ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბახმარო

გაახლებული ბახმარო – სეზონის ჰიტი!

ერთი შეხედვით რადიკალური, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელმაც გაამართლა. თუ ამ მომენტამდე საქართველოში წყლის თითქმის ყველა მწარმოებელი მწვანე ან მომწვანო ფერის ბოთლებისკენ მიილტვოდა, ან ღია ცისფერისკენ, ბახმარომ კარდინალურად დათელა ეს სტერეოტიპი და შემოგვთავაზა აგრესიული ხასხასა ლურჯი!

ნეტა რატომ?

ფაქტია ის, რომ ხალხმა ეს ფერი აიტაცა. აიტაცა კი არა ამ ერთი კვირის წინ ბათუმში ყოველ მეორეს ხელში ბახმარო ეჭირა. მე რომ გაახლებული ბახმაროს ბოთლის შეფუთვა გავაშუქე ამ რამოდენიმე კვირის წინ იგივე ფაქტორს გავუსვი ხაზი. დახლზე ძალიან იკვეთება ეს ხასხასა ლურჯი ფერი. როგორც ჩანს ხალხს მოენატრა სიახლე. და სავარაუდოდ ეს ბახმაროს ატაცების ერთ-ერთი მიზეზი უნდა იყოს.

ბახმარო – არაგაზირებული ნატურალური მინერალური წყალია. ეს ნახევარლიტრიანი ბოთლი 40-50 თეთრი ღირს. გააჩნია სად იყიდით. ბათუმის სანაპიროზე წამოწოლილს თუ იქვე ჩამოგიტარეს, მაშინ ლარის გადახდა მოგიწევს. მწარმოებელია ჰოლდინგი „წყალი მარგებელი“.

ისა, და …
ბახმაროს ბოთლი ბახმაროში გაპარულაო, 19-ში დოღში მიუღია მონაწილეობაო. გაგიგიათ რამე ამის შესახებ?