ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
თბილისის სკვერი

ლიტვაში, ვილნიუსში თბილისის სკვერი გაიხსნა

ლიტვაში, ვილნიუსში, 4 ნოემბერს თბილისის სკვერი გაიხსნა

ამ საქმეში ცხადია საქართველოს საელჩოს ლომის წილი მიუძღვის …

და პირადად ქალბატონ ელჩს – ხათუნა სალუქვაძეს

სხვაგვარად ასეთი რამ არ ხდება ხოლმე …

დიდი მადლობა დავით ჩიკაშუას, რომელმაც მისივე ტელეფონიდან გადაღებული ეს ფოტოები ლიტვიდან მოგვაწოდა…

kar.ge-ზე უფრო ქართულ გამარჯვებებზე, კომპანიებზე და ქართულ პროდუქტებზე ვწერთ ხოლმე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქვეყნების მეგობრობას, ქალაქების მეგობრობას და იმ ფაქტს, რომ ეს კარგი საქმეა და ქართულ საქმეს ემსახურება, გადავწყვიტე ამიერიდან მეტი ყურადღება უნდა მივაქციო საზღვარგარეთ მომხდარ მსგავს მოვლენებს. ექსპორტი თუ გვინდა, ქვეყანამ კარგი იმიჯი უნდა გაამყაროს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაში, მით უმეტეს მეგობარ ქვეყანაში, ამიტომ ყოველი კარგი ამბავი, რომელიც ვილნიუსში ხდება, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ბიზნესისათვისაა კარგი.

ვიმედოვნებ მალე დადგება ის დრო, როცა მოძრაობა kar.ge მსოფლიოს მასშტაბით ჩაებმება ქართული პროდუქტების პოპულარიზების კონკრეტულ კამპანიებში.

 

12065842_10153082634491356_1537692622478547990_n

12111964_10153082635006356_1373920369232016371_n

12118663_10153082634796356_1602793455497748285_n

12191812_10153082634641356_6625357249582034409_n

12193755_10153082635481356_3568143210579586730_n