ქართველების დიდი გამარჯვება EUROBEST-ზე

ქართველების დიდი გამარჯვება EUROBEST-ზე

მოძრაობა kar.ge ულოცავს Leavingstone-ს ამ გამარჯვებას! ჯერ იყო და კანიდან ლომი ჩამოიყვანეს, ეხლა კი … ხუმრობა საქმე ხომ არაა … EUROBEST – ევროპის ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო ჯილდო … ნახეთ გამარჯვების წამები და მიიღეთ სიამოვნება ქართული გამარჯვებით 🙂     ბრავო გიორგი ავალიანი და ანა მიმინოშვილი!

განაგრძე კითხვა »

მწვანე ჩაი შემოქმედი – დღე #4, 30 დღიანი გამოწვევა

მწვანე ჩაი შემოქმედი

სურათს დააკვირდით …  ფოთოლია, ხედავთ? შეღებილი მტვერი კი არ არის როგორც ბევრი იმპორტული ჩაი? გასინჯეთ და დარწმუნდებით, რომ ამ სტატიაში დაწერილი ყოველი სიტყვა 100%–იანია! მე პირადად ჩაი შემოქმედი დაახლოებით 1 წლის წინ გავიცანი გამოფენაზე „აირჩიე ქართული“, რომელიც გუდვილში იმართებოდა. ჩაის ვაფასებ, დაყენებულ ჩაის ხომ საერთოდ და მით უმეტეს ქართულს. არ დაგიმალავთ და მწვანე ჩაის ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დავუმუღამე, მაგრამ …

განაგრძე კითხვა »

მოძრაობა kar.ge – პირველ არხზე, გადაცემაში რეალური სივრცე

#30დღიანიგამოწვევა 2015

ყოველდღე, 18:30 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, გადის სოციალური თოქ-შოუ რეალური სივრცე. ეს არის ახალი სივრცე, რომელშიც ყველა სხვა თოქ-შოუსგან განსხვავებით, ცენტრალური ფიგურა ადამიანია თავისი რთული ისტორიით, პრობლემითა და დილემით. 1 დეკემბერს კი ჩვენ გვხვდა წილად პატივი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლისათვის გაგვეცნო ჩვენი მოძრაობა. უღრმესი მადლობა ქ-ნ ნინო ზაუტაშვილს და რეალური სივრცის მთელ შემოქმედებით გუნდს ამ შესაძლებლობისათვის და ბნ. …

განაგრძე კითხვა »

სვანები კროსვორდს ავსებენ

სვანები კროსვორდს ავსებენ

ორი სვანი კროსვორდს ავსებს. ერთი მეორეს ეკითხება: -“პროპელერიანი კაცი”. რვა ასოა. ნეტავ რა უნდა იყოს? -საფრთხობელა. -არ ეტევა. -წვრილი ასოებით ჩაწერე.   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ნიკორა, კაიზერი – დღე #3, 30 დღიანი გამოწვევა

ნიკორა კაიზერი

2 საათის წინ შევდივარ ნიკორას სუპერმარკეტში, გლდანში, ახლეტელის მეტროსთან რომ არის. ორიოდ წუთი ვიყიალე აქეთ იქით, ვერ გადავწყვიტე რა მეყიდა და ბოლო-ბოლო კონსულტანტმა მკითხა რას ვეძებდი. რამე „ისეთი“ მინდა მეთქი … ჰოდა ვიყიდე კაიზერი, სოსისი ბეკონითა და ყველით. დაფასოებულია, მაგრამ წონით იყიდება. რასაც ხედავთ 7.5 ლარი მოუწია [კგ 25 ლარი ღირს]. ნიკორა ნიკორას ვინ არ იცნობს … 16 წლიანი ისტორიის მქონე …

განაგრძე კითხვა »

