ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ანონსი: ოცნებობთ მოინახულოთ სამხრეთ კორეა? აჰა თქვენ უნიკალური შანსი …

WORLD-OKTA და მოძრაობა KAR.GE-ს ხელმძღვანელობითა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წელს უკვე მეოთხედ ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო ექსპოზე. IFFE 2019 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბერის ჩათვლით ტარდება (ნახეთ 2018, 2017 და 2016 წლებში IFFE-ში ჩვენი მონაწილეობის ანგარიშები).

ჩვენ (მინიმუმ ხუთი ადამიანი) გავფრინდებით 5 დღიანი ღონისძიების დაწყებამდე 2 დღით ადრე და გამოვფრინდებით ღონისძიების დასრულებიდან 2-3 დღის შემდეგ. ჯამში ეს იქნება კორეაში ყოფნის 8-9 დღე (ზუსტი თარიღები გაირკვევა ავიაბილეთების შეძენის მომენტში).

თუ თქვენ ოცნებობთ ეწვიოთ სამხრეთ კორეას, მაშინ შანსი გაქვთ სწორედ ეხლა … გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, იმოგზაუროთ კორეის რესპუბლიკაში და მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო ექსპოში, სადაც ერთად წარვადგენთ ქართულ ნაწარმს (2018 წელს ჩვენთან იყო K-POP ფესტივალის გამარჯვებული გუნდის წევრი 3 გოგონა, რომელთაც უკვე მიიღეს დაუვიწყარი გამოცდილება).

გასათვალისწინებელია შემდეგი:

1. თქვენი გადასახდელი იქნება ავია ბილეთის ხარჯი, რომელიც მიახლოებით 800 USD შეადგენს და ასევე ხარჯი, რომელსაც პირადი შეხედულებით გასწევთ მგზავრობის პერიოდში ექსპოს დღეების მიღმა პერიოდში

2. ექსპოს 5 დღიან პერიოდში სასტუმროს, ტრანსპორტირების, კვების ხარჯები დაიფარება ორგანიზატორთა მიერ. ექსპოს პერიოდის მიღმა დღეებში ეს ხარჯები არის თქვენი

3. თქვენ იქნებით საერთაშორისო ექსპოში მონაწილე ქართული დელეგაციის სრულფასოვანი წევრი, თუმცა შეგიძლიათ სურვილისამებრ მოსწყდეთ ჯგუფს და დრო გამოიყენოთ თქვენი შეხედულებისამებრ

ვიზის და სხვა საორგანიზატიო საკითხების თაობაზე ვიზრუნებთ ჩვენ World-OKTA-ს დახმარებით. თქვენზე იქნება მხოლოდ თავის დროზე სათანადო საბუთების მომზადება.

ეს შესაძლებლობა სულ არის 3 ადამიანისთვის! ეს არ არის კონკურსი. ეს ჩვენი კეთილი ნებაა ოცნება ავუსრულოთ რამოდენიმე ადამიანს მით უმეტეს, როცა ეს შეგვიძლია.

დაინტერესებულთ გთხოვთ დამიკავშირდეთ პირადად მე, ტარიელ ზივზივაძეს – 577 73 79 64.