“თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: ნანერგითა შენითა მარგე” ილია ჭავჭავაძე, 1837-1907 თითოეული ჩვენგანი ცდილობს ამას … ოღონდ თავისებურად … 1 კვირის წინ კვირის პალიტრის ჟურნალისტი დამიკავშირდა ჩემთვის უცნაური თხოვნით. kar.ge-ს ყურადღებით გადავხედეთ და ერთ-ერთი განსაკუთრებულად საინტერესო სტატიის ინფოგრაფიკაში გადატანა გვინდაო. აღმოჩნდა, რომ 1 ლარით იბერიის გაბრწყინების იდეას მოუხიბლავთ ჟურნალისტები. სტატია მართლა საინტერესო …
განაგრძე კითხვა »KAR.GE
კაცი და ბედი … ილია ჭავჭავაძე
“ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა” ილია ჭავჭავაძე, 1837-1907 ილუზიების სამყაროში ვცხოვრობთ … ტკბილი ილუზიების … ტკბილი ტყუილების … ყოველდღიურად ათასობით სხვადასხვა გზავნილის დაბომბვას განიცდის ჩვენი ტვინი… ყოველდღიურად პრაქტიკულად ყველა მედია საშუალება ტვინს გვირეცხავს თავისი სისულელით… ეს ჩვენი მოცემულობაა… აქ გასაკვირი არაფერია… ასეა ყველგან… ბედიც ის ილუზიაა, რომელსაც გვინერგავენ … მნიშვნელობა არ აქვს ვინ და რატომ… მთავარია, რომ …
განაგრძე კითხვა »სიმართლე მწარეა, მაგრამ აფხიზლებს … 5 kar.ge რჩევა მევენახეს!
გუშინწინ, პირველად გავედი ბაზარში ყურძნის საყიდლად. ფასები მოვიკითხე. 2 ლარი ღირდა ყველაზე მაღალხარისხიანი სუფრის თითა და ალადასტური, ამაზე მეტი ფასი არცერთ ყურძენს არ ჰქონდა. 1-1,2 ლარში იყიდებოდა ძალიან ნორმალური „საჭმელი“ ყურძენი, რქაწითელი 1.5 ლარი ღირდა, ისიც მხოლოდ ერთს ჰქონდა ამ ფასში. ამ ძიებაში გადავაწყდი მშვენიერ თითას, რომელიც ცოტა ჰქონდა დარჩენილი, კილოში 1.3 ლარი გადავიხადე და სულ ვიყიდე. შარშან ყურძნის მოსავალი …
განაგრძე კითხვა »ბლოგერთა კონკურსი – “ქართული & kar.ge”, 15-22 სექტემბერი
გაქვს ბლოგი? გული ქართული საქმისთვის გიცემს? მაშინ 2015 წლის 15 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე ერთი კვირის განმავლობაში დაწერე ორიგინალური ქართულენოვანი ბლოგპოსტი ქართული & kar.ge თემატიკაზე, განათავსე საკუთარ ბლოგზე, გამოგვიგზავნე სტატიის url ელ. ფოსტაზე 3k@kar.ge, თან მიუთითე სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, facebook პროფილის ბმული და ჩაერთე ბლოგერთა კონკურსში – „ქართული & kar.ge”. ორგანიზატორები არიან მოძრაობა kar.ge, სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა. კონკურსი …
განაგრძე კითხვა »შანსი: თუ მეწარმე ხარ და ქვეყნის მასშტაბით დისტრიბუცია გინდა
დღეს ambebi.ge-ზე ერთი საინტერესო სტატია გავიდა შიგნით ჩემი კომენტარით. სტატია მეტად გამომწვევი სათაურით ბევრმა წაიკითხა და შედეგად დღესვე ერთი მეტად საინტერესო ელ ფოსტა მივიღე. ბატონებო! მოგესალმებით მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია შპს სოლედო–ს (100-მდე თანამშრომელი, 50 ა/მ, 4 რეგიონული ფილიალი, საშუალოდ 5 ათასი კლიენტი – სავაჭრო ობიექტი) სახელით: მზად ვართ, მივიღოთ აქტიური და ქმედითი მონაწილეობა ქართული წარმოშობის კვების პროდუქტების (ასევე თანამდევი …
განაგრძე კითხვა »[ვიდეო] გაიხარე ერო! ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
