KAR.GE

26.000 მდინარე, 860 ტბა, 18.000 მილიონი მ3 მიწისქვეშა მტკნარი წყლის მარაგი …

წყლის რესურსები

საინტერესო ვიდეოს მოვკარი თვალი. ეს უნდა ნახოთ! თურმე რა სიმდიდრე გვქონია, რომელიც ბოლომდე არც არის აღრიცხული. მეტიც, როგორც გავიგე პატრონიც არ ჰყოლია … 26.000 მდინარე, 860 ტბა, 18.000 მილიონი მ3 მიწისქვეშა მტკნარი წყლის მარაგი და ა.შ. ვიდეო მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] ხელშეწყობით მისი პროექტის – “მმართველობა განვითარებისათვის” [G4G] ფარგლებში ISET პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით. კადრები მოწოდებულია ტელეკომპანია “იმედის” …

განაგრძე კითხვა »

ყოჩაღ Apple City-ს ამისათვის!

ყოჩაღ Apple City-ს ამისათვის!

სწორად გამიგეთ – გაბედულებას ვაფასებ! ისეთ გაბედულებას, რომელის სტატუს-ქვოს ანგრევს და ახალ შესაძლებლობას ქმნის … ისეთ შესაძლებლობას, რომელიც გაფიქრებინებს – „მაგის დედაც ჯეკ“ … მაგრამ არა …. რას ვგულისხმობ? ორი დღის წინ ვიდეო გაკეთდა IPhone+ ავტორობით, სადაც ჯიჰადისტებად გადაცმულმა თანამშრომლების გუნდმა … მოკლედ ალბათ ნანახი გექნებათ [აქ ბმულს სპეციალურად არ ვუთითებ] … დღეს დილით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს მარაზმი BBC-მაც …

განაგრძე კითხვა »

ფულადი ჩამორიცხვები 2015 წლის ოქტომბერში

რამოდენიმე დღის წინათ კახეთში ვიყავი მიწვეული პრეზენტაცია. შესვენებისას ადგილობრივებს გამოველაპარაკე, რომლებიც კონკრეტულ საქმეს არიან მოკიდებულები და დროის და ფულის ყადრი იციან. იცით რა მითხრეს? ამ ამ ქუჩას რომ გახედავ, ყველას ცოლები საბერძნეთში ჰყავთ, თვითონ კი დომინოს უბრახუნებენო … განძრევა არცერთს არ უნდაო … ბევრი ინდიკატორია, რომლითაც ხვდები თუ რა შავადაა საქმე მსოფლიოში, მაგრამ მათ შორის ეს ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მწარედ …

განაგრძე კითხვა »

ვინ არის ფერმერი? რას ნიშნავს ფერმერობა?

ფერმერი პატრიოტია

ამ 4 წუთიან მოკლე რეპორტაჟში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ქ-ნი ნინო ზამბახიძე მოკლედ, მაგრამ გასაგებად განმარტავს თუ ვინ არის ფერმერი, რა როლი აქვს მას ქვეყნის გაძლიერების საქმეში, რა რეალობაში უწევს მას ცხოვრება, რა არის საჭირო წარმატებული ფერმერული მეურნეობის ასაწყობად და ა.შ. აუცილებლად ნახეთ … https://www.youtube.com/watch?v=DfH6vk1fVlw

განაგრძე კითხვა »

ანონსი: kar.ge კატალოგი

kar.ge კატალოგი

დაინტერესებულ ადამიანებს ხშირად უკითხავთ ჩემთვის: რა იწარმოება ქართული? ვინ არიან ქართველი მწარმოებლები? სად იყიდება ქართული პროდუქცია? როგორია მათი ხარისხი? როგორია მათი ფასი? დიდი ხნის მანძილზე ამ ინფორმაციის მოძიება ჩვენთვისაც პრობლემა იყო, მაგრამ უკვე დავალაგეთ და არცერთ შეკითხვის ავტორს უპასუხოდ არ ვტოვებთ ხოლმე. თუმცა დადგა რამე უკეთესის მოფიქრების დრო. და აი ისიც – kar.ge კატალოგი.   რატომ kar.ge კატალოგი? არაინფორმირებულობა – …

განაგრძე კითხვა »

