ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ლაგოდეხში სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამა იწყება

ლაგოდეხში სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამა იწყება

გუშინ ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, ლაგოდეხში გახლდით …

ეს იყო ევროკავშირისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში დაწყებული საქართველოში სოფლის განვითარების ახალი საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია. საპილოტე პროგრამა ლაგოდეხში ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია CARE-ის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და ესპანური პარტნიორი ორგანიზაცია ETEA-ს ფონდის მიერ.

ამ ახალი პროექტის პირველ პრეზენტაციას სტეფანწმინდაში ორიოდ თვის წინ დავესწარი. პროექტი ევროკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობითაა დაფინანსებული ENPARD ფარგლებში. სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

ჩემი აზრით პროექტების მთავარი მიზანი არის განვითარდეს სოფელი და ადამიანებს მეტი მიზეზი ჰქონდეთ დარჩნენ იქ. თუ ეს საპილოტე პროგრამა გაამართლებს, დამუშავდება მოდელი, რომლის მასშტაბირება უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი. ეს კი დიდი საქმე იქნება. პრეზენტაციის შემდეგ მოვინახულეთ ორი საოჯახო სასტუმრო და ზრდასრულთა განათლების ცენტრი.

აი ფოტორეპორტაჟიც …

DSCN8744

DSCN8749

DSCN8758

DSCN8777

DSCN8785

DSCN8788

DSCN8791

DSCN8793

DSCN8803

DSCN8812

DSCN8832

DSCN8833

DSCN8835

DSCN8878

DSCN8882

DSCN8890

DSCN8896

DSCN8912

DSCN8915