KAR.GE

იამაყეთ პატარა ლელოელების გამარჯვებით!

პატარა ლელოელები

ვა რა მაგარი ამბავია 🙂 საფრანგეთში ქ.ნიცაში დასრულდა 2004-05 იანების და 2006-07 იანების საბავშვო საერთაშორისო ფესტივალი რაგბიში – „LE BELMAS”, სადაც საქართვლოს სახელით გამოდიოდა „ლელო-სარასენსი“. 2006 იანები გახდნენ ჩემპიონები! 2004 იანებმა დაიკავეს მე 2 -ე ადგილი! საფრანგეთში პატარა ლელოელებს ქართველი ლეგიონერები ლაშა ლომიძე, ლევან ჩილაჩავა, რევაზ ბელქანია და გიორგი მენაბდიშვილი დახვდნენ. მენეჯერობა კი ილო კახოიძემ გაუწია. ვულოცავთ ჩვენ პატარა მორაგბებს …

განაგრძე კითხვა »

განათლება გადაარჩენს სოფლის მეურნეობას.

ყოველთვის, როდესაც kar.ge-ზე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით რამე ტექსტი იდებოდა, ყურადღებას ვამახვილებდით სოფლად თანამედროვე განათლების და უნარების დეფიციტზე, რომელიც რეალურ შეფერხებად იქცა. როცა ჩემს სოფელში დღესაც ისევე ამუშავებენ მიწას, როგორც 30 წლის წინ ჩემს ბავშვობაში, ეს სავალალოა! სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ENPARD –ის ფარგლებში გაშვებული ეს პროგრამა. 30 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ევროკავშირმა, ლიმერიკის უნივერსიტეტმა, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა და საქართველოს საზოგადოებრივ …

განაგრძე კითხვა »

ყოჩაღ Wendy’s და სოსო ფხაკაძე!

ყოჩაღ Wendy’s და სოსო ფხაკაძე!

ძალიან მიხარია, რომ უკვე ერთიმეორის მიყოლებით მესმის მსგავსი ფაქტები. რაც მეტი მსხვილი კომპანია მოახდენს ასეთი ტიპის ჩანაცვლებას, მით უკეთესი ყველასთვის. ამ ფაქტის შესახებ ამ ერთი კვირის წინ გავიგე, kar.ge მოძრაობის FB გვერდზეც კი გავაზიარე, მაგრამ სტატია რომ არ დამეწერა არ შემეძლო. 4 მილიონ აშშ დოლარის ჩანაცვლება წელიწადში … ეს მეტად სერიოზული სვლაა ერთი ისეთი ბრენდისგან მხოლოდ, როგორიცაა Wendy’s Georgia. მით უმეტეს, …

განაგრძე კითხვა »

ლარი ახლდება. როგორი იქნება ლარის ახალი 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურები?

განახლებული ლარი

20 წლის წინ ქართული ლარის შემოღება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. სულ მალე ლარს 20 წელი სრულდება და ეროვნულმა ბანკმა ახალი დიზაინები დააანონსა. 2016 წლის განმავლობაში ეს უკვე იგეგმება. აქ იხილეთ რელიზი ეროვნული ბანკის საიტზე. აი ასეთი იქნება ლარის ახალი  20, 50 და 100 ლარიანი კუპიურები. 5 და 10 ლარიანი კუპიურების გაახლებაც იგეგმება, ოღონდ მოგვიქნებით. ქვემოთ იხილეთ საინფორმაციო ვიდეო, …

განაგრძე კითხვა »

სასაკლაოები, ელევატორები და სამაცივრე მეურნეობები საქართველოში

სულ რამოდენიმე დღეა რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა … მადლობა სტატისტიკის დეპარტამენტს ამ კვლევისთვის …   თურმე საქართველოში: 2014 წლის მონაცემებით 77 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, სადაც წლის განმავლობაში ჯამში 240,000-ზე მეტი სული ცხოველი და ფრინველი დაიკლა; 2014 წლის განმავლობაში 15990,6 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა), საიდანაც უდიდესი ნაწილი (94.0%) მსხვილფეხა პირუტყვის ხორცზე მოდიოდა; 2014 წელს 57 ერთეული სამაცივრე …

