ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ჩირკოლადი

ჩირკოლადი – დღე #6, 30 დღიანი გამოწვევა

ჩირკოლადი – ეს უნიკალური პროდუქტი რომ ჩვენი ერთობლივი გამოწვევის ფარგლებში არ შემომეთავაზებინა ჩემს თავს არ ვაპატიებდი. ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომელსაც ფასი კი ადევს, მაგრამ თუ მყიდველი ხარ და გადახდა შეგიძლია, თან ხარისხიანი ქართული პროდუქტი გინდა და თან საახალწლოდ ან სუფრაზე ან საჩუქრის სახით ხელის დამშვენება, ღირს გადახდა. იყიდება ყაზბეგის 20ა-ში, ყველის სახლში. 20-25 ლარი ღირს კილოგრამი, გააჩნია რომელს იყიდი. ასორტიმენტიც ვრცელია.

ჩირკოლადი …

ეს პროდუქტი წელიწადზე მეტია ვიცი და მას შემდეგ მიყვარს. პირველად გავიცანი გამოფენა-გაყიდვაზე – „აირჩიე ქართული“ და მაშინვე ჩემი შარშანდელი დეკემბერის გამოწვევის მე-19 დღის პროდუქტი გახდა.

დღეს მას აწარმოებს შპს „ბიო-მარგი“ ბაღდათში. ჩირკოლადის შესახებ ადრეც დაგვიწერია kar.ge-ზე, ბოლოს კი სულ ერთი კვირის წინ დავწერეთ, როცა საწარმოში ჰოლანდიელი ექსპერტი ჩამოიყვანეს. მოკლედ, ბიზნესი მყარად მიდის წინ. ღმერთმა ხელი მოუმართოს მშრომელ ადამიანებს. გენაცვალეთ! თითოეული აწყობილი საქმე, მინიმუმ რამოდენიმე წელში გამართული ოჯახია.

რითია ყველასგან გამორჩეული ჩირკოლადი?

ქართულს მეორეს მსგავსს ვერ ნახავთ! გარდა იმისა, რომ უნიკალური ჩირი ამოვლებულია შოკოლადში, არის პროდუქტის მრავალი ნაირსახეობა, რომელიც ასევე იწარმოება. ამ ბოლოს დროს ასორტიმენტი ძალიან გააფართოვეს. ჩირკოლადი ჩვენს 26-27 სექტემბერის გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა და აუდიტორიის მოწონებაც დაიმსახურა. რამოდენიმეჯერ ტელევიზიებშიც წავიღეთ გადაცემებში. მოკლედ, მაქსიმალურად ვცდილობ წარმოვაჩინო ის, რაც არის ქართული და კარგი!

ერთი წინასაახალწლო მინიშნება ჩემგან

ჩირკოლადი პირველად ჯეოსელმა „აღმოაჩინა“, როცა იგი თავისი კორპორატიული კლიენტებისათვის საჩუქრებად შეიძინა. ჩირკოლადი იაფი არ არის, მაგრამ უძვირფასესია. დრო ჯერ კიდევ არის, რომ კორპორატიული საჩუქრებისთვის შეუკვეთოთ. აქვე გაწვდით სათანადო ადამიანების კონტაქტებს. შეკვეთებისათვის პირდაპირ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: ბნ. ავთანდილ მაღლაკელიძე – 599 96 58 57 და ბნ. ამირან არწივიძე – 595 284 224.