აი როგორ აღნიშნეს თბილისობა ლიტვაში, ვილნიუსში … თან ეს პირველად მოხდა იქ 🙂 დიდი მადლობა დავით ჩიკაშუას, რომელმაც ეს ფოტოები ლიტვიდან მოგვაწოდა… თან თავად გადაიღო თავისივე ტელეფონიდან … აი ნაღდი ქართული საქმე! აღნიშნო თბილისობა ვილნიუსში, ლიტვის დედაქალაქში… შეყარო საზოგადოება… დაახვედრო ქართული პროდუქცია და ქართული კულტურის ფონზე ჩურჩხელაც ამოიყვანო და ცეკვა-თამაშიც შეუბერო 🙂 მაგარია! აქ კი ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოსგან, უფრო „დაწურული“. …
განაგრძე კითხვა »სიახლე
თაფლი, ჩაი, და სხვა ქართული პროდუქტები თბილისობა 2015-ზე
აი, ნახეთ 44 ფოტო, რომლებზედაც იხილავთ რიყეზე დღეს წარმოდგენილი ქართული წარმოების ბრენდულ პროდუქტებს! მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ რამოდენიმე კარგი ფოტო, მათ შორის ჩვენი მეგობარი კომპანიებისა, უხარისხო გამოდგა და აქ ვერ განვათავსე … ქართული წარმოების პროდუქტებთან ერთად ბევრი იმპორტულიც ვნახე … მათი იქ ხილვა დიდად არ გამხარებია რაღა დაგიმალოთ და … მაგრამ თბილისობაა მაინც, დღესასწაულია და ამ კონტექსტში კი ბატონო … …
განაგრძე კითხვა »[ფოტორეპორტაჟი] ფესტივალი კავკასიური ყველი – პირველი დღე
რამ გამახარა დღეს რიყეზე? ეს იყო პირველი კავკასიური ყველის ფესტივალი … იქ იყო ხაჭო, ლუდი, გოგრა, თაფლი, დამბალხაჭო, კალტი, იოგურტი, ხელნაკეთი ნივთები, ჩაი, ჩირი, სულგუნი, ყველი, პური და კეთილი გული … დილით უჟმური ამინდი ისეთმა თბილმა მზემ გაანათა, რომ ძვალიც გაათბო და გულიც. ღია სივრცეში გამართული ასეთი ღონისძიებისათვის ამინდს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ასეთი ამინდისა და სიცივისა უამრავი ხალხი მოვიდა. …
განაგრძე კითხვა »აი ასე ვუერთდები კამპანიას – #ფერმერიპატრიოტია!
როგორ გესმით სიტყვა პატრიოტი? უმრავლესობა ალბათ დაეთანხმება, რომ ქვეყნის პატრიოტი არის ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს და მისთვის ყველაფერზე თუ არა ძალიან ბევრზე არის წამსვლელი. მე არ გკითხავთ პროვოკაციულ შეკითხვას – გიყვართ თუ არა თქვენი ქვეყანა … სხვა რამეს გკითხავთ … რას აკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის კონკრეტულად ყოველდღიურად? #ფერმერიპატრიოტია – საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს წინ წამოსწიოს ფერმერის როლი. ვინ …
განაგრძე კითხვა »„შეიძინეთ ქართული“ – SMART ინიციატივა
მიხარია, როცა ვგებულობ, რომ ქართული პროდუქტების შეძენის აგორებულ ტალღას სულ უფრო მეტი კომპანია უერთდება. ეს კამპანია ცოტა ადრე დაიწყო და პირველი ეტაპი დასრულებულიც კი არის ამ მომენტისათვის, მაგრამ იდეა იმაშია, რომ კიდევ გაკეთდეს და თან არაერთხელაც. ამიტომ ვიცოდეთ … SMART-მა დაიწყო კამპანია – „შეიძინე ქართული“ და ამ კამპანიის ფარგლებში პერიოდულად შემოგვთავაზებს ქართული პროდუქტების კონკრეტულ ასორტიმენტს განსაკუთრებულ ფასად. გათვლა ფრიად ჭკვიანურია, …
განაგრძე კითხვა »#იყიდექართული – პალიტრა მედიას კამპანია