ISIS, საქართველო და სინათლე გვირაბის ბოლოს

ISIS, საქართველო და სინათლე გვირაბის ბოლოს

ბოლო 2 დღის განმავლობაში ლურჯის და წითელის მსგავსი რაოდენობა ბოლოს 2012 წლის არჩევნებზე მაქვს ნანახი. მაშინ ირგვლივ დიდი „ბოლი“ იდგა … პროპაგანდის „ბოლი“ … დღესაც იგივე ხდება, ოღონდ თემაა სხვა. ვინ რას იძახის და აკეთებს სოციალურ ქსელში თუ რეალურ სამყაროში, თან ხშირად გაუაზრებლად, ღმერთმა იცის. ნათელია მხოლოდ ერთი: ქართველები კაცთმოყვარე ერი ვართ და ადამიანების ასეთი „ჟლეტა“ ძალიან მოქმედებს ჩვენზე … …

განაგრძე კითხვა »

ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი გერმანიის ტოპ ლიტერატურული პრიზით დაჯილდოვდა

ნინო ხარატიშვილი

გადასარევი ამბები გვაქვს გერმანიიდან! ნინო ხარატიშვილი, ქართველი მწერალი გერმანიის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გახდა. Anna Seghers Prize – ყოველწლიური ლიტერატურული პრიზი ნინოსია და მისი ნაშრომის აღიარებას ნიშნავს. როგორც ჟიურის წარმომადგენელმა აღნიშნა ნინოს ნამუშევარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ნაკლებ ეგოცენტრული იყო ახალგაზრდა ავტორების ნამუშევრებს შორისო. ნინოს 8,000 ევრო და ჯილდო 19 ნოემბერს გადაეცემა ნინო ხარატიშვილი 32 წლისაა და ჰამბურგში ცხოვრობს. …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 18-20 დეკემბერი, ხარისხიანი ქართული პროდუქტების სამ დღიანი წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა – “kar.ge ქართული ქარვასლა”

ანონსი

არიქა, ყურადღება აქეთ … ქართული წარმოების პროდუქციის დამფასებლებო … მომხმარებლებო … მეწარმეებო … გადასარევი ინფორმაცია გვაქვს თქვენთვის … 2015 წლის 18, 19 და 20 დეკემბერს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა გეპატიჟებით ხარისხიანი ქართული პროდუქტების მეორე, მაგრამ უკვე სამ დღიან გამოფენა-გაყიდვაზე – “kar.ge ქართული ქარვასლა”. გახსნა პარასკევს, 18 დეკემბერს, 11:00. დღეს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ორგანიზატორებს შორის და დაიწყო …

განაგრძე კითხვა »

სურსათის უვნებლობა

სურსათის უვნებლობა

სურსათის უვნებლობის თემა ENPARD-ის ფარგლებში მნშვნელოვანი თემაა. მარტო იმიტომ კი არა, რომ „ევროპა ითხოვს“ არამედ იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში უსაფრთხო სურსათი, რომელიც აქაა ნაწარმოები. თუმცა ამ თემის მნიშვნელობას მისივე სირთულე თუ შეესაბამება. ძალიან კომპლექსური თემაა და მრავალი ეტაპის გავლა მოუწევს ყველა სურსათის მწარმოებელს საიმისოდ, რომ ევროპაში მისაღები ხარისხის სურსათი აწარმოოს. ქვემორე ვიდეო მოკლედ აღწერს ENPARD-ის ფარგლებში რა როლი …

განაგრძე კითხვა »

ბუღალტერი, ბავშვი და გოგრა

ბუღალტერი

ბუღალტერი თავის 4 წლის ბავშვს კონკიას ზღაპარს უკითხავს. ბავშვი ყურადღებით უსმენს. იმ ადგილის წაკითხვის შემდეგ, სადაც გოგრა ოქროს კარეტად გადაიქცევა, მამას ეკითხება: -მამა, როცა გოგრა ოქროს კარეტად გადაიქცევა, ეს როგორ იქნება კლასიფიცირებული, როგორც შემოსავალი თუ როგორც ქონების ღირებულების გაზრდა?   PS ისე, რა პასუხი აქვს ამ შეკითხვას? მართლა ვკითხულობ …   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »