ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული ბრენდები

[ყალბი?] ქართული ბრენდები ბერლინში მდებარე რუსულ სავაჭრო ობიექტში

გერმანიიდან რომ რუსულ მაღაზიაში გადაღებული ქართული პროდუქტის სურათი მომდის უკვე განსაკუთრებული გულისფანცქალს იწვევს. რატომ? იმიტომ, რომ დიდი შანსია სულაც არ იყოს საქართველოში წარმოებული და მხოლოდ ეტიკეტზე ეწეროს ქართულად, ან ისიც არ ეწეროს. არ ვსაუბრობ პროდუქტის ხარისხზე,  მაგრამ ქართული ბრენდების ასეთი „ექსპლუატაცია“ ნამდვილად არ აკეთებს ქართულ საქმეს.

აი კიდევ რამოდენიმე სურათი, რომლებისათვის დიდი მადლობა ჩემს ბიძაშვილს – მაია აბდალაძეს. სურათები ბერლინში რუსულ მაღაზია კაზაჩოკშია გადაღებული. აშკარად ვხედავ რომ დახლზე წარმოდგენილია ჭაჭა, მუკუზანი ყვარელი, ხვანჭკარა, დურუჯი, ტყემლის საწებელი, აჯიკა „მიმინო“, გურჟაანი, ალაზნის ველი, რქაწითელი … უმეტესწილად ეტიკეტებზე რუსულად აწერია, თუმცა ინგლისურიც გამოირჩევა და ქართულიც. სადაური ქართული პროდუქტებია ესენი?

 

ქართული-პროდუქტები-ბერლინი (1)

ქართული-პროდუქტები-ბერლინი (2)

ქართული-პროდუქტები-ბერლინი (3)

ქართული-პროდუქტები-ბერლინი (4)

 

კარგი რა უნდა ვიფიქრო ამის შემყურემ?

მხოლოდ ერთი აზრი მომდის: თითოეული ასეთი შემთხვევა გამოსაძიებელია. მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რა გზა იქნება უკეთესი საიმისოდ, რომ დაიცვა ქართული ბრენდები საერთაშორისო ბაზარზე? ყველა მყეფარე ძაღლს ჯოხს როგორ ვესვრით? ან შეგვიძლია კი მაგდენი? ან ღირს კი?