ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
რუსული პროდუქცია

იყიდე რუსული – დააფინანსე მავთულხლართი!

Stop Russia!
პერიოდული აქციები საჭიროა!
მაგრამ აი კიდევ რა არის საჭირო …
რუსული წარმოების არ ვიყიდოთ არაფერი!

რატომ?

საქართველოს ოკუპაცია ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან. მიუხედავად საკუთარი მოსახლეობის სავალალო ყოფისა, რუსეთის მთავრობას ყოველთვის მოეძებნება საკმარისზე მეტი ფული საოკუპაციო საქმიანობის დასაფინანსებლად.

რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყაროა რუსული პროდუქციის გაყიდვა. ეს პროდუქცია საქართველოში იყიდება, შენს ქალაქში, შენს უბანში. ყოველ ჯერზე, როცა რუსულ პროდუქტს ყიდულობ, შენ ფულს უხდი რუსულ ბიზნესს, აძლიერებ რუსულ ბიუჯეტს და შესაბამისად აფინანსებ ოკუპაციას.

რუსულ პროდუქტში შენს მიერ დახარჯული ყოველი 3 ლარი ერთ გასროლილ ტყვიას აფინანსებს. 2014 წელს საქართველოში რუსეთიდან 577,000,000 აშშ დოლარის პროდუქცია იმპორტირდა. სადამდე ვაფინანსოთ ოკუპაცია?

ომით თუ ვერ ვერევით და ოკუპაციას მაინც ნუ დავუფინანსებთ!
არ ვიყიდოთ რუსული პროდუქცია!
[შტრიხ კოდის პირველი სამი ციფრია 460-469]

 

* kar.ge მისია ქართული ბიზნესის და ქართული პროდუქციის პოპულარიზების და გაყიდვების მხარდაჭერაა, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს პოზიცია რუსეთთან მიმართებაში.