ასკილის წვენი, BPC – დღე #7, 30 დღიანი გამოწვევა

ასკილის წვენი

დღეს ის შემთხვევაა, როცა მიუხედავად იმისა რომ ბევრი ვეცადე, ვერაფრით იმაზე კარგი ფოტოები ვერ გადავუღე ჩემს მიერ ნიკორას სუპერმარკეტში ნაყიდ ასკილის წვენებს – 01, 02 და 03-ს, ვიდრე მწარმოებელს ჰქონდა განთავსებული თავის ვებსაიტზე – http://bpc.ge. ხან კუთხე ვერ დავამთხვიე, ხან განათება და ამ წვალებაში ფოტოაპარატის ბატარეაც დამიჯდა … ჰოდა ამჯერად დავყარე ფარ-ხმალი და მწარმოებლის საიტიდან ავიღე უკეთესი ფოტოები. ოღონდ ჩემი შტრიხი …

განაგრძე კითხვა »

მიხოს გოგო თხოვდება …

გოგო თხოვდება

მიხოს გოგო თხოვდება. ქორწილის დღეა. გოგო ეძახის: -მამი, მამი! კაბაზე უკან ელვა გამეჭედა, მომეხმარე. მიხო მივა, უსწორებს და თან დააყოლებს: -ჰე, ჰეე … გაჭედვა ამაღამა ნახე შენა, ამაღამ! 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂   ** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

IWAG საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და შპს იმერეთი გრინერის ტრიუმფი

2015 წლის 5 დეკემბერს IWAG-ს მიერ ორგანიზებული მე-16 საახალწლო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა შედგა. აზრადაც არ მომივიდოდა თუ იქ ნაღდი ქართული წარმოების პროდუქტის გაყიდვაც მოხდებოდა. ამიტომ ერთის მხრივ ძალიან გამიხარდა დღეს რომ კომპანია „იმერეთი გრინერი“-ს წარმომადგენელმა ეს ამბავი მაცნობა და თან სურათები გამომიგზავნა [მადლობა ბნ. ნუკრი], ხოლო მეორეს მხრივ გული დამწყდა იქ რომ არ ვიყავი. ეს იყო ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს ტრადიციული, …

განაგრძე კითხვა »

ჩირკოლადი – დღე #6, 30 დღიანი გამოწვევა

ჩირკოლადი

ჩირკოლადი – ეს უნიკალური პროდუქტი რომ ჩვენი ერთობლივი გამოწვევის ფარგლებში არ შემომეთავაზებინა ჩემს თავს არ ვაპატიებდი. ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომელსაც ფასი კი ადევს, მაგრამ თუ მყიდველი ხარ და გადახდა შეგიძლია, თან ხარისხიანი ქართული პროდუქტი გინდა და თან საახალწლოდ ან სუფრაზე ან საჩუქრის სახით ხელის დამშვენება, ღირს გადახდა. იყიდება ყაზბეგის 20ა-ში, ყველის სახლში. 20-25 ლარი ღირს კილოგრამი, გააჩნია რომელს იყიდი. ასორტიმენტიც …

განაგრძე კითხვა »

რათა შვილო, რათა?!

-საყვარელო, ჩემს გამო სიგარეტს თავს დაანებებ? -კი, დავანებებ -დალევასაც? -კი, დალევასაც. -ხელფასსაც მე მომცემ სულ? -კი, მოგცემ სულ. -ყველაფერს შემისრულებ? -კი, შეგისრულებ. -ყველაფერს დამითმობ? -კი, დაგითმობ. -დედაჩემიც გეყვარება? -კი, მეყვარება. -ჩემს გამო სიცოცხლეს გასწირავ? -გავწირავ აბა რა ჩემ  * * * *  მინდა ეგეთი სიცოცხლე? 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

განაგრძე კითხვა »

CNN რეპორტაჟი: საქართველო ღვინის სამშობლო?

CNN-ზე გრძელდება საქართველოს შესახებ რეპორტაჟების სერია. ამჯერად CNN-ის ფოკუსში ქართული ღვინოა, ღვინის ტრადიცია, ქეიფი და რაც მთავარია ღვინის ისტორიაა. ძალიან ლამაზად გაკეთებული ვიდეოა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. https://www.youtube.com/watch?v=vZ51AY-p4ZU

განაგრძე კითხვა »

კოკლოზინა, აჭარული ბაქლავა – დღე #5, 30 დღიანი გამოწვევა

კოკლოზინა, აჭარული ბაქლავა - დღე #5, 30 დღიანი გამოწვევა

ჩემო კარგებო, არ დავიღლები და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი თითოეულ თქვენგანს, რომელიც ჩაერთო ჩვენს ერთობლივ 30 დღიან გამოწვევაში. მოდით ვაღიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი რამ დავივალეთ თითოეულმა ჩვენგანმა, აკეთო ეს მარტივი რამ ყოველდღიურად უკვე არის რთული. მიუხედავად ამისა ვიაზრებ რა რამოდენა საქმეს ვეჭირდებით ერთად, ეს ძალიან მამხნევებს, ძალიან. დღეს, გამოწვევის მე-5 დღეს რაღაც ისეთი მინდოდა, რომლის მსგავსიც არასოდეს გამიკეთბია kar.ge-ზე. …

განაგრძე კითხვა »

ქალბატონო, მოგვიკითხეთ …

გურიაში გაგონილებიდან … სიტუაცია ტრანსპორტში. ქალბატონი ხმამაღლა საუბრობს ტელეფონზე: -ალიოო, ნესტანი როგორაა? ტარიელი? ავთანდილი ხომ არ წასულა ინდოეთში? აა, თინათინი ჩამოვიდა? გვერდზე მდგომმა გურულმა: -შოთას თუ ელაპარაკებით ქალბატონო, მოგვიკითხეთ. :)))))))))))   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ქართველების დიდი გამარჯვება EUROBEST-ზე

ქართველების დიდი გამარჯვება EUROBEST-ზე

მოძრაობა kar.ge ულოცავს Leavingstone-ს ამ გამარჯვებას! ჯერ იყო და კანიდან ლომი ჩამოიყვანეს, ეხლა კი … ხუმრობა საქმე ხომ არაა … EUROBEST – ევროპის ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო ჯილდო … ნახეთ გამარჯვების წამები და მიიღეთ სიამოვნება ქართული გამარჯვებით 🙂     ბრავო გიორგი ავალიანი და ანა მიმინოშვილი!

განაგრძე კითხვა »

მწვანე ჩაი შემოქმედი – დღე #4, 30 დღიანი გამოწვევა

მწვანე ჩაი შემოქმედი

სურათს დააკვირდით …  ფოთოლია, ხედავთ? შეღებილი მტვერი კი არ არის როგორც ბევრი იმპორტული ჩაი? გასინჯეთ და დარწმუნდებით, რომ ამ სტატიაში დაწერილი ყოველი სიტყვა 100%–იანია! მე პირადად ჩაი შემოქმედი დაახლოებით 1 წლის წინ გავიცანი გამოფენაზე „აირჩიე ქართული“, რომელიც გუდვილში იმართებოდა. ჩაის ვაფასებ, დაყენებულ ჩაის ხომ საერთოდ და მით უმეტეს ქართულს. არ დაგიმალავთ და მწვანე ჩაის ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დავუმუღამე, მაგრამ …

განაგრძე კითხვა »