რით იყო გამორჩეული ეს დღე? ერთის მხრივ უპრეცედენტო მობილიზაცია, გვერდში დგომა და ერთსულოვნება … ზოგი მუშაობს ნიჩბით ზოგიც ხერხით ზოგიც ურიკას დააგორებს ზოგს სასმელი და საკვები მიაქვს ზოგი ფულს რიცხავს ზოგს ტანსაცმელი მიაქვს ზოგი უფასოდ ემსახურება ხალხს თავისი მანქანით ზოგი იმაზე ბრაზდება, რატომ არ უშვებენ მოხალისედ მისახმარებლად ზოგმა ბანკეტი გადადო და ფული დახმარების ფონდებში გადარიცხა ზოგმა ბიზნესმა ფული ჩარიცხა, ზოგიც …
განაგრძე კითხვა »სიახლე
13ivnisi.ge – ვიზუალურად დაგანახეთ ვის, სად და რა სჭირდება … მაგარია!
სტიქიის დღიდან ვცდილობდი ერთიანი სურათი წარმომედგინა, თუ სად რა ხდებოდა, ვინ აკეთებდა და ა.შ. რამოდენიმე ჯგუფს ვადევნებ თვალყურს, სადაც მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ ხომ იცით “ტყემლით მაინც სულ სხვაა” … ანუ ვიზუალიზაცია RULEs დღეს გაეშვა ეს საიტი – 13ivnisi.ge დააწკაპუნეთ და მიხვდებით ყველაფერს …
განაგრძე კითხვა »16 ივნისის ფოტოკოლაჟი
მთელი დღე თუ სადმე რამე განსხვავებულ ფოტოს წავაწყდი, რომელიც რაღაც კუთხით არის მნშვნელოვანი და მიმდინარე მოვლენებს ასახავს შევკრიბე, საუკეთესო 20-ეული ამოვარჩიე და აქ დავდე. დიდი მადლობა ყველას, ვინც რაღაცას აკეთებს საერთო დიდი საქმისთვის!
განაგრძე კითხვა »ძალა ერთობაშია! 15 ივნისის გმირები
დღევანდელი დღე ფოტოებში … 66 ფოტოში ნაჩვენები ერთიანობა, გატანა, თავდადება, ქალი, კაცი, ბავშვი, ქართველი, უცხოელი, ოფისის თანამშრომელი, ბაიკერი, მაშველი, სამხედრო, სტუდენტი, მოსწავლე, თანადგომა, გული, სული და საქმე! ხვალისთვის გთხოვთ გაითვალისწინეთ შემდეგი: არ გახვიდეთ ქალაქში საკუთარი მანქანით განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე. ამით თქვენ განმუხტავთ საცობს და ირიბად მაინც მიეხმარებით მოხალისეებს. ძალიან ბევრი მოხალისე იყო დღეს ყველგან, მაგრამ ვერ აწვდიდნენ ინვენტარს, წყალს, ნიჩბებს და …
განაგრძე კითხვა »არ გახვიდე ქალაქში საკუთარი მანქანით …
დილიდან ვაკვირდები სამაშველო გაერთიანებების ინტერნეტ გვერდებს … მოხალისეც ბევრია, ინვენტარიც, წყალიც … მაგრამ ვერ მიაქვთ დროულად საცობების გამო … თვითონ გამოვცადე ეს საცობი დილიდან ამიტომ, გააკეთეთ კეთილი საქმე … არ გახვიდეთ ქალაქში საკუთარი მანქანით განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე. ამით თქვენ განმუხტავთ საცობს და ირიბად მაინც მიეხმარებით მოხალისეებს. ძალინ ბევრი მოხალისეა, მაგრამ ვერ აწვდიან ინვენტარს, წყალს, ნიჩბებს და ა.შ.
განაგრძე კითხვა »ეს დღე გმირებისაა … გმირი ადამიანების …
ვუყურებ ამ ემოციურ ფოტოებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები … რომ დღეს ყველაზე დიდი გმირი უბრალო ადამიანია! ამიტომ ვართ ჩვენ გამარჯვებული ხალხი! ამიტომ ვერ მოგვერევა ჩვენ ვერცერთი სტიქია … ძალა ერთობაშია!
განაგრძე კითხვა »სიცოცხლეზე ვიფიქროთ პირველ რიგში …
დილიდან ბევრი რამ მესმის და ვხედავ … უკვე დაიწყო მსჯელობები როგორ უნდა გაკეთებულიყო ვერეს არხი და არ გააკეთეს … როგორ არ უნდა გაკეთებინათ მილი … როგორ უნდა გადაეტანათ ზოოპარკი და არ გადაიტანეს … როგორ არ დაუჯერეს პროფესიონალებს გზის დაპროექტებისას … ან რა უნდოდა საერთოდ იქ გზას … რატომ დახოცეს ცხოველები … და ჯერ სადაა .. ეს არ იყო უბრალოდ …
განაგრძე კითხვა »ანონსი აგროქართლი – ფერმერთა მომსახურების/მექანიზაციის ახალი სერვის ცენტრი გორში
2015 წლის 16 ივნისს 13:00 შიდა ქართლის რეგიონში ქ. გორში USAID/REAP გეგმავს ახლად დაარსებული ფერმერთა მომსახურების/მექანიზაციის სერვის ცენტრის – შპს აგროქართლი -ს გახსნის ცერემონიალს. მისამართი: ცხინვალის გზატკეცილი # 2, ქ. გორი. შპს ”აგროქართლი“-ს მიზანია USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტთან თანამშრომლობით ახალი სერვის ცენტრის დაარსება, რომელიც მოემსახურება 9,000 ადგილობრივ ფერმერს და ხელს შეწყობს მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას. USAID/REAP-ს …
განაგრძე კითხვა »საქართველო >> ევროპა, ნატო და ა.შ.
ეს მასალა უკვე მეორე კვირაა მზად მაქვს და როგორც იქნა მოვიდა მისი დრო. უბრალოდ არ მინდოდა ეს ნამუშევარი დააკარგულიყო. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – ასეთი გრძელი და თითქოს უინტერესო სახელი და ამ დროს 26 მაისს რუსთველზე ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური <არ ვიცი ამას რა ჰქვია> ექსპოზიციის მქონე სახელმწიფო სტრუქტურა. დაათვალიერეთ თქვენც და ისიამოვნეთ … …
განაგრძე კითხვა »ქობულეთი, 25-29 ივნისი, ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა
ანონსი მეწარმეებისათვის … და მათთვის ვინც 25-29 ივნისს ქობულეთში იქნება … 2015 წლის 25-29 ივნისს ქობულეთში იმართება საქართველოში წარმოებული პროდუქციის, მათ შორის ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების მხარდამჭერია ქობულეთის გამგეობა. კომპანიებისათვის მონაწილეობა უფასოა. მომსახურებაში შედის უფასო საგამოფენო დარბაზი და სავაჭრო მაგიდა. გამოფენა-გაყიდვის მიზანია ხელი შეუწყოს მცორე მეწარმეებს მოახდინონ საკუთარი წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და გაზარდონ გაყიდვები. გამოფენაზე მოხდება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, ახალი …
განაგრძე კითხვა »
KAR.GE