ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გილოცავთ! გუშინ საქართველომ შვიდკაცა რაგბში რუსეთი დაამარცხა 10:7

გილოცავთ! გუშინ საქართველომ შვიდკაცა რაგბში რუსეთი დაამარცხა 10:7

დღის შოკი – Shock of the Day – ასე იწყებს ევროპის სარაგბო კავშირი თავის ვებსაიტზე სტატიას, რომელშიც ქართველების შვიდკაცას გამარჯვებზე საუბრობს. გუშინ რეპეშაჟის ტურნირის პირველი დღე იყო და რაოდენ სიმბოლურიც არ უნდა იყოს რუსეთის შვიდკაცა დავამარცხეთ ანგარიშით 10:7. დიდი ბრძოლა ყოფილა. ვიდეო არ გვაქვს, სამაგიეროდ რამოდენიმე სურათით გაგახარებთ 🙂

მნიშვნელოვანია შემდეგი:

2016 წელს რაგბი ოლიმპიადაზე შვიდკაცას ფორმით ბრუნდება. ამ ოლიმპიადაზე მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდს შორის რომ საქართველო მოხვდეს ბევრი შრომაა საჭირო. ამიტომაც ამ დღეებში ევროპის 12 გუნდი ერთმანეთთან ლისაბონში არკვევს ურთიერთობას. ამ 12-დან 3 საუკეთესო კი მომავალ წელს ოლიმპიადაზე გადის. წარმოგიდგენიათ რა ბრძოლა იქნება?

 

შვიდკაცა-lisabon-2d (1)

შვიდკაცა-lisabon-2d (2)

შვიდკაცა-lisabon-2d (3)

შვიდკაცა-lisabon-2d (4)

შვიდკაცა-lisabon-2d (5)

 

დღეს ბელგიას ვეთამაშებით …

წარმატება ვუსურვოთ ბიჭებს!