ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

როგორ დაანგრევს ქართველ გლეხს / ფერმერს ბელორუსული რძის პროდუქტების წარმოების საქართველოში გახსნა?

ნახეთ ხომ ბოლო ინფორმაციები (ეს, ეს, და ეს მაგალითად)?

ფაქტი 1: ბელორუსულ რძის პროდუქტებს საქართველოში ბევრი ჰყავს დამფასებელი, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ბელორუსული მარკეტების ქსელების გახსნამაც შეუწყო ხელი. ხარისხს არაფერი დაეწუნება, არც ფასს (როგორც ამბობენ).

ფაქტი 2: საქართველოში რძის წარმოება ცუდ დღეშია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მცირე მასშტაბების გამო თვითღირებულება ძალიან მაღალი გამოდის. ეგ კიდევ რა, წარმოების მოცულობები არ არის საკმარისი ბაზრის დასაკმაყოფილებლად.

ფაქტი 3: ბაზარი ითხოვს რძეზე დამზადებულ პროდუქციას და მზადაა ამაში გადაიხადოს კიდეც.

რა მოხდება ბელორუსული რძის პროდუქტების წარმოების გახსნის შედეგად?

  1. წარმოება ცხადია ნედლეულ რძეს შემოიტანს ბელორუსულს, რომლისგანაც შემდეგ საქართველოში აწარმოებს რძის პროდუქტს;
  2. შემოტანილი იაფი რძით (რომელიც უნდა ვივარაუდო, რომ ხარისხიანიც იქნება) საქართველოში შეიქმნება პროდუქცია ძირითადში ადგილობრივი ბაზრისთვის;
  3. ეს დააკმაყოფილებს რძის პროდუქტებზე მზარდ მოთხოვნას, რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი მიწოდება (და კიდევ კარგა ხანი ვერ დააკმაყოფილებს);
  4. ამ წარმოებას მასშტაბი ექნება ისეთი, რომ კარგ თვითღირებულებასაც დააჯენს (ჯიბეში ჩაისვამს ბევრ ადგილობრივ მწარმოებელს);
  5. დაიძირება ბევრი ადგილობრივ კონკურენტი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც რძეზე არ მუშაობენ (ეს სულაც არაა ცუდი);
  6. ადგილობრივო მერძევე ფერმერებო, ვწუხვარ, მაგრამ დაემშვიდობეთ რძეზე ფასის მომატებას. ბევრი თქვენგანს შეიძლება დახურვაც კი მოუწიოს;
  7. ასევე დაემშვიდობეთ გაფართოვების რაიმე შანსს გარდა მეხორცული მიმართულებისა. აქ იმის შანსი მაინც არის, რომ ხორცი რომ გაძვირდება (დაა გაძვირდება ჩემი აზრით), მეხორცულ მიმართულებას მაინც ექნება აზრი;

დიდი ამბები იქნება …