სიახლე

გგონიათ ეს ფოტო რამე კარგზე მეტყველებს?

ფოტო

ერთი შეხედვით უწყინარი ფოტოა, მაგრამ თუ დააკვირდებით ნათლად ჩანს ჩვენი მწარე რეალობა. დღეს ფრესკოში „ლაშქრობის“ დროს შემთხვევით გადავაწყდი ამ ბანერს. ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდებოდა სხვა მსგავსი ტიპის ბანერებს, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი 90-იანები გამახსენდა, როცა პური, შაქარი და ძმანი მისნი ტალონებით იყო. მეც გამივლია პურის გრძელი რიგების დრო, როცა გვიან ღამით უკვე რიგში უნდა მდგარიყავი საიმისოდ, რომ დილით პურის ტალონით …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: იგეგმება ტანსაცმლისა და აქსესუარების ინტერნეტ მაღაზიის გაკეთება

ონლაინ გაყიდვა

ანონსი: ინფორმაცია მათთვის, ვისაც აქვს სათანადო პროდუქტი და ინტერესი აქვს ინტერნეტ გაყიდვებშიც სცადოს ბედი. დამიკავშირდა ჯგუფი, რომელიც გეგმავს გააკეთოს ტანსაცმლისა და აქსესუარების ინტერნეტ მაღაზია! როგორც ორგანიზატორებმა ამიხსნეს მეწარმეს შეუძლია დარეგისტრირდეს, დაამატოს თავისი პროდუქცია და მართოს საკუთარი მაღაზია ონლაინ! როგორც ამბობენ ეს იქნება ყველაზე კომფორტული, მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი, უფასო მიტანის მომსახურებითა და გადაცვლა/დაბრუნების სერვისით. პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართება 16 მაისს, 16:00 საათზე. …

განაგრძე კითხვა »

გამოფენა – აწარმოე საქართველოში, ფოტომიმოხილვა

აწარმოე საქართველოში

დილის იმედგაცრუების შემდეგ შუადღეზე ისევ მივედი გამოფენაზე – აწარმოე საქართველოში და რაც ვნახე უკვე მომეწონა. დეტალებში წასვლას ამ სტატიაში არ ვაპირებ, მხოლოდ ფოტომიმოხილვას შემოგთავაზებთ. წარმოდგენილი პროდუქტების უმრავლესობას ვიცნობდი, ზოგს არა. ზოგი შევიძინე კიდეც, ერთიც მაჩუქეს [ეტყობა მიცნეს, მადლობა მათ] და ამ დღეებში მათ მიმოხილვასაც შემოგთავაზებთ. იქვე მყოფი ჩემი თვალით ვუყურებდი როგორ იყიდებოდა პროდუქცია და კიდევ ერთხელ და მრავალჯერ შევუკურთხე ელიას …

განაგრძე კითხვა »

აწარმოე საქართველოში – მინი PR გამოფენა

აწარმოე საქართველოში

ქართველებმა დილით ადრე მხოლოდ ხაში ვიცით? ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამ დილით პარლამენტის წინ „აწარმოე საქართველოში“ გამოფენაზე მისულს. გუშინ გავიგე, რომ ყოფილი პარლამენტის წინ მინი გამოფენა კეთდებოდა. მივედი დღეს, ვიფიქრე რამეს ვნახავ მეთქი და ჩამივარდა კოვზი ნაცარში … როგორც ჩანს 09:30 ნამეტანი ადრეა ქართველი მწარმოებლებისათვის, რომ საქმიანობა დაიწყონ … 16 სტენდიდან 3 იყო გაშლილი დილის 10:00-თვის, ერთ ამდენი გაწყობის …

განაგრძე კითხვა »

ახალი ღვინის ფესტივალი – kar.ge ფოტომიმოხილვა + ვიდეო

ახალი ღვინის ფესტივალი

ახალი ღვინის ფესტივალი უკვე მეექვსედ ჩატარდა, ამჯერად 2015 წლის 9 მაისს. ცხადია რაც ქართულია & kar.ge-ა არ გამოვტოვებდი ღონისძიებას, რომელსაც მრავალი ათასი ადამიანი ეწვია. სურათების დიდი ნაწილი ჩემი გადაღებულია, თუმცა ნაწილის ავტორი პროფესიონალი ფოტოგრაფი – შალვა ჯანიაშვილია.   დედა ენის ბაღში მივედი დაახლოებით 12:00. უკვე დაწყებული იყო დეგუსტაციაც, ჭამაც, სმაც და მოლხენაც ხალხი ყველგან ბლომად იყო. აბსოლუტურად ყველა დახლთან, მიუხედავად …

