დღეს ისეთი ფოტოები მომივიდა, მათი გაუზიარებლობა დანაშაული იქნებოდა სამშობლოს წინაშე … და აი ისინიც … ქართული ხურმის ჩირები ჰოლანდიურ დახლზე … ნამდვილად საოცნებო მოვლენაა ნებისმიერი იმ ადამიანისათვის, რომელიც საქართველოში რამეს აწარმოებს და მომავალზე სერიოზულად ფიქრობს. გიორგი კოჭლამაზაშვილმა [კომპანია GeoFood] ქართული ჩირი შარშან ჰოლანდიაში პირველად შეიტანა. წელს კი უკვე მეორე, ხურმის ჩირის გაცილებით დიდი პარტის გაყიდვები ქალაქ Epe-ში მდებარე სუპერმარკეტ Jumbo …
განაგრძე კითხვა »4 წელიწადში 22,000,000,000+ USD-თი გაღარიბებული საქართველო
22 მილიარდ USD-ზე მეტი ფულის გადინება ბოლო 4 წელიწადში! 1,492 USD ღირებულების დოვლათის დანაკარგი თითო მოქალაქეზე 2015-ში! 5,5 მილიარდ USD-ზე მეტი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2015 წელს! ამ 1 კვირის წინ ზარ-ზეიმით გვახარეს, რომ Heritage Foundation-ის მიხედვით საქართველო თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ფაქტი დასაფასებელია, ამას დამნახავი დაინახავს მაგრამ … „მერე მე რა?“ – იკითხავს უბრალო მოქალაქე. ვუპასუხებდი, მაგრამ რაც გავიფიქრე …
განაგრძე კითხვა »მამა „განმანათლებელი“
შვილი ეკითხება მამას: -მამა, რატომ არის მთვარე ვარსკვლავებზე დიდი? -აბა რა ვი… -მამა, რატომ არის მზე ასეთი კაშკაშა? -აბა რა ვი… -მამა, დედამიწა რატომ ბრუნავს? -აბა რა ვი -მამა ხომ არ დაგღალე შეკითხვებით? -არა, არა, მკითხე შვილო, მკითხე. მე თუ არ აგიხსენი აბა სხვა ვინ რას აგიხსნის … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂
განაგრძე კითხვა »წამალი ეძებეთ, წამალი
“კაცს თუ სატკივარი აღმოაჩნდა, თავზე ხელი კი არ უნდა აიღოს, წამალი უნდა ეძებოს, რომ თავი მოირჩინოს”. დავით სარაჯიშვილი, 1848-1911
განაგრძე კითხვა »როგორ მოვატყუოთ მომხმარებელი? [“ინსტრუქცია” აფერისტი მეწარმეებისათვის]
როგორ მოვატყუოთ მომხმარებელი და „შევასაღოთ“ მას არაქართული წარმოების პროდუქცია [მაგალითად ჩინური, რუსული თურქული და ა.შ.] როგორც ქართული? ეძღვნება ღრუზინ ბიზ[მ]ესმენ იმპორტიორთა იმ უმრავლესობას, რომლებსაც ჩვენს ხარჯზე „კეთდება“ … საქართველოში მოქმედ აფერისტ მეწარმეებს შემოქმედებას ვერ დაუწუნებ, ვერც ფანტაზიას. აშკარაა, რომ ისინი გრძნობენ ბაზარს და კარგადა წველიან კიდეც. მეტი არაა ჩემი მტერი რომელიმე მათგანმა ეს ნაწერი წაიკითხოს, მაგრამ იმედი მაქვს ფხიზელი მომხმარებლები …
განაგრძე კითხვა »მოძრაობა kar.ge და ჩირკოლადი მაესტროზე საქმიან დილაში
არაკეთილსინდისიერი მომწოდებლები, დაულაგებელი ლოგისტიკა, პროდუქციის ხარისხის პრობლემები, მარკეტინგის მიუხედაობა, განათლების დეფიციტი … საიდან უნდა დაიწყო, როცა ამდენი დაბრკოლებაა, მაგრამ ექსპორტი მაინც გინდა? დიდი მადლობა საქმიან დილის მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომ 2015 წლის 27 იანვარს ჩირის ექსპორტის თემაზე პირდაპირ ეთერში საუბრის საშუალება გვქონდა. თავიდან არის ექსპორტთან დაკავშირებით რეპორტაჟი, შემდეგ კი 4:55-დან ვერთვებით სტუმრები … ქართული ბრენდ ჩირკოლადის წარმომადგენელი ბნ. გიორგი არწივიძე …
განაგრძე კითხვა »ჩინეთის ბაზრის დაპყრობა გრძელდება [ფხიზელი თავით]
ჩინეთის ღვინის ბაზარი უზარმაზარია. ამ მსუყე ბაზარზე კი ყოველმა მეათე ჩინელმა დღეში ერთი ყლუპი ქართული ღვინო რომ გადაყლაპოს ეს თითქმის 1 მილიონი ბოთლია დღეში. მთავარია როგორ გადავაყლაპოთ პირველი 🙂 ეხლა კი დავსერიოზულდეთ … ღვინის სააგენტომ უკვე მეორე ქართული ღვინის სახლი, ამჯერად ჟიჯანგის (Zhijiang) პროვინციის ქალაქ ლიშვეიში გახსნა. ღონისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური …
განაგრძე კითხვა »პანაშვიდზე იმერეთში
პანაშვიდზე იმერეთში: -ლობიო იყიდეთ? -ვიყიდეთ. -ბრინჯიც? -ბრინჯიც. -სულგუნი? -სულგუნი სამტრედიაში გავაბარეთ. -სალათი და ხიზილალა? -ორთავე იქნება. -ღვინო? -ღვინო გადასარევია, მარნიდან გამოვიტანეთ შეღავათიან ფასებში. -აბა, რაღა გატირებთ? 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! ქართული ინოვაციური თამაში – Warlock VR – 3D Jam 2.0 გამარჯვებულთა შორისაა!
უმაგრესი ამბავი მინდა გამცნოთ… ქვეყანა წინ მიდის და არა მხოლოდ ღვინის, თხილის და ა.შ. სფეროებში. ეს ინოვაციურ მიმართულებას ეხება, სადაც ბოლო 2 წლის მანძილზე საქართველოში GITA-ს თამადობით დიდი ამბები ხდება. მაგრამ მოდი ცოტა შორიდან შემოვუვლი, რომ უფრო გასაგები იყოს რამოდენა მნიშვნელობა აქვს ამ ერთი შეხედვით „მცირე“ წარმატებას. კომპიუტერი უკვე მრავალი ათწლეულია არსებობს. თავიდან მასთან ადამიანები მხოლოდ კლავიატურით ვურთიერთობდით, თუმცა შემდეგ მაუსი …
განაგრძე კითხვა »გურული ბებო მზესუმზირას ყიდის
გურული ბებო მზესუმზირას ყიდის სოფლის გზაზე. გაჩერდა უზარმაზარი შავი ჯიპი. ფანჯრიდან გოგო თავს გამოყოფს და ბებოს ეკითხება: -ბები ვისკი გაქვს? -კი, ნენა. -რომელი ვისკი გაქვს ბებო? -შენ რომელი გინდა ნენა? -ჩივას რიგალი გაქვს? -კი, ნენა. -ჯეკ დენიელსი? -კი ნენა, მაქვენ. -მეკაიფები ბებო? -მე დევიწყე, ნენა? 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »