გურული ბებია თაფლს ყიდის. მივა მეგრელი და ამუუსობს თითს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ … -იყიდე ნენა მაი თაფლი თუ გინდა. თუ არადა ნუ ურევ თითებს შით. -რა არი ქალ’ბატონო, ფუტკრის ნაქნარს იმადლები? -ნენა, რეიზა გადამრიე? ფუტკრის ნაქნარი რომაა იმიზა ვიმადლები თვარა ჩემი რამდენიც გინდა მიირთვი … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »სსსტც დელტა – უნიკალური გარღვევა საერთაშორისო მასშტაბით
სსსტც დელტას Facebook გვერდზე ისე კარგადაა ჩამოყალიბებული თემა, რომ სიტყვას ვერ ჩააგდებ, ასე რომ პირდაპირ მას ვაკოპირებ. დავამატებთ მხოლოდ, რომ სსსტც დელტა ეს არის ქვეყნის სიამაყე! კონტრაქტი ისეთი ქვეყნისგან, როგორიც საუდის არაბეთია … ჰოო … დიდი თემაა! სსსტც „დელტა“ საუდის არაბეთს სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის……………………..საუდის არაბეთი… Posted by სსსტც "დელტა" • STC Delta on Tuesday, January 26, 2016
განაგრძე კითხვა »[სამოტივაციო ვიდეო] საქართველოს მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები
ალბათ იცით, რომ სულ ცოტა ხნის წინათ 2015 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კი წლის სპორტსმენი გახდა. ეს სამოტივაციო ვიდეო კი სულ ცოტა ხნის წინათ გავრცელდა GeoWrestling-ის მიერ. სამოტივაციო ვიდეო მთელი მიმართულებაა. ძალიან მიხარია, რომ ეს 7 წუთიანი მასალა მართლა მაგარი გამოვიდა. წარმოდგენილია საქართველოს ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მანუჩარ კვირკველია, რომან რურუა, ლევან თედიაშვილი, ლუკა კურტანიძე, რამაზ …
განაგრძე კითხვა »გრძეეეელი პრასი
სვანი და გურული სადილობენ. უცებ სვანი სუფრიდან ყველაზე გრძელ პრასს აიღებს, გადაკეცავს, კიდევ გადაკეცავს, კიდევ გადაკეცავს, კიდევ … მერე მარილში ჩაუწებს და ძლივს ჩაიტენის პირში. გურული უყურებს ამ პროცესს და ეუბნება: -ძამა, მალე დაღეჭე, თვარა თუ გაგეშალა, ხო აგხადა თავის ქალა … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »ქინძმარაული, ხვანჭკარა, ალაზნის ველი New Jersey-დან. ქართულია კი?
კარგია, როცა ქართულ ბრენდებს უცხოეთის დახლებზე ხედავ, მაგრამ მთლად კარგი ვერაა, როცა ვერ ხვდები მართლა საქართველოდანაა გატანილი თუ არა. დიდი მადლობა ბნ. როინ როინიშვილს ამ ფოტოების მოწოდებისათვის. ბნ. როინი აშშ-ში ცხოვრობს და ეს ფოტოებიც იქედანაა, კონკრეტულად კი New Jersey-ს ქალაქ Clifton-დან. „თქვენ გვერდზე ვხედავ ხოლმე ასეთ გადაღებულ სურათებს და მაგიტო გიგზავნით იქნებ ჭეშმარიტების პოვნაში დაგვეხმაროს. მე ეჭვი მეპარება, რომ საქართველოდან …
განაგრძე კითხვა »ეს არის ტექნოპარკი ბიძია-ბაბუა!
ტექნოპარკი – ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე ინოვატორებისათვის! ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც ისტორიულ ძვრებს მოახდენს საქართველოში! ეს არის … მოკლედ ნახეთ … ტექნიპარკს რა ხალხი სტუმრობს იცით? საინტერესო მომავალი “დადგა” თბილისში … როგორ ფიქრობთ, გამოზრდის მილიონრებს თბილისის ტექნოპარკი?
განაგრძე კითხვა »მარო მიხოს გაეკეკლუცა
მარომ იყიდა ყველანაირი გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური საშუალება, გაიკეთა მაგარი მაკიაჟი და მიხოს გაეკეკლუცა. -მიხო, რომ არ მიცნობდე, რამდენ წელს მომცემდი? -სახით ოცსა, თმითა თვრამეტს, აი ტანითა კიდენა სულაც თექვსმეტს -ჰოდა, მოდი მიხო, მაგ ოქროი სიტყვებინა უნდა დაგაჯილდოვო. -მაიცა ქალო, ბოლო პასუხი არ მითქვამს, ეგრე უცებ ვერ მივუმატე ყველაფერი ერთმანეთსა 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »რომელი ქართული კომპანიები მონაწილეობენ ბერლინში International Green Week-ზე?
დაახლოებით თვენახევრის წინ პოლონეთიდან ქართველები დამიკავშირდნენ შეკითხვით, თუ როგორ მოხვედრილიყვნენ თავისი კომპანიით International Green Week-ზე ბერლინში. მე პასუხი არ ვიცოდი, სამწუხაროდ ვერაფრით დავეხმარე. არც ის ვიცოდი ვისთვის მეკითხა … სამწუხაროდ … თუმცა უკვე ვიცი. ძალიან მახარებს, როცა საქართველო მსგავს ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას, მაგრამ მართლა მაინტერესებს როგორ მოხვდა 14 ქართული კომპანია International Green Week-ზე ბერლინში? რა კრიტერიუმებით არიან არჩეულები? ან როგორ …
განაგრძე კითხვა »ბუზი განცხრომაში
კაცი სასადილოში შედის და ოსტრს მოითხოვს, რომელსაც მეგრელი ოფიციანტი უცებ მიურბენინებს ცოტა ხანში ისმის ხმა: -ოფიციანტ! -რა გნებავთ ბატონო? -ხომ ვერ მეტყვით რას აკეთებს ეს ბუზი ჩემს თეფშში? -ჩემი აზრით, ზურგზე ცურვას სწავლობს, ბატონო … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »5 ქვეყანა, საიდანაც დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი USD გადმოირიცხა
ეროვნული ბანკის მონაცემებით 2014 წელს საქართველოში საზღვარგარეთ მყოფი ჩვენებურების მიერ 1.44 მილიარდი USD ჩამოირიცხა. 2015 წელს კი მხოლოდ 1,08 მილიარდი USD. ნეტა რატომ? საქართველოს განვითარების ჭაპანს დღეს სამი ვეება ხარი მიათრევს, რომლებიც ერთ უღელში არიან შებმული: 1) ტურიზმი, 2) პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 3) საზღვარგარეთ მომუშავე ჩვენებურების გადმორიცხვები. შარშანდელი მონაცემებით პირველი მოსუქდა, მეორეც, ხოლო აი მესამე კი პირიქით. ამის ძირითადი მიზეზი …
განაგრძე კითხვა »