ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ხურმის ჩირი

თუ ხურმის ჩირის წარმოება გაქვთ და ჰოლანდიაში ექსპორტი გაინტერესებთ, აჰა შანსი!

როდესაც პირველად ხურმის ჩირის ექსპორტის თემაზე გიორგი ჰოლანდიიდან შემეხმიანა, სათქმელი ბევრი არაფერი მქონდა … მაშინ kar.ge წესიერად ამოქოქილიც კი არ იყო და მხოლოდ ვემზადებოდით ასე ვთქვათ „თავის გამოსაყოფად“. ამიტომ დაგროვილი მწირი გამოცდილებიდან გამომდინარე მხოლოდ შეზღუდული, სულ 2 მეწარმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შევძელი.

გასულ კვირაში დამიკავშირდა და ჰოი საკვირველებავ: თურმე შეუტანია კიდეც ხურმის ჩირის საცდელი პარტია, შეუფუთია კიდეც, დახლზეც დაუდია და გაუყიდია კიდეც. აჰა თქვენ სურათიც … ეგ კიდევ რა, თურმე ჰოლანდიელებს ისე მოწონებიათ ქართული ჩირი, რომ ერთ სავაჭრო ქსელს სერიოზული პარტია [რამოდენიმე ტონა] შეუკვეთია. დღეს პრობლემა არის მხოლოდ ერთი: ჩირი აღარ არის!

 

გიორგი კოჭლამაზიშვილი

გიორგი კოჭლამაზიშვილი … უკვე 19 წელია ჰოლანდიის მოქალაქე. ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქალაქ ZWOLLE-ში. აქამდეც უფიქრია ქართული პროდუქტის გატანა, მაგრამ ეხლა უკვე კონკრეტული ნაბიჯი გადადგა: ჩამოაყალიბა კომპანია GEOFOOD და საქმეს შეუდგა. როგორც საუბარში გამიმხილა ძალიან ბევრს მის ირგვლივ ამ თემისადმი დამცინავი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ეხლა უკვე ალბათ „ძველი სიმღერას“ მიივიწყებენ …

 

მოკლედ, გადავწყვიტეთ აქედან მოგმართოთ:

თუ ვინმეს იცნობთ, რომელიც უმაღლესი ხარისხის ხურმის ჩირს საქართველოში „აწარმოებს“, გთხოვთ გადააწოდეთ მას გიორგის საკონტაქტო ინფორმაცია, Facebook პროფილი და ელ ფოსტა: giokoch@hotmail.com . თქვენ რეალური ჩანსი გაქვთ ჰოლანდიურ დახლზე მოახვედროთ თქვენი პროდუქტი.

გაითვალიწინეთ: ექსპორტი “წმინდა” საქმეა და ხარისხი TOP პრიორიტეტია! ანუ თქვენი ჩირი უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს!