დეკორატიული შუშა – თექამიქსის უნიკალური დაპატენტებული პროდუქცია

დეკორატიული შუშა

თექამიქსის ნაკეთობებს შორის ეს პირდაპირ ვიტყვი ყველაზე უნიკალური მეჩვენა. მე დიზაინერული ნამუშევრის დიდ შემფასებლად ვერ გამოვდგები, მარამ რასაც ვხედავ მომწონს. არა მხოლოდ მომწონს, არამედ უდიდეს პოტენციალს ვხედავ. დეკორატიული შუშა – ეს არის დაპატენტებული წესით შექმნილი ფილა, რომელშიც განთავსებულია აბრეშუმის ორმხრივი ნახატი. მისი გამოყენება შეიძლება ინტერიერის დიზაინში, ავეჯის, მაგიდების, სკამების, კიბეების, შუშაბანდების, ტიხრების შესაქმნელად. ნახატი სრულდება დამკვეთის სურვილის შესაბამისად. ხასიათდება მაღალი …

განაგრძე კითხვა »

ღია ლექცია SEU-ში … თემა რა თქმა უნდა ქართული & kar.ge

ღია ლექცია

ბოლო 20 წლის მანძილზე მრავალი ათასი საათი გამიტარებია აუდიტორიაში, მაგრამ ასეთი 2 საათი დღემდე არ მქონია … ეს მოხდა დღეს, ამ საღამოს, 10 დეკემბერს, SEU-ში, სადაც მოწვევით ქართულ და კარგ თემაზე სტუდენტებთან ღია ლექცია ჩავატარე. ჯერ იყო და ღია ლექციის დასაწყისში მეზობლად ფეიერვერკი დაიწყო და თავიდანვე ხალისი შეიტანა პროცესში … მერე ამას მოჰყვა ძალიან დაინტერესებული 20-მდე სტუდენტის ძალიან საინტერესო შეკითხვები, …

განაგრძე კითხვა »

ბებოს ლავაში – დღე #10, 30 დღიანი გამოწვევა

ბებოს ლავაში

დღეს საღამოს ძალიან მაგარი ღია ლექცია მქონდა SEU-ში, რა თქმა უნდა ქართულ და კარგ თემაზე. ისე კარგად შევუყევით მსჯელობა-განხილვებს, რომ დრო აშკარად გამექცა. თუმცა მან ხელი ვერ შემიშალა ბებოს ლავაშის ყიდვაში, რომელიც 1,25 ლარად ვიყიდე. ეს თეთრი ვარიანტია. სიმართლე გითხრათ უფრო მინდოდა რუხის ყიდვა, მაგრამ არ ჰქონდათ, მე კი ამ პოსტის დაწერა რომ არ დამეგვიანებინა იძულებული გავხდი თეთრი ლავაშით დავკმაყოფილებულიყავი. …

განაგრძე კითხვა »

პირველი ტექნოპარკი საქართველოში [მალე გაიხსნება]

პირველი ტექნოპარკი საქართველოში

ეს ტექნოპარკი მალე უნდა გაიხსნას და მერე ნახე ინოვატორების ბუმი საქართველოში. უკვე 2 წელზე მეტია რაც GITA აქტიურად საქმიანობს და ეს ჯერ დასაწყისია. მე პირადად ჩართული ვიყავი პირველ ღონისძიებებში და ყველა თუ არა უმრავლესობა დანარჩენშიც და ვფიქრობ, რომ საქართველოში მსგავსი რამ არასოდეს გაკეთებულა. ეს რა თქმა უნდა ამ ნაწილში სახელმწიფო სტრატეგიის და GITA-ს ახალგარდა გუნდის დიდი დამსახურებაა. რა იქნება რეალურად …

განაგრძე კითხვა »

ჩვენებური, ნახევარფაბრიკატები – დღე #9, 30 დღიანი გამოწვევა

ჩვენებური

Facebook-ზე ჯგუფი გვაქვს – კლუბი 486, დახურული ჯგუფი, სადაც ვიწრო წრეში ვიხილავთ სხვადასხვა კარგ ქართულ იდეებს. დაახლოებით 40-მდე ვართ იქ [თუ გამოწვევაში მონაწილეობთ, შემოგვიერთდით იქ]. ჰოდა რამოდენიმე დღის ჩვენი გუნდის წევრი ზურა მურაკაშვილი იქვე წერს კონტაქტს …  ჩვენებურები არიან, ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ, გამოფენა-გაყიდვაში ჩართვა აინტერესებთ და დაუკავშირდიო. მეც გავარკვიე ვისთან და რასთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა, რომ ეს ის ბრენდია, …

განაგრძე კითხვა »

პირდაპირი ეთერი პირველ არხზე გადაცემაში – ეკონომეტრი

უღრმესი მადლობა ბნ. დავით ლაბაძეს, ქ-ნ ლელა კურდღელაშვილს და საზოგადოებრივი არხის გადაცემა – „ეკონომეტრი“-ს მთელ შემოქმედებით გუნდს ამ შესაძლებლობისათვის. 7 დეკემბერს კიდევ ერთხელ მომეცა შანსი, რომ მოძრაობა kar.ge-ს საქმიანობის შესახებ პირდაპირ ეთერში მესაუბრა. რა თქმა უნდა ორი მთავარი თემით: 1) 30 დღიანი გამოწვევა და 2) 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვა. მორალი: ჩვენ უნდა დავიბრუნოთ დაკარგული ბაზარი ქვეყნის შიგნით. ნახეთ ვიდეო …

განაგრძე კითხვა »

კომპანია თექამიქსი 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვაში ერთვება

კომპანია თექამიქსი 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვაში ერთვება

საქართველო ნიჭიერი ხალხის ქვეყანაა. აქ ხელნაკეთი ნივთების დამზადება ბევრს ეხერხება. მე პირადად ძალიან გამიმართლა, რომ ამ სფეროს ძალიან ბევრ წარმომადგენელს ვიცნობ, თუმცა ერთია იცოდე თექისგან მაგალითად სუვენირული პროდუქციის დამზადება, ხოლო სულ სხვაა უყურო ამ საქმიანობას როგორც ბიზნესს და განავითარო როგორც ბიზნესი. ფაქტია, რომ 26-27 სექტემბერის გამოფენა-გაყიდვაში არცერთი ამ სფეროს წარმომადგენელი კომპანია არ გყავდა. თუმცა დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან მაგარი …

განაგრძე კითხვა »

მასწავლებელი და მოსწავლე

მასწავლებელი და მოსწავლე

სიტუაცია გურის სკოლაში …   გურია … სკოლა … მათემატიკის გაკვეთილი მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლის ათეულებს. -ბავშვებო, ათის მერე მოდის ოცი, მერე ოცდაათი, შემდეგ ორმოცი, აბა ვინ მეტყვის ორმოცის მერე რა მოდის? -წლისთავი მასწ. 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂     ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

მთავარია მოძრაობა …

მოძრაობა

“მიზანი არაფერია, მთავარია მოძრაობა”. დავით სარაჯიშვილი, 1848-1911 ამ 1 კვირის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკას ვესტუმრე. მიზანი: ქართველი ბიზნესმენების ფრთიანი გამონათქვამების მოძიება. ერთი საათი ვისაუბრეთ და ვიმუშავეთ კატალოგისტთან და არა მხოლოდ გზა დავსახეთ [ფრიად გრძელი], არამედ პირველი ნაბიჯებიც გადავდგი – მოვძებნე დავით სარაჯიშვილის რამოდენიმე ფრთიანი გამონათქვამი, რომელიც ახლოსაა ჩვენს თემასთან. ჰოდა მათ პერიოდულად შემოგთავაზებთ. და ეს ფრაზა კარგად ესადაგება იმას, რასაც მოძრაობა kar.ge …

განაგრძე კითხვა »

ქართული ჩიფსი FRIXX – დღე #8, 30 დღიანი გამოწვევა

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ერთად ვაწვებით ერთობლივ 30 დღიან გამოწვევას. და დღეს, მე-8 დღეს გთავაზობთ ქართულ კარტოფილზე დამზადებულ ქართულ ჩიფსს – FRIXX. სახლში დაბრუნებულმა ეს შესანიშნავი სამეული სახლთან მდებარე მარკეტში შევიძინე, სურათი გადავუღე, შევალამაზე და … მერე იქითკენ არ გამიხედია და მგონი უკვე აღარ იქნება გადარჩენილი, ბავშვები გააქრობდნენ … ქართული ჩიფსი FRIXX საქართველოში ქართული ჩიფსის დამზადების იდეა …

განაგრძე კითხვა »