ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
Agro Food Drink Tech Expo 2015

[ანონსი] 18-20 ნოემბერი, Agro Food Drink Tech Expo 2015

დიდი ამბავი იქნება ექსპო ჯორჯიაში 18-20 ნოემბერს …

Agro Food Drink Tech Expo 2015 ტარდება …

აქ 140 კომპანია 3 პავილიონისა და გარე ტერიტორიაზე დაელოდება სტუმარს …

 

ორგანიზატორი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“.

მხარდამჭერები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD).

გახსნა: ოთხშაბათს, 2015 წლის 18 ნოემბერს. 11:00 საათზე საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“.

 

არსებობის 15 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა დიდი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ღონისძიებად იქცა. ყოველწლიურად გამოფენა იზიდავს მრავალ პროფესიონალ ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორს, მსხვილ შემსყიდველს, მაღალი დონის ექსპერტსა და სამთავრობო მხარდაჭერას და მონაწილეებს აძლევს  შესაძლებლობას წარადგინონ თავისი ახალი პროდუქტები და სერვისები კავკასიის განვითარებად ბაზარზე. გამოფენა მისი არსებობის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იქნება და წელს პირველად მოიცავს 5, 6, 11 პავილიონებს და გარე სივრცეს.

 

რა არის წელს განსაკუთრებული?

წელს პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გამოფენის მხარდამჭერია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) და მისი განმახორციელებელი პარტნიორები მერსი ქორფსი – შოტლანდია, „ადამიანი გაჭირვებაში“- ჩეხეთის რესპუბლიკა, ოქსფამი დიდი ბრიტანეთი და ქეა საერთაშორისო კავკასია.  ENPARD და სოფლის მეურეობის სამინისტრო სტუმრებს  წარმოუდგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა და მათ მრავალფეროვან პროდუქციას. გამოფენის დროს კოოპერატივებს მიეცემა საშუალება დაამყარონ ბიზნესზე ორიენტირებული კონტაქტები, რაც მათ გასაღების ბაზრების მოძიებაში დაეხმარება.

ქართულ კომპანიებთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილნი იქნებიან მონაწილეები შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, გერმანია, ესპანეთი, თურქეთი, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, ჩინეთი, ჰოლანდია. გამოფენაზე წარმოდგენილნი იქნება: სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობა, სარწყავი სისტემები, სასმელები და კვების პროდუქტები (ხორცი და რძის პროდუქტები, პურ–ფუნთუშეული, ჩაი, წვენები და სხვა), ლაბორატორიული აღჭურვილობა, ნერგები, თესლები, სასუქები და პესტიციდები, საკონსულტაციო სერვისი და სტრანსპორტო მომსახურება.

 

მე იქ “სანადიროდ” მივდივარ …

წამოხვალთ?