გაიხარეთ 🙂 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლას-ვეგასში, თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან 4 მეტოქის – იტალიელის, ბულგარელის, ყაზახის და მონღოლის შემდეგ ფინალში ირანელი მსოფლიო ჩემპიონი ხასან რახიმი დაძაბულ ბრძოლაში 5:4 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველებმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 4 მედალი – ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო მოიგეს და შესაბამისად, რიო დე ჟანეიროს …
განაგრძე კითხვა »რა არის კმაყოფილება? – ილია ჭავჭავაძე
“კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია” ილია ჭავჭავაძე, 1837-1907 ამას წინათ საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ კოლეგა მეკითხება – „კმაყოფილი ხარ?“ ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც აქვს ის უნარი რაც მე ნაკლებად მაქვს: შეუძლიათ მომენტით ისიამოვნონ, მომენტში იცხოვრონ და მომენტით იაზროვნონ. თუმცა … თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი არ მაქვს ხოლმე. მიზეზი მარტივია: მჯერა, რომ ყოველთვის უკეთესად შეიძლება … მე მჯერა, …
განაგრძე კითხვა »ხალხმრავლობა ქარვასლაში [ფოტოები]
kar.ge ქართული ქარვასლას საორგანიზაციო პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. მუდმივი კომუნიკაცია მეწარმეებთან და პარტნიორებთან ჩვენი მთავარი საზრუნავია. სწორედ ამიტომ ამ სტატიაში წამოვწიო თემა, რომელზედაც ჩვეულებრივ ვსაუბრობთ ხოლმე გამოფენა-გაყიდვის პოტენციურ მონაწილე კომპანიებთან: ქარვასლაში ხალხი მოვა? ჩვენი პასუხია, რომ მოვა! თუმცა მეტი დაამაჯერებლობისათვის … ამბობენ 100-ჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი სჯობსო, ამიტომაც შევედი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლას Facebook გვერდზე და რამოდენიმე სურათი ჩამოვტვირთე …
განაგრძე კითხვა »ჭამე ნოდარი – იუმორი თუ გადაგვარჩენს ქართველებს :)
დღეს Facebook-ზე მეგობარმა ამ ფოტოზე რომ დამთაგა მაშინვე მივხვდი რომ ასე მარტივად ვერ გამოვძვრებოდი 🙂 ჰოდა ახალი პოსტიც გამოცხვა – იუმორის როლი ბრენდინგში, ამ შემთხვევაში კი ნეიმინგში, რომელიც ქართულად სახელის დარქმევას ნიშნავს. სამტრედიელებმა აშკარად კლასი აჩვენეს ამ იუმორისტული ნაბიჯით. მაგრამ იმუშავებს კი ეს სახელი გრძელვადიან პერსპექტივაში? მსგავს შეკითხვებზე პასუხი ჩვეულებრივ ერთია: გააჩნია რა შემთხვევაში … ფაქტი ისაა, რომ სამტრედიაში უხეიროდ …
განაგრძე კითხვა »ჭრიჭინა და ჭიანჭველა
გამრჯე ჭიანჭველა სახლს აშენებს. მოგრიალდება უსაქმური ჭრიჭინა კაბრიოლეტით და ეკითხება: – რას აკეთებ? – სახლს ვაშენებ. – რისთვის? – მოვა ზამთარი, აცივდება, მე კი სახლში გავთბები. – ოკ, ააშენე. მე კი ღამის კლუბში გავერთობი. დადგა ზამთარი. ჭიანჭველა შეშას ხერხავს. გამოიარა ჭრიჭინამ, ქურქში გახვეულმა. – რას აკეთებ? – შეშას ვხერხავ, ცივა. ახლა გავახურებ ღუმელს და გავთბები. – დიახ, ცივა. მე კი …
განაგრძე კითხვა »
KAR.GE