გაახლებული ბახმარო – სეზონის ჰიტი!

ბახმარო

ერთი შეხედვით რადიკალური, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელმაც გაამართლა. თუ ამ მომენტამდე საქართველოში წყლის თითქმის ყველა მწარმოებელი მწვანე ან მომწვანო ფერის ბოთლებისკენ მიილტვოდა, ან ღია ცისფერისკენ, ბახმარომ კარდინალურად დათელა ეს სტერეოტიპი და შემოგვთავაზა აგრესიული ხასხასა ლურჯი! ნეტა რატომ? ფაქტია ის, რომ ხალხმა ეს ფერი აიტაცა. აიტაცა კი არა ამ ერთი კვირის წინ ბათუმში ყოველ მეორეს ხელში ბახმარო ეჭირა. მე რომ გაახლებული ბახმაროს …

განაგრძე კითხვა »

ექსპერიმენტი

ექსპერიმენტი

ლაბორატორიაში ექიმები ექსპერიმენტს ატარებენ თუ რა სიზმრებს ნახულობს თაგვი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ. დღე 1 – შოტლანდიური ვისკი: თაგვს ესიზმრება შოტლანდიური ბუნება, დათოვლილი მწვერვალები, გამწვანებული ფერდობები და სუფთა ჰაერი. დღე 2 – ბურგუნდიული ღვინო: თაგვს ესიზმრება ფრანგული რომანტიკა, სასახლეები, მიღებები. დღე 3 – ქართულ ღვინო: თაგვის სიზმარში გიჟდება და ყვირის: კატებო, სადა ხართ თქვენი …

განაგრძე კითხვა »

შავი ჩაი გურიიდან. და ეს მხოლოდ დასაწყისია ….

შავი ჩაი, გურია კომპანი

საქართველოში ქართული ჩაის ბაზრის დიდი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს. როგორ გგონიათ რატომ? განა ქართული წარმოების ჩაი არ გვაქვს? გვაქვს და მერე როგორ, მაგრამ … მაგრამ … მყიდველებში ქართული ბრენდების შესახებ ინფორმაცია მინიმალურადაა, ქართული ბრენდების ცნობადობა მინიმალურია, დახლზე ქართული ბრენდების წარმოდგენის ხარისხი მინიმალურია, და ა.შ. … ეს ყველაფერი კი სხვა მრავალ უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორთან ერთად კი გაყიდვებზე აისახება. ყველაფერს ეშველება! …

განაგრძე კითხვა »

გილოცავთ! ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს მეორე რაუნდი მოიგო (y)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს მეორე რაუნდი მოიგო

2 თვის წინ მოქმედი ქართველი ჩოგბურთელებისაგან არავის ვიცნობდი, დღეს უკვე სხვა რეალობაში ვარ. ნიკოლოზ ბასილაშვილი – უიმბლდონზე ხომ გვასახელა, ამჯერად აშშ ღია პირველობაში მონაწილეობს. საკვალიფილაციო ეტაპის პირველ რაუნდში ნიკამ ესპანელი ორიოლ როკა ბატალა ანგარიშით 6:2, 6:4 დაამარცხა.  დღეს, მარიამობა დღეს კი ამერიკელი მიტჩელ კრუგერი სამ სეტში 4:6, 6:2, 6:3 დაამარცხა. კიდევ ერთი გამარჯვება და იცით მერე რა? ნიკოლოზი უკვე ძირითად …

განაგრძე კითხვა »

ახალი ქართული პროდუქტი: მიწის თხილი სეზამით. 6 შენიშვნა და 3 კომპლიმენტი

მიწის თხილი სეზამით.

