ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

KAR.GE

რა არის კოოპერატივი?

რა არის კოოპერატივი?

ეს ვიდეო მარტივად, გასაგებად, სახალისოდ და რაც მთავარია სულ რაღაც 1 წუთში აგიხსნით თუ რა როლი აქვთ თანამედროვე კოოპერატივებს ქართული სოფლის განვითარებაში და რა არის საჭირო მის შესაქმნელად. არ გეგონოთ სსრკ-ს დროინდელ დრომოჭმულ კონცეფციაზე გესაუბრებოდეთ. საუბარია თანამედროვე ფერმერულ კოოპერატივებზე, რომელთაც რეალურად შეუძლიათ გარდატეხის მოხდენა ქართულ სოფელში. ENPARD პარტნიორებთან ერთად სწორედ ამ გარდატეხას ისახავს მიზნად. მაგალითად ეს არის თორნიკე, მცირე ზომის …

განაგრძე კითხვა »

გილოცავთ! რობიზონ ბეგლარაშვილი EYOF Tbilisi ჩემპიონია!

გილოცავთ! რობიზონ ბეგლარაშვილი EYOF Tbilisi ჩემპიონია!

შენ გენაცვალე რობინზონ! რობინზონმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი მანუელ ლომბარდო დაამარცხა და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე პირველი ოქრო მოგვიტანა   ბრინჯაოს მედლები ნატალია ყიფშიძემ (-48კგ) და ბაგრატ ნინიაშვილმა (-66კგ) მოიპოვეს     ყოჩაღ ბავშვებო!

განაგრძე კითხვა »

მიხო გურიაში მარიაჟობს …

მიხო გურიაში მარიაჟობს

მიხო ჩავა გურიაში. იქ, სოფლის ბირჟაზე ამბობს: -მე ისეთი კაცი ვარ, რომ სვანეთში თავს სვანად ვგრძნობ, თბილისში თბილისელად. გურულს მისი გაღადავება მოუნდება და ეტყვის: -აბა ერთი მითხარი დებილებში როგორ გრძნობ თავს? -ჯერ არ ვიცი. პირველად ვარ გურიაში … ** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

გურული ავტობუსში :)

გურული ავტობუსში

გურული ავიდა ავტობუსში. -უკან გადაიწიეთ, -იძახის მძღოლი გურულმა ორი ნაბიჯით გადაიწია. -გადაიწიეთ უკან, -ცოტა ხანში ისევ აყვირდა მძღოლი. გურულმა ისევ გადაიწია რამოდენიმე ნაბიჯით. მესამეჯერ რომ მოთხოვა მძღოლმა გადაწევა, ეხლა უკვე გურული აყვირდა: -ე ძამა, ფეხით სიარული რო მდომოდა ამ ავტობუსში კი არ ამევიდოდი?! ** სურათზე გურულის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ENPARD და kar.ge თანამშრომლობა დაიწყო

ENPARD და kar.ge თანამშრომლობა დაიწყო

ჩემო მეგობრებო, ჩვენ პარტნორების მუდმივ ძიებაში ვართ, მით უმეტეს, როცა kar.ge მოძრაობა ნელ-ნელა სულ უფრო აქტიურდება. ყველა ის ადამიანი, ორგანიზაცია თუ პროექტი/პროგრამა, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ რამეს აკეთებს ჩვენი პოტენციური პარტნიორია. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებს და თემატურად ახლოსაა kar.ge-ს საქმიანობასთან არის ENPARD. ENPARD – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხუთწლიანი პროგრამაა (2013 …

განაგრძე კითხვა »

მიხო ღმერთს შესთხოვს … :)

მიხო ღმერთს შესთხოვს

მამალი ქათმებს დასდევს დასაჩინჩლად. ერთი, მეორე მესამე და ამ დროს მარო საკენკს დაუყრის. შეწყვეტს მამალი ორგიებს და მაშინვე საკენკისკენ გამოექანება. მიხო უყურებს ამ სცენას, პირჯვარს გადაიწერს და ღმერთს შესთხოვს: -ღმერთო, ოღონდ ეგრე არ მამაშიოო …   ** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ფული და უფულობა … ილია ჭავჭავაძე

უფულო და ფულიანი

“უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა” ილია ჭავჭავაძე, 1837-1907   სადაო არაფერია, ეკონომიკური თავისუფლება ყველანაირი თავისუფლების სათავეშია. მაშინ დგახარ მყარად, როცა ფული გაქვს. ვინც რა უნდა “ტვინის მასაჟი” ჩაგიტაროს გინდა არ გინდა ასეა! ეკონომიკური თავისუფლება კი დგება მაშინ, როცა მეტი შემოგდის, ვიდრე გაგდის. ეს ასეა შენს, ჩემს, ბიზნესის, ოჯახის და ასევე ქვეყნის შემთხვევაში. საქართველო კი …

განაგრძე კითხვა »

რომელ ქვეყანაში რამდენი ქართველი ცხოვრობს?

ქართველები მსოფლიოში

სულ 3,7 მილიონზე ოდნავ მეტი დავრჩით საქართველოში. საზღვარგარეთ რამდენი ვართ ქართველები? მადლობა IDFI-ს, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გამოითხოვა დიასპორის სამინისტროსგან და შემდეგ თავის ბლოგზე საჯარო გახადა. ეს 2015 წლის მონაცემებია. საერთო ჯამში გამოდის, რომ საზღვარგარეთ 1,6 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ამას ემატება ანგარიშში მოყვანილი 1 მილიონზე მეტი ისტორიული დიასპორა თურქეთში და 35,000-მდე ირანში. თუმცა მიკვირს ირანში, ფერეიდანში მაცხოვრებლები როგორაა …

განაგრძე კითხვა »

გილოცავთ! ნიკა ბასილაშვილმა ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირი მოიგო

ნიკოლოზ-ბასილაშვილი-Nikoloz-Basilashvili

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად “ჩელენჯერის” კატეგორიის ტურნირი მოიგო. ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში გამართული ტურნირი (საპრიზო ფონდი 42 500) ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ნიკოლოზმა ფინალში მსოფლიო რეიტინგის 122-ე ნომერი, რუსი ანდეი კუზნეცოვი 3 სეტში 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად 2 საათი და 18 წუთი დასჭირდა. ნიკოლოზმა 5 ეისი ჩაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა. კუზნეცოვს …

განაგრძე კითხვა »