ახალი აღმოჩენა: უგემრიელესი ორცხობილა – იმერიონი

ორცხობილა იმერიონი

ერთი კვირის წინ ბათუმში მოვხვდი. საკუთარ თავს 2 დღე გამოვუყავი „გადატვირთვისთვის“ და ბათუმში, ოჯახთან ერთად გავატარე. აი იქ აღმოვაჩინე შემთხვევით ეს პროდუქტი. ორცხობილის დიდი მოყვარული არ ვარ. მაგრამ იმერიონის ორცხობილა ლიმონით რომ გავსინჯე მაშინ მივხვდი როგორი უნდა იყოს საჩემო ორცხობილა. 5 რამეს გავუსვამდი ხაზს: ზომიერად მაგარია. არც ისეთი, რომ კბილები დაგამტვრიოთ და არც ისეთი, რომ კბილებში ჩაგრჩეთ; გემრიელია, მართლა გემრიელია. …

განაგრძე კითხვა »

ჭიების დიალოგი …

ჭიების დიალოგი

მამა-შვილი ჭიები საუბრობენ. –მამა, ვაშლში ცხოვრება კარგია? – ეკითხება ჭია მამას. –კი შვილო. –ატამში? –გადასარევი! –ფორთოხალში? –სამოთხეა, პირდაპირ! –მაშინ ჩვენ ნეხვში რატომ ვცხოვრობთ? –იმიტომ შვილო, რომ ეს ჩვენი სამშობლოა!

განაგრძე კითხვა »

ანონსი: შატილობა 2015

შატილობა 2015

5 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული – შატილობა. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ►ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი-20სთ სავარაუდო ანსამბლები: ► ფოლკ ბენდი ► ანსამბლი „ქალილო“ ► …

განაგრძე კითხვა »

ხარი, ძროხა, კამეჩი, თხა, ცხვარი, ფრინველი, ღორი, რძე, ხორცი, კვერცხი …

სოფლის მეურნეობის სტატისტიკა

გაინტერესებთ რამდენი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია საქართველოში? ცხვრების, თხების, ქათმების, ღორის რაოდენობები გაინტერესებთ? გაინტერესებთ წველადობა როგორია? მაშინ ჩახედეთ სტატისტიკის სამსახურის ბოლო ინფორმაციას. 2015 წლის II კვარტლის ბოლოსათვის საქართველოში არის: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 1,443,000 ცხვარი და თხა – 1,232,000 ღორი – 268,000 ფრინველი – 13,054,000 მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება: რძის წარმოება – 233,5 მილიონი ლიტრი ხორცის წარმოება – 11,200 ტონა კვერცხის წარმოება …

განაგრძე კითხვა »

უცნაური ზარი პოლიციაში :)

უცნაური ზარი პოლიციაში

სვანი რეკავს პოლიციაში: -ალო, მიშველეთ, მანქანა გამიქურდეს. აღარც საჭეა, აღარც სიჩქარეთა გადასართველი, არც აქსელერატორი და არც ტორპედო! ტელეფონი ითიშება. ხუთ წუთში ისევ რეკავს: -ბოდიშით, უკანა სავარძელში ჩავმჯდარვარ … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სვანის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

სან-ანდრეასის ჯიშის მარწყვი სენაკის რაიონის სოფ. ნოსირიდან

მარწყვი

გგონიათ ქართული მარწყვის ჭამა მარტო სეზონზე შეიძლება? ეს ადრე იყო, „ბნელ დროში“, როცა მარწყვის სათბურები იშვიათობა იყო. ამ სტერეოტიპის დანგრევაში კი სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ – „დკ-ქოლგა“-საც შეაქვს თავისი წვლილი. „დკ-ქოლგა“ -ს დღევანდელი წევრები 2011 წლიდან ჩაბმული არიან სოფლის მეურნეობაში, 2013 წლიდან კი მარწყვი მოჰყავთ 300 მ2 საკუთარ სასათბურე მეურნეობაში. 2014 წლიდან ორგანიზაცია ოფიციალურად კოოპერატივია და მასში …

განაგრძე კითხვა »

მიხო ამერიკაში :)

მიხო ამერიკაში

6 თვეა მიხო ამერიკაშია. შევიდა რესტორანში და ქართველ მიმტანს ეუბნება: -ახლა მომიტანე ქვაბში მიმწვარი ლობიო, დაახეთქე მაგიდაზე და მითხარი – „შაცეცხლე!“ -რატომ ასე? გაოცდა მიმტანი -ეე, შინ ყოფნა მამენატრა, ვერა ხვდები, ჯო?   ** კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

გრაკლიანის გორა და 5 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

გრაკლიანის გორა

გრაკლიანის გორა – არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს. ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის  კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა გამოვლინდა  – ძვ.წ აღ VII  საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე …

განაგრძე კითხვა »

ლოცვა VS გარჯა თუ ლოცვა და გარჯა? ილია ჭავჭავაძე

“ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს” ილია ჭავჭავაძე, 1837-1907   ლოცვა VS გარჯა თუ ლოცვა და გარჯა? თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარტო ლოცვით საქმეს ეშველება და „სოფელი თავისით აშენდება“, მე მათ შორის ნამდვილად არ ვარ. თქვენი და ჩემი წინსვლა, მეტი შემოსავალი, უკეთესი ცხოვდება და ყველაფერი მასთან დაკავშირებული თავისით არ მოფრინდება და …

განაგრძე კითხვა »

გაიცანით მესხური ტერასები და ვაზის მესხური ჯიშები

საინტერესოა, ფრიად საინტერესო ... შეიძლება მეღვინეებში ფრიად ცნობილია ტერასული მევენახეობა და მესხური ტერასები, ასევე ვაზის მესხური ჯიშები, მაგრამ მე როგორც უბრალო მომხმარებელს არსად მსმენია ვაზის მესხური ჯიშის ღვინო ყოფილიყოს გაყიდვაში. მეტად კარგი მიგნებაა მარკეტინგული თვალსაზრისით. უცებ იქცევს ყურადღებას და ეგრევე გამორჩეული ხდები მხოლოდ ერთი სიტყვით – „მესხური“ … არის ალბათ ამაში რაღაც … ნახეთ ვიდეო და გაეცანით დამატებით ინფორმაციას თემის …

განაგრძე კითხვა »