დღეს ფუდმარტში შუადღისას „მოსასულიერებლად“ შესულმა შემთხვევით სნექების დახლზე უცნაური ფერის შეფუთვას მოვკარი თვალი. მივუახლოვდი, ვერ ვიცანი, დავაკვირდი … 3 სხვადასხვა სახის არაქისი იყო, სამივენი ერთ კომპანის. ოღონდ ფასებში იყო არეულობა. მაშინვე ვიკითხე სალაროსთან და აღმოჩნდა, რომ ეს 100 გრამიანი შეფუთვა 1.3 ლარი ღირდა. მოკლედ … წარმოგიდგენთ შპს „ძველი თბილისი“ის მიერ დაფასოებულ მიწის თხილს სეზამის მარცვლებით. კომპანია თბილისში მდებარეობს, ნადარეიშვილის 4 …

განაგრძე კითხვა »

დუუბრახუნე ბიძიკო

დუუბრახუნე ბიძიკო

კაცი მივლინებიდან დაბრუნდება. მივიდა სახლში, კარზე აბრახუნებს, აბრახუნებს, მაგრამ ცოლს მაინც ვერ გააგებინებს. ამ დროს გურული მეზობელი თავს გამოყოფს და ეტყვის: -რქებით დუუბრახუნე ბიძიკო, რქებით … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

განაგრძე კითხვა »

CNN-ის შთამბეჭდავი სიუჟეტი თანამედროვე ქართულ კულტურაზე

ზეზვა-მზია-სელფი

ძალიან მაგარი სიუჟეტია! CNN-ის თვალით დანახული თანამედროვე ქართული კულტურა 8 წუთში ინგლისურადაა, მაგრამ ინტუიტიურად მიხვდებით ყველაფერს მსგავსი სიუჟეტების სერია შეიძლება ბევრს შემთხვევით ჰგონია, მაგრამ აშკარად სარეკლამო დანიშნულებისაა. ყველა მსგავსი სიუჟეტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ნახავს, საქართველოში ტურისტების ნაკადდის შემოდინებას უწყობს ხელს. თუ გავითვალისწინებთ რომ თითო ტურისტი 800 აშშ დოლარს მაინც ხარჯავს, ტურისტების ნაკადის ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური ზრდის, გაქცეული ლარისთვის …

განაგრძე კითხვა »

გილოცავ ნიკა! წინ კიდევ ორი რაუნდი და …

ნიკა ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაში ღებულობს მონაწილეობას. მეხუთე ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ ეტაპზე ესპანელი ორიოლ როკა ბატალა იყო, რომელიც ამჟამად 218-ე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ნიკოლოზს, ის 97-ე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი ნიკამ მოიგო ანგარიშით 6:2, 6:4. წინ კიდევ ორი რაუნდია და იმედი ვიქონიოთ, რომ ნიკას მთავარ ბადეში ვიხილავთ. წარმატებები მას!

განაგრძე კითხვა »

გირჩის მურაბა გაგისინჯავთ? სასწაულია, სასწაული!

გირჩის მურაბა

ამ 1 კვირის წინ ბათუმიდან თბილისში მგზავრობისას რიკოთზე გავჩერდით, დასავლეთის მხარეს. იქ არის ერთი სასაუზმე ხეფინურა. ცოტა მოვსულიერდი თუ არა მიმოვიხედე, რამე სასუსნავი მომინდა. დახლზე რაღაც უცნაური შევნიშნე. გამყიდველ ქალბატონს დავეკითხე და აღმოჩნდა ქილაში გირჩის მურაბა ჰქონდა გასაყიდად გამოტანილი. გირჩის მურაბა – ამ სასწაულის შესახებ ადრე გამეგონა, მაგრამ გასინჯული არ მქონდა. აბა საიდან, თბილისში ხომ ამას ვერ იყიდი?! ასევე გამეგო, …

განაგრძე კითხვა »

ეშმაკი ბაბუ

ეშმაკი ბაბუ

100 წლის ბაბუ, რომელსაც ყურში კარგა ხანი არაფერი ესმოდა ექიმთან მივიდა. ექიმმა უპრობლემოდ შეურჩია სასმენი აპარატი. ერთი თვის შემდეგ მოხუცი კონტროლზე მივიდა: -აბა, ხომ ყველაფერი წესრიგშია? თქვენი ახლობლები გახარებულები არიან ხომ სმენა რომ მოგიწესრიგდათ? -ოოო, მათთვის ჯერ არც გამიმხელია. ვზივარ და ვუსმენ. და უკვე მესამედ შევცვალე ანდერძი 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

განაგრძე კითხვა »