ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
რამდენს ხარჯავს უცხოელი ტურისტი საქართველოში?

აღშფოთებული ტაქსისტის გულისტკივილი

ის მომენტი, როცა ტაქსში ჩაჯდები და გემრიელად მოლაპარაკე მძღოლი შეგხვდება …
ენა, რომ მისსავე მანქანაზე მაღალ სიჩქარეს ავითარებს …
და ყველაფერზე რომ საუბრობს თან ისე, რომ არ მოგბეზრდება მოსმენა …
ჰოდა ეს მომენტი მქონდა დღეს …
ტაქსში ჩავჯექი, დაიქოქა მანქანაც და ტაქსისტიც …
ისეთ დღეში ვიყავი ლაპარაკის თავი არ მქონდა, მაგრამ აშკარად ხასიათზე მომიყვანა …

„შემომჩივლა“ [როგორც იციან ხოლმე] გაივსო თბილისიო [თან პიკის საათი იყო, 18:30, გავიჭედეთ სააკაძის მოედანზე … ] ყველა თბილისში შემოდის და ჩამოდისო…
სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი, ჩრდილო კავკასიელი …
ჩრდილო კავკასიელებიც მეთქი? ჩავეკითხე …
კიო …
მანქანები ჩამოჰყავთ გასაკეთებლადო
[არ ვიცოდი] რატომ მეთქი?
რუსეთში ნაწილებს ვერ შოულობენო და აქ აკეთებინებენო.
2-3 დღით ჩამოვლენ და მერე უკან მიდიანო …
და ა.შ. გააგრძელა როგორ გაივსო თბილისი ადამიანებით, მანქანები და ა.შ.
დიღომში საავადმყოფოებს გახედეო …
სულ სავსეაო საზღვარგარეთიდან შემოსულებითო ..
თავიდან დავეჭვდი, მაგრამ ბოლოში ისეთი „გააჩალიჩა“, რომ ყველა ეჭვი გამიქრა…
სადაც ბოლოს გავაჩერებინა [სადღაც გადასახვევში] „სტაიანშიკი“-ს სახელიც კი იცოდა …
ისე გემრიელად გასძახა [თან სახელით] იფიქრებდი კაი ხნის ახლოებლები არიანო …
აშკარად იცოდა რას ლაპარაკობდა
თავისი საქმე იცოდა 10-იანზე [ეს დასაფასებელია]

ეხლა, ეს რაზე მოვყევი …
სტატისტიკა ვნახე დღეს …
თურმე აგვისტოში რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი დაფიქსირებულა საქართველოში – 852 377. აქედან 383 619 ტურისტი [24 საათზე მეტი ხნით ვინც გაჩერდა]. და თურმე ეს რაოდენობა შარშანდელ აგვისტოსთან შედარებით 2%-ით მეტია [წყარო].

თუ ამდენი ვიზიტორი შემოდის …
თუ ამდენი ტურისტი შემოდის …
თუ ეს ტურისტები ამდენს ხარჯავენ
თუ ამდენი შემოსული ადამიანი ფულს ხარჯავს ამ ქვეყანაში …
რატომ არ გვეტყობა ეს „შემოდინება“ ჯიბეზე ნეტა?