ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიახლე

ENPARD მონაწილეობა გამოფენაში Agro Food Drink Tech Expo 2015

3 დღის განმადლობაში მიმდინარეობდა Agro Food Drink Tech Expo 2015 და თამამად უნდა ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე დიდი გამოფენა, რაც კი ამ თემაზე ექსპო ჯორჯიაში ჩატარებული მახსოვს მე პირადად. 140+ კომპანია, 4 პავილიონის მასშტაბით გაფენილი გამოფენა და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით იყო სავსე +  ათასობით სტუმარი … ეს ძალიან სერიოზულია! ორგანიზება იყო სუპერ! თან წელს პირველად სოფლის მეურნეობის …

განაგრძე კითხვა »

რა ხდებოდა Agro Food Drink Tech Expo 2015-ზე 18-20 ნოემბერს?

რა ხდებოდა Agro Food Drink Tech Expo 2015-ზე 18-20 ნოემბერს?

ამ გამოფენას ყოველ წელს ვესწრები, მაგრამ წელს იყო პირველი შემთხვევა, როცა  „სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენა“ წელს 4 უზარმაზარ პავილიონსა და მიმდებარე ტერიტორიას ავსებდა ცოცხალი საქონლიდან დაწყებული სოფლის მეურნეობის ყველა სახის ტექნოლოგიით დამთავდებული მრავალი სახის პროდუქციით. მოკლედ ძალიან დიდი გამოფენა იყო. ეს 54 სურათი კი არის ჩემი ბეჯითი მცდელობა, რომ შთაბეჭდილება მაინც შეგიქმნათ Agro …

განაგრძე კითხვა »

ბადაგის ჩურჩხელა – ეს ფოტოები უნდა ნახოთ!

ბადაგის ჩურჩხელა

ქუჩაში 10 ფეხით მოსიარულე რომ გააჩერო და თითოეულს 5 ნაღდი ქართული პროდუქტი ჩამოათვლევინო დარწმუნებული ვარ ათივეს ხუთეულში იქნება ჩურჩხელა. ქართველს ჩურჩხელა არ უყვარდეს მე ვერ წარმომიდგენია. სწორედ ამიტომაცაა, რომ ამ პროდუქტს საქართველოში ბევრი აწარმოებს. უნიკალური საღამო მქონდა … ცოტა ხნის წინ რომ ჩურჩხელების რაოდენობა ვნახე ერთად … ვაღიარებ … ამდენი ჩურჩხელა ერთად არ მინახავს არსად! დიდი მადლობა კომპანია ბადაგის ხელმძღვანელებს …

განაგრძე კითხვა »

[ანონსი] 18-20 ნოემბერი, Agro Food Drink Tech Expo 2015

Agro Food Drink Tech Expo 2015

დიდი ამბავი იქნება ექსპო ჯორჯიაში 18-20 ნოემბერს … Agro Food Drink Tech Expo 2015 ტარდება … აქ 140 კომპანია 3 პავილიონისა და გარე ტერიტორიაზე დაელოდება სტუმარს …   ორგანიზატორი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“. მხარდამჭერები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD). გახსნა: ოთხშაბათს, 2015 წლის 18 ნოემბერს. 11:00 საათზე საგამოფენო …

განაგრძე კითხვა »

ლაგოდეხში სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამა იწყება

ლაგოდეხში სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამა იწყება

გუშინ ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, ლაგოდეხში გახლდით … ეს იყო ევროკავშირისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში დაწყებული საქართველოში სოფლის განვითარების ახალი საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია. საპილოტე პროგრამა ლაგოდეხში ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია CARE-ის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და ესპანური პარტნიორი ორგანიზაცია ETEA-ს ფონდის მიერ. ამ ახალი პროექტის პირველ …

განაგრძე კითხვა »

24-25 ნოემბერი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კონფერენცია

თხილი

ინფორმაციის წყარო: REAP   24 ნოემბერს, ქ. ანაკლიაში, სასტუმრო “ოქროს საწმისში” და 25 ნოემბერს, ქ. ზუგდიდში, რესტორან “სამეფოში” საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება. ასოციაცია დაფუძნდა 2013 წელს და დღეისათვის 700-ზე მეტ ფერმერს ითვლის. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. ასოციაციის მუშაობა გამოირჩევა იმით, რომ მასში გაწევრიანებული ფერმერები იყენებენ …

განაგრძე კითხვა »

ლიტვაში, ვილნიუსში თბილისის სკვერი გაიხსნა

თბილისის სკვერი

ლიტვაში, ვილნიუსში, 4 ნოემბერს თბილისის სკვერი გაიხსნა … ამ საქმეში ცხადია საქართველოს საელჩოს ლომის წილი მიუძღვის … და პირადად ქალბატონ ელჩს – ხათუნა სალუქვაძეს … სხვაგვარად ასეთი რამ არ ხდება ხოლმე … დიდი მადლობა დავით ჩიკაშუას, რომელმაც მისივე ტელეფონიდან გადაღებული ეს ფოტოები ლიტვიდან მოგვაწოდა… kar.ge-ზე უფრო ქართულ გამარჯვებებზე, კომპანიებზე და ქართულ პროდუქტებზე ვწერთ ხოლმე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქვეყნების მეგობრობას, ქალაქების …

განაგრძე კითხვა »

ვისაც პოზიტივი მოგენატრათ … 7 დეკემბერი ჩაინიშნეთ

პოზიტივი

მიმოიხედეთ თქვენს სამეგობროში Facebook-ზე … შეკითხვა: პოზიტივი უფრო მეტია თქვენს ირგვლივ თუ ნეგატივი? ამჩნევთ კი? მე პირადად ვამჩნევ და მეტიც … ნეგატივს „ვაშთობ“, პოზიტივს კი მაქსიმალურ გაქანებას ვაძლევ არა, unfriend-ს არავის ვუკეთებ, სხვა უფრო ქმედითი წამალიც არსებობს … იცოდით პოზიტივის დღის შესახებ? ჩაინიშნეთ 7 დეკემბერი – დღე, როდესაც „პოზიტიური სიტყვების კამპანია 2015“-ის ფარგლებში რამე პოზიტიურს ვიზამ … პრინციპში სულ პოზიტივს …

განაგრძე კითხვა »

ევროკავშირისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგი

რა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობაში?

სოფლის მეურნეობა საქართველოში … თუმცა აქ გავჩერდები … იმიტომ რომ თუ ამ ტექსტს კითხულობთ, უკვე იცით რა გაგრძელებაც ექნებოდა …   გადავწყვიტე ქვემორე ვიდეო მეჩვენებინა თქვენთვის. რატომ? იმიტომ, რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანს და საუკეთესოს, სწორი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივ აუდიტორიას დაანახო შედეგი. მე დიდი ხანი ვეძებთ რაღაც თავმოყრილ ინფორმაციას და აი ისიც. თორემ გაუთვითცნობიერებული ადამიანები ძალიან ბევრ …

განაგრძე კითხვა »

საირმე – ძალიან მაგარი ფოტოკონკურსი მომხმარებლისათვის

საირმე ფოტოკონკურსი

ამ აქციის შესახებ ინფორმაცია 17 ოქტომბერს, თბილისობა დღეს საირმეს სტენდთან აღმოვაჩინე და ძალიან დამაინტერესა. რატომ? ფოტოკონკურსი არის ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საირმეს შესახებ. თუ ყველა ეს ფოტო Facebook-ში დატრიალდა, ეს გამოიწვევს ტალღას, რომელიც შედეგს – მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციას აუცილებლად მოიტანს და კარგი საქმე გაკეთდება; ამ ტიპის აქციებს მაგალითის ძალა აქვს. ყოველი ერთეული ქართული პროდუქტის …

განაგრძე კითხვა »