ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ყოჩაღ Apple City-ს ამისათვის!

ყოჩაღ Apple City-ს ამისათვის!

სწორად გამიგეთ – გაბედულებას ვაფასებ!
ისეთ გაბედულებას, რომელის სტატუს-ქვოს ანგრევს და ახალ შესაძლებლობას ქმნის …
ისეთ შესაძლებლობას, რომელიც გაფიქრებინებს – „მაგის დედაც ჯეკ“ …
მაგრამ არა ….

რას ვგულისხმობ? ორი დღის წინ ვიდეო გაკეთდა IPhone+ ავტორობით, სადაც ჯიჰადისტებად გადაცმულმა თანამშრომლების გუნდმა … მოკლედ ალბათ ნანახი გექნებათ [აქ ბმულს სპეციალურად არ ვუთითებ] … დღეს დილით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს მარაზმი BBC-მაც კი გაიტანა სააშკარაოზე.

მე მინდა ჩვენ პოზიტივის ჭრილში დაგვინახონ და არა ასეთი … [ჩემი გინების ლექსიკონი მაგდენს ვერ ქაჩავს თორემ …]

და აი ის პოზიტივიც, რომელიც Apple City-მ ააგო
არც ვიდეოს ხარისხია გადასარევი …
არც სიუჟეტი …
მაგრამ ათბობს, ძალიან ათბობს, თან შიგნიდან …
და ამიტომაც აქვს უამრავი გაზიარება 17 ნოემბერს გაზიარებულ ორიგინალურ პოსტს.

ყოჩაღ!

ნახეთ ვიდეო …
[კარგი საქმისთვის ვიდეო ავიღე Apple City-ს Fb გვერდიდან]