ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

2 რჩევა ეკონომიკაზე კორონავირუსის ? დამანგრეველი გავლენის შესამცირებლად: 1 მთავრობას, 1 მოსახლეობას

⚠️ საქართველოში ტურიზმის 3.5 მლრდ USD მოცულობის ინდუსტრიას 250,000-მდე დასაქმებულით საფრთხე ემუქრება!!!

მზერა ჯერჯერობით მხოლოდ სასტუმრო სექტორისკენაა, რომელმაც კარგად იცის როგორ “დაიჩივლოს” და ვისთან. თუმცა ტურიზმის ინდუსტრიაში ბევრი სხვა მოთამაშეცაა … მძღოლიდან დაწყებული რომელმაც მანქანა ტურისტების მომსახურების მიზნით სესხით იყიდა, მეღვინით დამთავრებული რომელმაც ტურისტების მიღების მიზნით მარანი სესხით გააკეთა. იმათ რა ეშველებათ? საქართველოს ეკონომიკას რა ეშველება თუ იგი ვალუტის ამოდენა ინექციას ვერ მიიღებს?

☝️ რჩევა მთავრობას:
სახელმწიფო შესყიდვებისას უპირატესობა მიანიჭეთ ქართულ ნაწარმს … ახლა მაინც … დროებით მაინც! გინდ კანონი შეცვალეთ, გინდ “კულუარულად ჩასჩურჩულეთ” საჭირო ხალხს. ის პროდუქცია, რომელსაც ტურისტები ვერ მოიხმარენ წელს თუ არ გასაღდა, ჯერ მწარმოებლებს / ფერმერებს დაუდგებათ ცუდი დღე, შემდეგ უკვე თქვენ (არჩევნებზე).

☝️ რჩევა მოსახლეობას:
იყიდეთ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! სადაც კი შესაძლებელია! წელს შესაძლოა 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შემოსავალი ვერ მივიღოთ ტურიზმიდან. ნუ დავუმატებთ ამ “ზარალს” თქვენს მიერ იმპორტულ პროდუქციაში გადახდილ ფულს, რომელიც ჯერ ლარის კურსს გააფუჭებს, შემდეგ ინფლაციას “გააჭენებს”, შემდეგ კი ქვეყნიდან გაედინება!

✍️ დაამატეთ თქვენი რჩევები ქვემოთ ?