ასეა … თუ გინდა რამე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთო, რამე სხვა უნდა აკეთო და გზაში შეიძლება გამოჩხიკნო რამე … თხარო, თხარო და გამოთხარო. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ხშირად ვხედავ ამ ჭეშმარიტების დასტურს. ასე მოხდა ეხლაც, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისათვის მიმდინარე სამუშაოებისას შემთხვევით აღმოუჩენიათ ეს ნამოსახლარები და სამაროვნები. დავინტერესდი რას ნიშნავს „სამაროვნები“. თურმე სამაროვან ყოფილა სამარხი, სადაც ვინმე VIP-ს მარხავდნენ და შიგ ჩაატანდნენ …
განაგრძე კითხვა »KAR.GE
მამაკაცი, ქალი და უნებლიე ჩახუტება … :))
ავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა. მამაკაცი ძალიან ეცადა რამეს მოჭიდებოდა და თავი შეეკავებინა, მაგრამ ამაოდ … და გვერდით მდგომ ქალს ჩაეხუტა. -მაპატიეთ, სპეციალურად არ მიქნია … ქალმა გაბრაზებით ახედა. -აი, ეს კი საწყენია …
განაგრძე კითხვა »ახალი აღმოჩენები ვარძიაში
ვიცით რა kar.ge აუდიტორიის ინტერესი ყველაფერი ქართულის მიმართ, ცხადია ამ ამბის შეტყობინების შანსს ხელიდან არ გავუშვებდით … ვარძიაში ფართომასშტაბიან კვლევითი საქმიანობები გაახლდა და პირველივე შედეგები უკვე გასაოცარია. ახალი გვირაბების სისტემა, ახალი იარუსები, ახალი ქვაბულები, ახალი არტეფაქტები … მოკლედ, დიდი აღმოჩენების პერიოდია ვარძიაში. საქმიანობა კულტურის სამინისტროს თამადობით მიმდინარეობს. ვარძიაში დაწყებული კომპლექსური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები საფუძვლად დაედება ვარძიის მენეჯმენტ გეგმის მომზადებას …
განაგრძე კითხვა »მოუსვენარი ქუთაისელი …
ქუთაისელი ჩალურჯებული თვალით მივიდა სამსახურში. -რა მოგივიდა კაცო? -ეკითხებიან -უძილობა მჭირს. -მერე? -ღამის 3 საათზე ვრეკავ ხოლმე ტელეფონზე და ვეკითხები – აბა თუ გამოიცნობ ვინ ვარ-მეთქი. -მერე? -წუხელ ერთმა ახვარმა გამოიცნო.
განაგრძე კითხვა »თუ სათავე მღვრიეა … ილია ჭავჭავაძე
“თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა” ილია ჭავჭავაძე, 1837-1907 ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველა დაეთანხმება ამ სიბრძნეს, სიბრძნესაც არა, უბრალოდ მარტივ ჭეშმარიტებას. რომ ჰკითხო გრძელ ანოტაციებსაც მოისმენ ამ თემაზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება რეალობა საპირისპიროა. ქართველი, თავისი ცხელი თავქარიანი ბუნებით არას დაგიდევს თანმიმდევრულობას, ცივ გონებაზე აზროვნებას, დაგეგმვას, სტრატეგიას და შედეგი – „წმინდა წყლის ძებნა“ მაშინ, როცა …
განაგრძე კითხვა »მიხოს ჩეჩნები აყაჩაღებენ … :)
მიხოს ჩეჩნები აყაჩაღებენ. მიხომ რუსული არ იცის, ჩეჩნებმა კიდევ ქართული. თარჯიმნად მიხოს 6 წლის შვილიშვილი ზალიკო დააყენეს. -სკაჟი ემუ, გძე ზოლოტა, პუსტ სკაჟეტ, ატო უბიომ. -რაიო? ეკითხება მიხო ზალიკოს. -ოქროს ითხოვენ და ფულს, თორემ მოგკლავთო. -ოღონდ არ მოგვკლან შვილო, ოქრო და ფული რა ჯანდაბად გვინდა?! უთხარ, რო სახლში იატაკი აჰყარონ და იქა მაქ. -ჩტო ონ გოვორიტ? ეკითხებიან ჩეჩნები ზალიკოს. -გოვორიტ …
განაგრძე კითხვა »საგანგაშო: 6 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, იანვარი-ივნისი 2015
მაინც ვწერ, მაინც ვაკეთებ სტატიას, და ვავრცელებ … იქნებ ვინმემ თვალი მოკრას … იქნებ ვინმემ შეისმინოს … იქნებ ვინმე ოდნავ გამოფხიზლდეს … 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4,761,000,000 [4 მილიარდზე მეტი] აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1,082 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3,680 …
განაგრძე კითხვა »ქმარი, ცოლი და იბიარდი … :)
SMS დიალოგი ქმარსა და ცოლს შორის. თემა? ე.წ. იბიარდი … ქმარი: ვსო, გეყო ყველაფრის მითითება რა როგორ უნდა გავაკეთო! ეხლა ძმაკაცებთან ერთად ბარში მივდივარ, დავლევ და შეილება ქალიც მოვხსნა, ამიტომ მოვალ გვიან და მთვრალი. და აბა თუ გამოიცნობ ვინ გამხდის ტუფლებს? ცოლი: პროზექტურის ექიმი!
განაგრძე კითხვა »გურული კოლია და აჭარელი მურმანა … :)
გურული კოლია და აჭარელი მურმანა საუბრობენ … მურმანა: აი ჩემი ცოლი, ჭოვ, ლოგინში გიჟია, გამცვითა კაცი … მარა აი საჭმელების კეთება არ იცის კარგად. კოლია: აპა ჩემი ცოლი ლოგინში ჯირკივითაა, სამაგიეროდ საჭმელებს აკეთებს იმნაირს, თითებს ჩეიკვნეტ. მურმანა [თვალმოჭუტული]: მოი, რა ვქნათ, იცი? გავცვალოთ ცოლები მასე თუა. კოლია [დაუფიქრებლად]: გაცვლა რად გვინდა ძამა, შენი ვიხმაროთ და ჩემი საჭმელს გაგვიკეთებს 🙂 🙂 …
განაგრძე კითხვა »ეროვნული საქმე: 102 ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი ერთ რუკაზე
სრული ინფორმაცია აქაა, კულტურის სამინისტროს საიტზე … მე მხოლოდ მოკლე ინფორმაციას დავდებ … საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა და ინტერნეტში განთავსდა სამხრეთ კავკასიის ინტერაქტიული რუკა http://maps.nekeri.net, სადაც დატანილია აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის საზღვრებში არსებული 102 უმნიშვნელოვანესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის სრული დოკუმენტირებული სახე. ყოველი ძეგლის აღწერა მოიცავს მრავალცენტრიან სფერულ პანორამულ ფოტო …
განაგრძე კითხვა »
KAR.GE