ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ილია ჭავჭავაძე

რა არის კმაყოფილება? – ილია ჭავჭავაძე

“კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია”
ილია ჭავჭავაძე, 1837-1907

ამას წინათ საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ კოლეგა მეკითხება – „კმაყოფილი ხარ?“

ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც აქვს ის უნარი რაც მე ნაკლებად მაქვს: შეუძლიათ მომენტით ისიამოვნონ, მომენტში იცხოვრონ და მომენტით იაზროვნონ. თუმცა … თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი არ მაქვს ხოლმე. მიზეზი მარტივია: მჯერა, რომ ყოველთვის უკეთესად შეიძლება … მე მჯერა, რომ კმაყოფილება კლავს მოძრაობის ჟინს და სულაც არ არის ცუდი არაფერი იმაში, რომ უკმაყოფილო იყო და მეტი გინდოდეს.

მეც მგონია, რომ მიღწეულზე გაჩერება და „მომენტით ტკბობა“ სწორედ რომ მომაკვდინებელია და განვითარებისთვის მავნებელია. ჩემთვის უფრო არის სლოგანი – „მოძრავი მოძრავში“. გახსოვთ საიდანაა ეს?