ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სოციალური კამპანია

სოციალური კამპანია – „ნუ დაწერ შენს სახელს კედელზე“

პროვოკაციული სოციალური კამპანია, რომელიც პრობლემისადმი ყურადღების მიქცევას ემსახურება … ჩემი აზრით სწორედ ესაა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი ამ პროვოკაციული რგოლის მიზანი. kar.ge თემატიკასთან პირდაპირი კავშირი არ არის, მაგრამ გადავწყვიტე რამოდენიმე სიტყვა ვთქვა ამ თემაზეც.

street art – სერიოზული ბიზნესია მთელს მსოფლიოში. ერთის მხრივ კედლის მხატვრობას და ამ მიმართულებით „გაქანებულ გონებას“ პატივს ვცემ. მომწონს განსხვავებულად გაკეთებული განსაკუთრებულობები. ამ მხრივ განსაკუთრებით აღვნიშნავდი Caucasus Online-ის მიერ რამოდენიმე თვის წინ თბილისის კედლების მოხატვას, რისთვისაც სპეციალისტები მოიწვიეს [BRAVO CO!].

თუმცა ხშირად „ქართული ნაციონალური“ street art სამ ასო-ბგერაზე დაიყვანება. ძალიან არ მომწონს ქუჩის კედლებზე დატოვებული გონებაშეზღუდულთა „შემოქმედება“. აი აქ მაგალითად ბლომადაა ეგეთები. სწორედ ასეტი ტიპის ქუჩის “ღირსშესანიშნაობებს” „ეძღვნება“ სტუდენტების შექმნილი სოციალური კამპანიის პირველი პირველი ვიდეო:

ცხოველებში, მაგალითად ძაღლებში, ჩვეულებრივი მოვლენაა ტერიტორიის მონიშვნის „განსაკუთრებული მეთოდი“. დაახლოებით იგივე ცხოველს მაგონებს ყოველი ის ადამიანი, რომელიც სადმე კედელზე თავის „სახელს“ ტოვებს. მე მგონი ერთი რგოლი იმათ შეგნებას დიდად არ უშველის, მაგრამ მაინც …

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს კი ვეტყოდი: დასაწყისი კარგია, ვნახოთ გაგრძელება! თუმცა თქვენ თვითონვე იცით, რომ მარტო რგოლები ამ საქმეს არ შველის. ისე კი, თუ იგივე კამპანიების კეთების ენერგია / ინტერესი გაქვთ და დიდი საქმის ნაწილი გინდათ გახდეთ, გააკეთეთ რამე kar.ge -ს თემაზე და სერიოზულ „ტრიბუნასაც“ დაგითმობთ …