ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რატომ ვერ დაცლის CORONAპანიკა საქართველოს სუპერმარკეტების დახლებს?

ნახეთ ხომ ზოგიერთ დიდ ევროპულ და აზიურ ქალაქში პანიკური შესყიდვების შედეგად როგორ დაცარიელდა დახლები? ჩვენთან ეს არ მომხდარა. და არც მოხდება!

აგიხსნით რატომაც:

ამ ე.წ. “განვითარებული” ქვეყნების სავაჭრო ქსელები არიან უკიდურესად კონსოლიდირებულები (დიდებმა უკვე ჩაყლაპეს მცირეები), ოპტიმიზებულები (უკიდურეს ცენტამდე აქვთ შემცირებული ხარჯები) და დარგში კონკურენცია თითქმის არ აქვთ. მათი ეს “სიძლიერე” (დიახ, ზოგან სიძლიერედ ითვლება ეს მდგომარეობა), დღეს იქცა დიდ სისუსტედ. ერთი მცირე პანიკა და დახლები დაუცარიელდათ ვაშინგტონიდან დაწყებული ჰონგ-კონგით დამთავრებული. თან მომარაგებაც არაა ადვილი, ვინაიდან მიწოდების არხები “ხროტინებენ” ძალიან ბევრი წარმოების დროებით დახურვის და/ან მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო.

საქართველოში კი უმძაფრესი კონკურენციაა ქსელურ და არაქსელურ ჰიპერ / სუპერ / უბნი მარკეტებს შორის (დედა შვილს არ აიყვანს), დარგში მოთამაშეთა რაოდენობა ძალიან ბევრია (სრული ბარდაგია პირდაპირ ვთქვათ) და პროდუქციით მომარაგების არხიც ძალიან ბევრია (უამრავი დისტრიბუტორია, ქსელებს ცალკეც შემოაქვთ პროდუქცია). და სწორედ ჩვენი ეს “სისუსტე” იქცა დიდ სიძლიერედ ამ კრიტიკულ ვითარებაში! ქართული სავაჭრო ობიექტების დახლებს ვერანაირი პანიკა ვერ დაცლის!

ასე რომ, საჭირო არაა პროდუქციის 3 თვის მარაგების შექმნა 🙂