განაგრძე კითხვა »

2015 ოქტომბერი – kar.ge სტატისტიკა

2015 ოქტომბერი - kar.ge სტატისტიკა

ოქტომბერი დიდი სტატისტიკით არ გამოირჩეოდა. და ეს არის მინიმუმი. ამ პერიოდში მნიშვნელოვანმა საკითხებმა წაიღო დრო და ენერგია. “kar.ge ქართული ქარვასლას“ ჩატარების შემდეგ ბევრი კარგი საფიქრალი გაგვიჩნდა, რისთვისაც სათანადო ყურადღება უნდა დაგვეთმო. მარტო ვებსაიტით რომ კარგი საქმე არ გაკეთდება, ეს უკვე კარგად მოგვეხსენება. 2015 ოქტომბერში [1-3ა] kar.ge-ზე ჯამში დაფიქსირდა: სულ საიტის სტუმრები – 77,412 სულ გვერდების დათვალიერება – 102,939 დღეში სტუმართა …

განაგრძე კითხვა »

მჯიღით გადატყაული მკერდის ისტორია – Doing Business 2016

doing business 2016

„აფეთქდა“ ქართული ინტერნეტი ამ დღეებში … არა, რუსთავი2-ის საქმეს არ ვგულისხმობ … საკითხი ეხება Doing Business რეიტინგს, რომლის მე-13 კვლევა გამოქვეყნდა … თუმცა, სად აფეთქდა … ვის ადარდებს ეს თემა ისეთი ამბები ხდება … ბევრი რომ არ ვილაპარაკო 24-ე ადგილზეა საქართველო … იმასაც გეტყვით, რომ 9 ადგილით ჩამოვქვეითდით … თუმცა ეგ არაფერი … მსოფლიოს ტოპ 24 ქვეყანაში რომ ვართ ამ …

განაგრძე კითხვა »

[ვიდეო] აი ყოჩაღ თინათინ ხიდაშელი და თავდაცვის სამინისტრო!

ძალიან გამიხარდა ეს რომ გავიგე! მეტი ასეთი კარგი ამბავი მინდა! ქართული ჯარი ეტაპობრივად საქართველოში წარმოებულ საქმევებზე გადავა! მარტო წელს თურმე 6 მილიონის ხორცის იმპორტი განხორციელებულა ამ მიზნით. თუნდაც მხოლოდ 6 მილიონი იმპორტის ჩანაცვლება რამდენს ნიშნავს ხომ გესმით? ეს ძალიან მაგარი ინიციატივაა რომლითაც რამოდენიმე კურდღელს იჭერ … მეტი დასაქმებული საქართველოში … მეტი შემოსავალი ქართველ მეწარმეს … მეტი გადასახადი ბიუჯეტს … მეტი …

განაგრძე კითხვა »

რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული?

რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული?

26 ოქტომბერი … რადიო პოზიტივი … გადაცემა პრომოუტერი … წამყვანი – მარიამ კალანდაძე-ჭყონია, ეროვნული ბიბლიოთეკის PR მენეჯერი … სტუმარი – ტარიელ ზივზივაძე, მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებელი … საუბრის თემა – რატომ უნდა ვიყიდოთ ქართული? ხანდახან უნდა შეჩერდე, უკან მოიხედო, მერე წინ გაიხედო, გონება გაისუფთავო და საქმიანობას ახლებურად შეხედო. შემდეგ განახლებულზე დაგეგმო და ისევ მუხლჩაუხრელად განაგრძო გზა. დიდი მადლობა რადიო პოზიტივის გუნდს …

განაგრძე კითხვა »