განაგრძე კითხვა »

სოციალური კამპანია – „ნუ დაწერ შენს სახელს კედელზე“

სოციალური კამპანია

პროვოკაციული სოციალური კამპანია, რომელიც პრობლემისადმი ყურადღების მიქცევას ემსახურება … ჩემი აზრით სწორედ ესაა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი ამ პროვოკაციული რგოლის მიზანი. kar.ge თემატიკასთან პირდაპირი კავშირი არ არის, მაგრამ გადავწყვიტე რამოდენიმე სიტყვა ვთქვა ამ თემაზეც. street art – სერიოზული ბიზნესია მთელს მსოფლიოში. ერთის მხრივ კედლის მხატვრობას და ამ მიმართულებით „გაქანებულ გონებას“ პატივს ვცემ. მომწონს განსხვავებულად გაკეთებული განსაკუთრებულობები. ამ მხრივ განსაკუთრებით …

განაგრძე კითხვა »

9 მაისს ახალი ღვინის ფესტივალზე მოხვალ?

ახალი ღვინის ფესტივალი

ახალი ღვინის ფესტივალი – ყოველწლიური ღონისძიება, სადაც წელს 60-მდე დიდ კომპანიის, დაახლოებით ამდენივე საოჯახო მარნის ათობით სხვადასხვა ღვინო შეგიძლიათ დააგემოვნოთ, ჩატარდება დედა ენის ბაღში. ამ სფეროში მე ამაზე მეტი მასშტაბური ღონისძიების შესახებ საქართველოში არაფერი ვიცი. დეტალური ინფორმაცია ნახეთ ამ ბმულზე. შარშან იგივე ღონისძიება ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა. მაშინ ისეთი მრავალსტუმრიანობა იყო გზა მანქანებს ვერ იტევდა და მუზეუმი ხალხს. იმედია წელსაც ასე …

განაგრძე კითხვა »

ნუთუ ეს მარაზმი რეაქციის გარეშე გავატაროთ?

მარაზმი

მსგავსი ადრე თუ გვიან რომ მოხდებოდა ვიცოდი, ამიტომ … გუშინ დილით ადრე ბავშვებისთვის ერთ-ერთი არც თუ ისე უცნობი ქართული კომპანიის წარმოებული ორი სხვადასხვა არომატის იოგურტი ვიყიდეთ ოჯახში. შესყიდვა მოხდა ჩვენს სახლთან მდებარე მარკეტში. ცხადია ბავშვებმა ეგრევე წაგვგლიჯეს ხელიდან და … თუმცა … ერთი აღმოჩნდა მეტად უსიამოვნო სუნის. აშკარად გაფუჭებული იყო [ოღონდ ვადაგასული არ იყო] … ბევრი მსგავსი ისტორია ვიცი. ზოგი …

განაგრძე კითხვა »

დამბალხაჭოობა! ყველის სახლში! 18-19 აპრილს!

დამბალხაჭოობა

ანონსი: 18-19 აპრილს შანსი გაქვთ თბილისში დააგემოვნოთ და შეიძინოთ უნიკალური ფშავური დამბალხაჭო. ამ დიდებული დღეების ორგანიზატორები არიან შპს სანათას სახლი და ყველის მკეთებელთა გილდია. მასპინძელი – ყველის სახლი [ყაზბეგის 20ა]. დამბალხაჭო საერთოდ გაგისინჯავს? ეს შეკითხვა პირველად ჩემს თავს ამ ერთი თვის წინ დავუსვი, როცა პირველად დავაგემოვნე ეს საოცრება. არ ვიცი როგორ მზადდება [დამავიწყდა], მაგრამ ჩემი გემოვნების რეცეპტორებს გეფიცებით არაყთან და წითელ ღვინოსთან …

განაგრძე კითხვა »