უკმაყოფილო ქმარი

ცოლის მომზადებული საჭმლით უკმაყოფილო ქმარი საყვედურობს: -ამ კულინარულ გადაცემებს რისთვის უყურებ? საჭმლის გაკეთება მაინც არ იცი. -შენ რომ პორნოგრაფიას უყურებ ხომ რას ამბობ … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

განაგრძე კითხვა »

აღშფოთებული ტაქსისტის გულისტკივილი

რამდენს ხარჯავს უცხოელი ტურისტი საქართველოში?

ის მომენტი, როცა ტაქსში ჩაჯდები და გემრიელად მოლაპარაკე მძღოლი შეგხვდება … ენა, რომ მისსავე მანქანაზე მაღალ სიჩქარეს ავითარებს … და ყველაფერზე რომ საუბრობს თან ისე, რომ არ მოგბეზრდება მოსმენა … ჰოდა ეს მომენტი მქონდა დღეს … ტაქსში ჩავჯექი, დაიქოქა მანქანაც და ტაქსისტიც … ისეთ დღეში ვიყავი ლაპარაკის თავი არ მქონდა, მაგრამ აშკარად ხასიათზე მომიყვანა … „შემომჩივლა“ [როგორც იციან ხოლმე] გაივსო …

განაგრძე კითხვა »

შერეული ცხიმის სპრედი, ჩვენი ფერმერი

შერეული ცხიმის სპრედი, ჩვენი ფერმერი

მას შემდეგ რა 1 აგვისტოდან რძის ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა პირველი შემთხვევაა როცა ოჯახში ასეთი პროდუქტი „მესტუმრა“ … ჩვენი ფერმერის შერეული ცხიმის სპრედი. არ დაგიმალავთ და რომ დავხედე დავიბენი … რა პროდუქტია ეს? კარაქი არაა … მარგარინი არაა … ცხიმი არის! როგორც ჩანს მცენარეული და ცხოველური ცხიმების ნარევია … და რძე აშკარად ურევია! მე მეგონა, რომ იმ ახალი …

განაგრძე კითხვა »

გურული ციმბირში

გურული ციმბირში

გურული ციმბირშია ჯარში. დაიწყო 6 თვიანი პოლარული ღამეები. მიიღო დედის წერილი. -სად ხარ ნენე და რაფერხარ? -სად ვარ ნენე და შენ რომ ბაღნობაში მწყევლიდი შენ არ დაგიღამდესო, ეეე იქინე ვარ … ** სურათზე გურულის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

The Window – ქართული ჯგუფის აღიარება mp3unsigned.com-ზე

The Window

გაიცანით The Window მერე ნახეთ http://mp3unsigned.com დააკვირდით მთავარ გვერდს და ყველა სხვა გვერდს, სადაც Featured Artist-ში ქართული ჯგუფის გვერდის სურათი და ალბომისკენ ბმულია. ეს ძალიან მაგარია! mp3unsigned.com -ზე The Window-ს გვერდზე განთავსებულია ჯგუფის 8 კომპოზიცია. შეგიძლიათ მოუსმინოთ და ასევე ჩამოტვირთოთ სრულიად უფასოდ. მუსიკალური ჯგუფი The Window 2009 წელს შეიქმნა. წევრები არიან: ნინო ისაკაძე [ვოკალი, გიტარა, სიმღებების ავტორი], თამუნა ახალკაცი [ვიოლინო], …

განაგრძე კითხვა »

სუპერმენი

სუპერმენი

მთვრალი ქმარი სახლში დაბრუნდა. ცოლმა აათვალ-ჩაათვალიერა და ეუბნება: -კარგი, შემოდი სუპერმენ. ქმარი ხმისამოუღებლად შედის სახლში და შემდეგ სამზარეულოში გადის. -დაჯექი და ჭამე, სუპერმენ, -ეუბნება ცოლი. ქმარმა ივახშმა და ცოლი ისევ ეუბნება: -წადი, დაიძინე, სუპერმენ. დილით გამოფხიზლებული ქმარი ცოლს ეკითხება: -გუშინ სუპერმენს რატომ მეძახდი? -იმიტომ, რომ მხოლოდ სუპერმენი იცვამს ტრუსებს შარვლის ზემოდან.

განაგრძე კითხვა »

უგემრიელესი თაფლი აჭარიდან, სს კოოპერატივი – „ალიონი“

თაფლი, ალიონი, აჭარა

მეფუტკრეობა უძველესი პროფესიაა, რომელიც სათანადო ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. ფუტკარი – სათუთი თემაა. წელიწადში 9 თვე გულმოდგინე მუშაობა გიწევს, უნდა გული და სული ჩადო იმისათვის, რომ რამე უკან ამოიღო და მუდმივად თვალი გეჭიროს მეურნეობაზე, რომ ფუტკარი გაუთვალისწინებელ დაავადებებს გადაარჩინო. ჩვენი რეალობა ისაა, რომ საქართველოში თაფლის წარმოება მეტად დაქსაქსულია, ექსპორტი კი სავალალოდ დაბალი. უამრავი სამუშაოა ამ სფეროში. ამიტომაცაა, რომ ყოველი წარმატებული …

განაგრძე კითხვა »

მეგრელის მონოლოგი

მეგრელის მონოლოგი

მეგრელ’ის მონოლ’ოგი: მივდივართ 40 მეგრელ’ი კანტიკუნტად … გევიხედეთ და მოდის 2 სვანი ჯგროდ … დეგვიწყენ ახირება … გავლ’ახეთ, იმდენი გავლ’ახეთ, დავრჩით ორი ორზე … ძაან რომ გაჭირდა ემევიღე დანა და დავარტყი … აგერა შრამი თუ არ გჯერა … გევეკიდე მეორეს … მივდევ – მირბის … ბოლოს დევეწიე და იმდენი ვურტყი ძლ’ივს მევედი გონზე საავადმყოფოში … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 …

განაგრძე კითხვა »

მეწარმეებო, აჰა თქვენ შანსი!

3k - kar.ge ქართული ქარვასლა

მადლობა რომ ამ სტატიას კითხულობ, ე.ი. მეწარმე თუ არა, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი მაინც ხარ. ძალიან კარგი! აქვე გთხოვ, თუ საჭიროდ ჩათვლი, გააზიარე ეს სტატია რომ რაც შეიძლება მეტმა მეწარმემ გაიგოს რაც ხდება …   ხდება ის, რომ „kar.ge ქართული ქარვასლა“ [3K] მზადების პროცესშია და იგი 26-27 სექტემბერს ჩატარდება. კომპანიისათვის, რომელიც საქართველოში აწარმოებს ქართულ ხარისხიან პროდუქციას, ეს არის შანსი! რატომ? …

განაგრძე კითხვა »

მზესუმზირა ბუმი, უმარილო. წარმოებულია ბათუმში

მოხალული მზესუმზირა - ბუმი

აგვისტოში დაძაბულ სამუშაო რეჟიმს 2 დღით გამოვეცალე და ბათუმს მივაშურე. მცირე „რესტარტი“ გამომივიდა, თუმცა ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და თვალები სულ ქართულ ნაწარმს ეძებდნენ. ვაღიარებ, რაც მე იქ ვნახე თამამად იწოდება როგორც სავალალო მდგომარეობა. დაპყრობილი აქვს იმპორტულ პროდუქციას მთელი ბათუმი. იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნება წყალი და ლუდი. მაგალითად, წვენი მომინდა ქართული … ვერსად ბათუმის ცენტრში ვერ ვნახე. არადა თითქმის ყველგან ვკითხულობდი. მერე …

განაგრძე კითხვა »