ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
საირმე ფოტოკონკურსი

საირმე – ძალიან მაგარი ფოტოკონკურსი მომხმარებლისათვის

ამ აქციის შესახებ ინფორმაცია 17 ოქტომბერს, თბილისობა დღეს საირმეს სტენდთან აღმოვაჩინე და ძალიან დამაინტერესა. რატომ?

  1. ფოტოკონკურსი არის ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საირმეს შესახებ. თუ ყველა ეს ფოტო Facebook-ში დატრიალდა, ეს გამოიწვევს ტალღას, რომელიც შედეგს – მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციას აუცილებლად მოიტანს და კარგი საქმე გაკეთდება;
  1. ამ ტიპის აქციებს მაგალითის ძალა აქვს. ყოველი ერთეული ქართული პროდუქტის რეკლამა იმავდროულად მთავარ იდეას აწვდის მყიდველს … რომ იყიდოს ქართული. რაც მეტი კომპანია გააკეთებს პროდუქტის ქართულობის და ხარისხიანობის გაზგასმას კამპანიის დროს, მით მეტი იქნება ჯამური ეფექტი;
  1. ეს გადამდებია. ჩემთვის პირადად ძალიან ბევრს უთქვამს, რომ ჩემს მიერ kar.ge-ზე დაწერილი პროდუქტების სტატიების და ქართულის ყიდვის გაუჩერებელი მოწოდების გამო მან ქართული პროდუქტის შეძენა დაიწყო. BRAVO მეგობრებო! ასე უნდა!

ეხლა მთავარი,

თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაიღოთ ორიგინალური სურათი, რომელშიც საირმე ფიგურირებს, გააგზავნოს იგი საირმეს FB გვერდზე და ფოტოების კონკურსში გაქვთ შანსი მოიგოთ საირმეს კურორტზე დასვენება + სხვა ძალიან საინტერესო პრიზები. სრულ ინფორმაციას კომპანია ალბათ მალე გამოაქვეყნებს, მაგრამ მე ეს ანონსი აუცილებლად მინდოდა თქვენთვის მეთქვა.

როგორც კი აქცია დაიწყება, მე გადავიღებ რამოდენიმე ფოტოს და შევუერთდები!

იგივეს გირჩევთ თქვენ!

 

ცნობისათვის: საირმეს თავის პროდუქცია – საირმე და ნაკადული 17 ქვეყანაში გააქვს.

იამაყე ქართულით!