ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

აპლიკაცია Appollo – აუდიო ზღაპრები თქვენი ბავშვებისათვის

2 დღის წინ გავიგე ამ აპლიკაციის შესახებ. მაშინვე ჩამოვტვირთე და დავტესტე … უფრო სწორად პირველ რიგში ჩემს მე-6 კლასელ ქალიშვილს [მიზნობრივ აუდიტორიას] გადავეცი გასატესტად … აქო და აქო … მოეწონა დასურათება, გახმოვანების მაღალი დონე და კიდევ სიმარტივე. ეს რომ მოვისმინე მეც დავაყენე და დავრწმუნდი, რომ ბავშვი ნამდვილად ადექვატურად აფასებდა რეალობას. მართლა მაგარი აპლიკაცია ყოფილა.

Appollo პირველი აპლიკაციაა, რომელიც თავს უყრის ქართულ ენაზე პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპრებს. ამ კუთხით იყო მცდელობები, თუმცა პირველი განსხვავება ისაა, რომ თითო ზღაპრისთვის იწერებოდა ცალკეული აპლიკაცია, რაც საკმაოდ მოუხერხებელია მომხმარებლისთვის. ასევე ზოგიერთ აპლიკაციას ჰქონდა თამაშის, და არა იმდენად ზღაპრის მოსმენის ხასიათი. მე პირადად დავტესტე სხვა აპლიკაციებიც, მაგრამ Appollo მაინც სულ სხვაა …

კომპანიის წარმომადგენლის, ქ-ნ მარიამ ქავთარაძის თქმით – „აპლიკაცია უნიკალურია იმ მხრივაც, რომ პირველი აუდიო ბიბლიოთეკაა ქართულ ბაზარზე. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ბავშვის ჯანსაღი განვითარებაა“.

როგორ მოვისმინოთ აუდიო ზღაპრები ანდროიდის ოპერაციული სისტემის ტელეფონში?
[მხოლოდ ანდროიდზეა აპლიკაცია ჯერჯერობით]

  1. შევიდეთ Google Play-ზე სმარტფონიდან
  2. დავძებნო Appollo. ჩემთან მეორე ადგილზე ამოვარდა ძებნისას [დააკვირდით ლოგოს]
  3. ჩამოვტვირთოთ, დავაყენოთ
  4. გავხსნათ და ჩამოვტვირთოთ პირველი უფასო ზღაპარი
  5. შემდეგ კი შეგიძლიათ 5 ქართული ზღაპარი შეიძინოთ 4.99 ლარად და 5 უცხოური იგივე ფასად [ხუთ-ხუთად იყიდება]. გადახდაც ადვილია, პირდაპირ საგადახდო სისტემაში გადაყავხარ. ფასი ვფიქრობ ადექვატურია იმისა, რა სარგებელიც მოაქვს ასეთი მოხერხებულ აპლიკაციას 🙂

ჯერჯერობით სულ 10 ზღაპრის შეძენა შეიძლება, მაგრამ აპლიკაციის შემქმნელებს თუ დავუჯერებთ მალე წამოვა და წამოვა :). ჯერჯერობით სისტემაშია შემდეგი ქართული აუდიო ზღაპრები: ცეროდენა, ლომი და კურდღელი, მელა მამალი და ჩიტი, მატყუარა მკითხავი, მეფე და მსახური. უცხოური ზღაპრები კი: კუ და კურდღელი, ოქროს ჩიტი, პრინცესა მუხუდოს მარცვალზე, სამი ფორთოხალი, ჯიუტი სპილო

აი როგორი შეგრძნება გეუფლება იცი?
თვალის ხომ დახუჭავ და ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდები …
ზუსტად ასეთი …
გამოსცადეთ …