ზარი ამერიკიდან

ზარი ამერიკიდან

ამერიკაში წასული შვილი დედას ურეკავს გურიაში. გადირია სიხარულით დედა: -მენატრები შვილო. რეიზა არ ჩამოი ამდონხანს?! -კი მინდა, ნენა ჩამოსვლა, მარა მრცხვენია! -რა ქენი, ნენა, ამფერი, სახლში დაბრუნება რომ გრცხვენია?! -ცოლი მევიყვანე! -მაგას რა ჯობია, შვილო?! -ზანგია, ნენა! -სიყვარულს ფერი არა აქ შვილო, ჩამოი და ჩამეიყვანე! -ოთხი შვილი ყავს, ნენა! -არა უშავს, ნენა, გეიხარებს კუთხე, ეზოში შავტუხიე ბაღნები რომ ირბენენ! ჩამოით! …

განაგრძე კითხვა »

ჰოლანდიური გამოცდილება ქართულ კოოპერატივში

ყოველი ქართული ბიზნესის წინსვლა ძალიან მახარებს და აი კიდევ ერთი მაგალითი. ჩირკოლადი ყველამ ვიცით. სწორედ ჩირკოლადის ცხოვრებაში მოხდა მოვლენა, რომელიც თავისთავად იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად გასაზიარებელია როგორც კონკრეტული წარმატებული ისტორია, თუ როგორ ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მე ვთვლი, რომ სწორედ ეს არის განვითარების გზა. ჩირკოლადში ჰოლანდიელი ექსპერტის – Joseph Muskens-ის ჩამოყვანა მოხდა ჰოლანდიის არასამთავრობო ორგანიზაცია PUM ის ხელშეწყობით. ჩატარდა ერთგვარი …

განაგრძე კითხვა »

ქართული წინდა – დღე #2, 30 დღიანი გამოწვევა

ქართული წინდა

ვაღიარებ, გუშინ საღამოს ძალიან ვინერვიულე. წარმოდგენა არ მქონდა რამდენი ადამიანი ჩაერთვებოდა ჩვენს ერთობლივ 30 დღიან გამოწვევაში და პირველი პროდუქტიც ძლივს ავარჩიე. თუმცა უკვე დავწყნარდი, გეგმაც საბოლოოდ გავაშარაშინე და დღეს კიდევ ერთ ძალიან მაგარ ქართულ ნაწარმს წარმოგიდგენთ … ქართული წინდა 2-5 ლარის დიაპაზონში რა გინდა სულო და გულო … ფერები … ზომები … სტილები … და არა მხოლოდ … ქართულ წინდას …

განაგრძე კითხვა »

რაჭველი ბაბუკა და შვილიშვილი

რაჭველი

შვილიშვილი ეკითხება რაჭველ ბაბუას: – ბაბუკა, რატომ ეძახიან რაჭველები მოდიდებულ რიონს – წყალუკას, სამსართულიან სახლს – სახლუკას, ვეებერთელა ქართულ ნაგაზს – ძაღლუკას? – მიტო ბაბუ, რომ სულუკათი და გულუკათი ქვე ისეთი დიდები ვართ, ეე ყველაფერი პატარიკად გვეჩვენება 🙂   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ბებოს ჩურჩხელა – დღე #1, 30 დღიანი გამოწვევა

ბებოს ჩურჩხელა

1 კვირიანი აქტიური კომუნიკაციის, დაგეგმარების, მოსალოდნელი შედეგების ანალიზისა და მცირე რჩევების კომპლექტის შემოთავაზების შემდეგ დღეს ვიწყებთ 30 დღიან გამოწვევას. არ დაგიმალავთ და ცოტათი ვნერვიულობ … ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი … მაგრამ მორჩა სენტიმენტები, გადავიდეთ საქმეზე … დიდხანს ვარჩიე თუ რა წარმომედგინა პირველ პროდუქტად. არ დაგიმალავთ და 22 ვარიანტი მქონდა. ბოლო-ბოლო ლარიანის აგდებამ გადაწყვიტა და აი ისიც … ბებოს ჩურჩხელა 3.5 …

განაგრძე კითხვა »