ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია: გამოწვევა, რომელიც მკაცრ მოთხოვნებს აყენებს

იცით რა იყო 2016 წლის 20-23 იანვარს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განხილვის მთავარი თემა?

იცით რა არის მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია, რომელსაც ინდუსტრია 4.0-ის სახელით იცნობენ და რომელზედაც მთელი მოწინავე მსოფლიო საუბრობს?

რა იცით იმ მსოფლიო ტენდენციის შესახებ, რომელიც ცუნამივით წალეკავს წარსულში ჩარჩენილ ქვეყნებს და მათ ხარჯზე გაამდიდრებს მოწინავედ მოაზროვნეთ, რომლებიც ადექვატურ ნაბიჯებს დგამენ?

გრძნობთ მაინც იმ ჩამორჩენილობას, რომელშიც საქართველო იმყოფება დღეს?

როგორ შეიძლება საქართველომ შეძლოს ამ გამოწვევისგან სარგებელის მიღება და უარყოფითი ეფექტების მინიმიზაცია?

სად უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები?

ეს პირდაპირი ტელეეთერი 2016 წლის 5 ივლისს შედგა ტკ ახალი საქართველოში ბნ. ოთარ ხუფენიას საავტორო გადაცემაში. ვსაუბრობთ ბნ. ოთარ ხუფენია, ბნ. დავით ასლანიშვილი და მე, ტარიელ ზივზივაძე. ცხადია ამ თემას ერთ გადაცემაში ვერ ამოვწურავდით, ამიტომ აქცენტი კეთდება განათლებაზე, სადაც პირველ რიგშია გადასადგმელი ადექვატური ნაბიჯები და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა იმის მასშტაბირებით, რასაც მოძრაობა KAR.GE დღეს აკეთებს.