#იყიდექართული – კამპანია, რომელიც პალიტრა მედიამ წამოიწყო გრძელდება და სულ უფრო მეტ მასშტაბს იძენს. კამპანიისათვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ სპეციალურ Facebook გვერდზე აქ. მიზანი რა თქმა უნდა არის “დიადი და ნათელი” … ჩვენ რომ მოგვწონს ისეთი 🙂 ქართულის პროდუქტების შესყიდვის თემა სხვადასხვა დროს პერიოდულად ხდებოდა აქტუალური. მე მახსენდება კამპანია „იყიდე ქართული“, რომელიც 2010 წელს აგორდა; ასევე მახსენდება „აირჩიე ქართული“, რომელიც დღემდე …
განაგრძე კითხვა »ფესტივალი – კავკასიური ყველი 2015, 10-11 ოქტომბერი
10-11 ოქტომბერს ძალიან გემრიელი ფესტივალი ჩატარდება თბილისში, რიყეზე – ფესტივალი – კავკასიური ყველი 2015. ეს იქნება: პირველი საერთაშორისო ფესტივალი კავკასიის მასშტაბით ყველისა და რძის პროდუქტების დარგში; სრულიად ახალი კონცეფცია როგორც თემატიკით, ისე გეოგრაფიით! მუდმივი ორგანიზატორი იქნება საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდია; მუდმივი მასპინძელი – თბილისი; ფესტივალის მონაწილეები: საქართველოს ყველა რეგიონი (მათ შორის ოსური და აფხაზური ყველი; ყველის ინდივიდუალური მწარმოებლები და მსხვილი …
განაგრძე კითხვა »თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015
განათლება – აი რა არის საქართველოს წინსვლის მაგისტრალი! საქართველოს განათლების სისტემა კი მისი ლოკომოტივი … და ყოველთვის მიხარია, როცა ასეთი შანსის შესახებ ვგებულობ … ,,ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის“ იწყებს მონაწილეთა შერჩევას უპრეცედენტო პროექტისათვის ,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015″-სათვის. აღნიშნული პროექტი ტარდება პირველად მთლიანად ევროპის მასშტაბით და ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი გახდნენ უნიკალური პროექტის მონაწილენი. ,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის …
განაგრძე კითხვა »[პრომო] ახალი გადაცემა – აგრო ბიზნესი
საქართველოს სოფლის მეურნეობა რომ ღრმადაა ჭაობში ეს ამ საკითხში ოდნავ ჩახედულ ადამიანსაც კი ესმის. მარტო ის რად ღირს რაც დღეს, გაგანია რთველის პერიოდში კახეთში ხდება. თემას ჩვენც შევეხეთ ამ რამოდენიმე დღის წინ და ჩემდა გასაოცრად თემამ – 5 kar.ge რჩევა მევენახეს 200-ზე მეტი გაზიარება დაიმსახურა. მთლიანობაშ მე ვფიქრობ, რომ გლეხური მეურნეობის ფერმერულ მეურნეობებად გარდაქმნა სწორედ ის გზაა, რომელზედაც გადის საქართველოს სოფლის …
განაგრძე კითხვა »FRIXX-ის კონცერტი მთაწმინდის პარკში
სწავლა დაიწყო და ახალგაზრდობაც თბილისში დაბრუნდა … ზუსტად ის დროა, რომ რამე სახალისო და გასართობი მოხდეს … და აი ისიც … კვირას, 20 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში ჩიფსი FRIXX წარმოგიდგენთ სახალისო კონცერტს, რომელიც გაგრძელდება 15:00-18:00 საათამდე. მხიარული ანიმატორები და მულტფილმების გმირები, ბევრი თამაში და რა თქმა უნდა უამრავი ჩიფსი! ეწვიეთ ღონისძიების ბმულს Facebook-ზე. ვინც არ იცის … FRIXX ქართული ჩიპსის ბრენდია, …
განაგრძე კითხვა »
KAR.GE