არა, მონრეალში, Atwater სასოფლი მარკეტში ჯერ ქართული პროდუქტი არ დევს … მაგრამ რა იცი რა ხდება … ამ რამოდენიმე ფოტოსთვის დიდი მადლობა ლაშა კიკვიძეს, რომელიც ამ დღეებში კვებეკს სტუმრობდა. იქ კი მონრეალის ე.წ. „საკოლმეურნეო“ ბაზარში რამოდენიმე ფოტოც გადაიღო. გადახედეთ რა სილამაზეა … მთლად ჩვენებურ ბაზარს “ჩამოჰგავს” …
განაგრძე კითხვა »სიახლე
ფოტოკოლაჟი: ქობულეთი, 25-29 ივნისი, ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა
ინფორმაცია მათთვის [მეწარმეებისათვის], ვინც ვერ მოხვდა ამ გამოფენა-გაყიდვაზე, საიმისოდ, რომ სამომავლოდ იცოდეთ რა გამოტოვეთ … ცნობისათვის: 2015 წლის 25-29 ივნისს ქობულეთში გაიმართა საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ორგანიზატორი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტი. კომპანიებისათვის მონაწილეობა უფასო იყო. ანონსი kar.ge-ზე გავაშუქეთ გამოფენამდე 3 კვირით ადრე. 100-ჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი ჯობიაო და აჰა თქვენ ფოტოები … წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი და მუნიციპალიტეტის …
განაგრძე კითხვა »არტ გენი 2015 პროგრამა
მთელი დღე ვარკვიე არტ გენი 2015 პროგრამა და აჰა, ინებეთ … ფესტივალი არტ გენი 2015 28 ივნისს დაიქოქა დავით კდიაშვილის სახლმუზეუმში, სოფელ სიმონეთში. 5 ივლისს გადაინაცვლებს სურამში, ბაინთხევის ტყეპარკში. 19 ივლისიდან კი გაგრძელდება ეთნოგრაფიული მუზეუმში თბილისში და დასრულდება 26 ივლისს. ბილეთები იყიდება biletebi.ge-ზე. არტ გენი 2015 პროგრამა თბილისში ყოველდღიურად, მთელი დღის განმავლობაში რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა, ხალხური მედიცინა და ქართული …
განაგრძე კითხვა »ამ „გემოვნების ზენიტის“ შემყურეს კვერცხებზე „მოჯირითე“ ლასტები შედევრად მოგეჩვენება …
ძალიან გავბრაზდი ეს რომ ვნახე! ბათუმის ხელმძღვანელობას ქალაქი თავისი კანტორა ხომ არ ჰქონია? ეს რა ჩაუდგამთ? ეტყობა ტურისტული სეზონისათვის ბათუმს „რუსული სტანდარტით“ ამზადებენ … რაც არ უნდა მიზეზი იყოს, რაც არ უნდა სავაჭრო წერტილების ჩადგმა გინდოდეს, რაც არ უნდა უგემოვნო ვინმე იყოს მთავრობაში, რაც არ უნდა დალეული ან მოწეული გქონდეს … ამ დონის? ვინმე ერთი მაინც ნორმალური არ მოგეძებნებათ ბათუმის …
განაგრძე კითხვა »ყოჩაღ სუხიშვილები! 27 ივნისს, 20:00 საათზე საქველმოქმედო კონცერტი
27 ივნისს, 20:00 საათზე ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი სუხიშვილები თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ანსამბლის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გალა კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ანსამბლის დასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, მათ შორის ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, …
განაგრძე კითხვა »რისი ყიდვა შეგიძლიათ საქველმოქმედო გამოფენაზე – 13 ივნისი? [დღეს დაიწყო]
თუ აქამდე საერთო საქმეში თქვენი წვლილის შეტანის შესაძლებლობა ვერ მოგეცათ, აი შანსი … მე უკვე გამოვიყენე და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე 45 ლარის ღირებულების მაისური და ჭიქა შევიძინე. ამით ორი კარგი საქმე გავაკეთე: 1) ქართული წარმოების პროდუქცია ვიყიდე და 2) ქველმოქმედებაში ჩავდე მცირეოდენი თანხა. გაინტერესებთ კიდევ რისი ყიდვა შეგიძლიათ? გთავაზობთ ფოტოკოლაჟს … სტუმრები… გამოფენილი ფერწერული ნამუშევრები, რომელთა შეძენა შეგიძლიათ [ფოტოების …
განაგრძე კითხვა »help.tbilisi.gov.ge – თბილისის მერიის ვებსაიტი 13 ივნისს დაზარალებულთა დასახმარებლად
დიდი ხნის ნანატრი ვებსაიტი – http://help.tbilisi.gov.ge/, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის მერიის მიერ შეიქმნა დღეს გაეშვა 23 ივნისს. … ალბათ ამაზე იტყვიან – სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო … თბილისის მერია კარგად ჩაერთო საქმეში. ვებსაიტზე ბევრი რამ შეიძლება ნახოთ … საბანკო ანგარიშები, სადაც ფულის ჩარიცხვა შეგიძლიათ, ბანკების ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები, ცხელი ხაზის ნომერიცაა მითითებული, საჭიროებების მიხედვით დახმარება მართლა საჭირო …
განაგრძე კითხვა »საქველმოქმედო გამოფენა ”13 ივნისი” ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 23-28 ივნისი
თუ აქამდე საერთო საქმეში თქვენი წვლილის შეტანის შესაძლებლობა ვერ მოგეცათ, აი შანსი … 23 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პროექტ „ფიროსმანი“-ს ფარგლებში საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას – 13 ივნისი გამართავს. ღონისძიება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაიმართება. გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და მარიამ ნაცვლიშვილი. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ: მარიამ ნაცვლიშვილი, თინიკო თევდორაძე, ლია შველიძე, …
განაგრძე კითხვა »tbilisiflood.info – ბიზნესის კონტრიბუციის ვიზუალიზაცია
უცნაური რამეა როგორ შეგვიძლია ქართველებს საერთო გასაჭირის წინააღმდეგ გაერთიანება … ხანდახან მაინც … ის ფხა, რაც მთავრობამ ვერ გამოიჩინა, მოსახლეობამ მოახერხა … მაგალითად: რუსთავი2 პრაქტიკულად კრიზის მენეჯმენტ ცენტრად გადაიქცა და იდეალურად წარმართავდა საზოგადოების ინფორმირების საქმეს შეიქმნა მოხალისეთა გაერთიანება 13ივნისი, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო გააუქმეს თუ გაუქმდა [ეს აუცილებლად უნდა გაირკვეს რატომ მოხდა] მოხალისეები პირველი დღიდანვე ათასობით შეესიენ საქმეს ბიზნეს ორგანიზაციებმა …
განაგრძე კითხვა »ამის გაკეთება არ შეიძლებოდა! Steve Jobs ალბათ საფლავში ბრუნავს…
ამ დღეებში თანადგომის ბევრი შემთხვევა ვიხილეთ ერთად. ეხლა კი ეზიარეთ ნიმუშს იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცე კრიზისულ სიტუაციაში … არ მინდოდა ამის დადება, მაგრამ იმდენად სამარცხვინოა, რომ … ბრენდირებული მაგიდის დადგმა ქუჩაში, ბრენდირებული მაისურებით საკვების დარიგება, ვითომ დახმარება მაგრამ ასე? ბავშვებს რას ვერჩი, როგორც ჩანს მათი უფროსი “ვერ ქაჩავს” … – სირცხვილია ბრენდირებული მაგიდის დადგმა სადაც ასე ბრტყლად აკეთებ …
განაგრძე კითხვა »
KAR.GE