარკეტში La Family, დიღომში. ფასი 61 თეთრი. მარკეტებში 65 ან 70 თეთრი ეღირება ალბათ. ზოგს მართლაც უყვარს ასეთი შოკოლადი, შიგნით კარამელით და ასეთი შემადგენლობით, მაგრამ მე პირადად ვერ დავუმუღამე. ცოტა არ მესმის რაღა დაგიმალოთ და ასეთი სახელი რატომ დაარქვეს, …
განაგრძე კითხვა »ბონატი – პროდუქტი პერსპექტიულია, შესრულება კი …
გუშინ შევიძინე უგემრიელესი ბონატი – ძალიან პერსპექტიული თხილის პროდუქტი და მინდა ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ. მწარმოებელი არის GPRNUTS – ჯორჯიან პროდაქტს რენესანს, ხობში. ბოდიშს ვიხდი, თუ ყველა მოსაზრება დადებითი ვერ დავწერე, თუმცა გამოვდივარ მოსაზრებიდან: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“. თხილი – საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო პროდუქტია, რომლის ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა გაიტანო თხილი ექსპორტზე როგორც ნედლეული ერთია, ხოლო შექმნა …
განაგრძე კითხვა »მამი, რა არის პოლიტიკა?
-მამი რა არის პოლიტიკა? ეკითხება შვილი მამას -ეს მარტივია, პასუხობს მამა. მე მომაქვს სახლში ფული, ანუ მე კაპიტალიზმი ვარ; დედაშენი ხარჯავს ფულს, ანუ ის მთავრობაა; პაპაშენი ცდილობს ოჯახში ყველაფერი წესრიგში იყოს, ანუ იგი პროფკავშირია; ჩვენი ძიძა გოგონა მუშათა კლასია; ჩვენ ყველას გვინდა შენი კეთილდღეობა, ანუ შენ ხალხი ხარ; შენი პატარა ძმა კი ჩვენი მომავალია. გასაგებია? -ეს ღამე მაცალე და ხვალ …
განაგრძე კითხვა »iDo.ge – დასაქმდი და დაასაქმე!
რამოდენიმე პროფესიაა, რომლის სპეციალისტსაც საერთოდ არ სჭირდება დამკვეთთან პირისპირ კონტაქტი. საკმარისია დამკვეთმა ამოცანა დასვას და შემსრულებელიც ასრულებს მას … თუ არსებობს სათანადო ადგილი სადღაც, მყარ დისკზე თუნდაც … საქართველოშიც არსებობს დასაქმების ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეიძლება გააკეთოთ ფული ან იპოვოთ თქვენი პროექტის შემსრულებელი გუნდი/ადამიანი. მსოფლიოში ამ ტიპის საქმიანობებს დიდი მასშტაბი და ბრუნვა აქვთ. მაგალითისთვის https://www.freelancer.com/ -იც საკმარისია, სადაც მილიობინოთ …
განაგრძე კითხვა »