ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ორცხობილა იმერიონი

ახალი აღმოჩენა: უგემრიელესი ორცხობილა – იმერიონი

ერთი კვირის წინ ბათუმში მოვხვდი. საკუთარ თავს 2 დღე გამოვუყავი „გადატვირთვისთვის“ და ბათუმში, ოჯახთან ერთად გავატარე. აი იქ აღმოვაჩინე შემთხვევით ეს პროდუქტი. ორცხობილის დიდი მოყვარული არ ვარ. მაგრამ იმერიონის ორცხობილა ლიმონით რომ გავსინჯე მაშინ მივხვდი როგორი უნდა იყოს საჩემო ორცხობილა.

5 რამეს გავუსვამდი ხაზს:

  1. ზომიერად მაგარია. არც ისეთი, რომ კბილები დაგამტვრიოთ და არც ისეთი, რომ კბილებში ჩაგრჩეთ;
  2. გემრიელია, მართლა გემრიელია. რაღაცნაირი გემო აქვს. ამის ახსნა რთულია. ეს უნდა გასინჯო და ისე მიხვდები;
  3. ფასი ხარისხთან მიმართებაში სავსებით მისაღები აქვს. 1.2 ლარი 180 გრამში (y) ფასია;
  4. შეფუთვა მომეწონა. რომ გახედავ მთლად ორცხობილააო ვერ მიხვდები, მაგრამ არა უშავს, აიტანს;

ერთ ნაკლი შევამჩნიე მხოლოდ: ვებსაიტი და FB გვერდი მითითებული არ არის და ინტერნეტშიც არაფერი იძებნება.

მწარმოებელია შპს „იბერია 2012“, რომელიც თბილისში, ქავთარაძის 19-ში მდებარეობს. ტელეფონი: (995 32) 302 203. თბილისში ქსელში სადმე ჯერ არ შემხვედრია. თუ შეგხვდებათ, იყიდეთ, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრიც 🙂