ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ღვინო

სერიიდან „მწარე რეალობა“

ამ “სიამაყეს” რუსული პროდუქტების მაღაზიაში კვიპროსში, ბერძნულ ნაწილში, ქალაქ ლიმასოლში მცხოვრები ჩვენებური, ქ-ნი ეკატერინე ტაბატაძე წააწყდა … და სურათი გამოგვიგზავნა. დიდი მადლობა მას. მე მგონია, რომ კარგის აფიშირებასთან ერთად kar.ge-ზე უნდა წარმოვაჩინოთ ის ცუდიც, რაც ხდება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. და ეს ნამდვილად ცუდი ფაქტია! მე არ ვიცი რა ღვინოა ეს. მე არ ვიცი ღვინო, რომელიც საქართველოში სტალინის ეტიკეტით …

განაგრძე კითხვა »

2011 წლის საფერავი წითელი მშრალი გერმანიიდან

2011 წლის საფერავი წითელი მშრალი გერმანიიდან

დიდი მადლობა მაია აბდალაძეს, რომელმაც არა მხოლოდ ქართული ღვინო შეიძინა თავის სტუმრებისათვის გერმანიაში, არამედ ფოტოებიც გამომიგზავნა kar.ge-ზე გასათავსებლად. კორპორაცია ქინძმარაულის მიერ წარმოებული ეს საფერავი გერმანიაში იმპორტირებულია Weinhous GRUSIGNAC -ის მიერ. აშკარაა, რომ ეს ღვინო სპეციალურად გერმანული ბაზრისთვისაა დამზადებული. ეტიკეტი მთლიანად გერმანულ ენაზეა. კომპანიის საიტიც ფრიად ინფორმაციულია და როგორც ჩანს ინტერნეტ გაყიდვებიც აქვთ. საიტზე ღვინოებიც და ფასებიც მითითებულია. უცხოეთში მაცხოვრებელო ჩვენებურებო: ნუ …

განაგრძე კითხვა »

The Independent: ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება

The Independent: ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება

კიდევ ერთი ძალიან მაგარი აღიარება … ბრიტანულმა გამოცემა The Independent-მა ორი ქართული ღვინო 13 საუკეთესო ნარინჯისფერ ღვინოთა შორის აღიარა … რას არ მოიფიქრებენ … ნარინჯისფერი [orange] ღვინოები როგორც ჩანს განსაკუთრებული რამაა. პირველ ადგილზე თბილღვინოს ქვევრის ღვინოა, მე-10-ზე კი რამაზ ნიკოლაძის 2013 წლის ცოლიკოური. ორიგინალი სტატია ნახხეთ აქ.

განაგრძე კითხვა »

აღმოჩენილი Teliani Valley … ლიტვაში, ვილნიუსში, სავაჭრო ქსელში – Rimi

ეს ორი სურათი ერთმა ჩვენებურმა კაცმა 4 ბოთლი ქართული ღვინის – Teliani Valley შესყიდვამდე და შესყიდვის შემდეგ გადაიღო. საუბარია სუპერმარკეტების ქსელზე Rimi ვილნიუსში, რომლის დახლზეც დევს Teliani Valley. მადლობა დავით ჩიკაშუას ქართული საქმის კეთებისათვის. უცხოეთში მაცხოვრებელო ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. ერთად დავიპყროთ მსოფლიო … საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან შემოსული ფული ქართულ ბიზნესს ავითარებს, ეს …

განაგრძე კითხვა »

გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ქართული ღვინის სახლი ჩინეთში?

ქართული ღვინის სახლი ჩინეთში

როგორ დავიპყროთ ჩინეთის ღვინის ბაზარი? მას შემდეგ რაც kar.ge-ზე ეს შეკითხვა დავსვი კარგი ამბებიც მოხდა ამ მიმართულებით. +1 ძალიან კარგი ამბის შესახებ გავიგე დღეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ზაჯანგის პროვინციის ქალაქ იუს ცენტრალურ უბანში [კარგად დაიმახსოვრეთ სახელები] გაიხსნა ქართული ღვინის სახლი, სადაც მშრალი, ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოების ოცდაათამდე სახეობა უკვე არის წარმოდგენილი. ცნობისათვის: საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციიდან, 93%-ს ღვინო შეადგენს. …

განაგრძე კითხვა »

დააფასეთ: ქართული ღვინო ლიტვაში იყიდება (y)

ქართული ღვინო ლიტვა

ერთ დღესაც ვილნიუსში, ლიტვაში მაცხოვრებელი ერთი ჩვენებური კეთილი ადამიანი სუპერკეტების ქსელ Maxima-ს სტუმრობდა და ქართული ღვინო აღმოაჩინა. ახსოვდა რა მას kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – დაიპყარი მსოფლიო, სურათი გადაუღო და … მოკლედ … ამ გრძელი მადლობის ადრესატია დავით ჩიკაშუა, რომელმაც ეს ფოტოდასტური გამოგვიგზავნა. უცხოეთში მაცხოვრებელო ან მოგზაურო ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. ერთად დავიპყროთ მსოფლიო … საზღვარგარეთ გაყიდული …

განაგრძე კითხვა »

რა ოდენობით ღვინის ექსპორტი მოხდა 2015 წლის პირველ 6 თვეში?

ღვინის ექსპორტი

სპეციალურად არ ვაკოპირებ მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტოს საიტიდან. აი ბმული და დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ სათანადო გვერდს. მე მხოლოდ ვიტყვი მთავარს: ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13,706,653   ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 39,425,552 აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტი ბოთლი სად გავიდა? რა თქმა უნდა რუსეთში … 6,555,183 ბოთლი, თითქმის ნახევარი. ამ ციფრებს …

განაგრძე კითხვა »

28 ქართულმა ღვინომ 2015 წლის 2015’s Decanter World Wine Awards-ზე გვასახელა

decanter

Decanter მსოფლიო ღვინის დაჯილდოვება მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ღვინის შეჯიბრია. ეს ამ სფეროშ ერთგვარი ეტალონია, რომელზეც სწორებას დარგის ბევრი წარმომადგენელი ახდენს. და სწორედ ამ დონის შეჯიბრიდან წელს 28 ქართულმა ღვინომ 4 ვერცხლი, 16 ბრინჯაო და 8 აღიარება წამოიღო. საამაყოა ნამდვილად! წარმოგიდგენთ სიას:

განაგრძე კითხვა »

WinExpo Georgia 2015 – მიველ, ვნახე, მოვიხიბლე

winexpo2015

winexpo-ს ანონსი გუშინ დავდე … აქ კი მხოლოდ სურათებს წარმოგიდგენთ … რაც ჩემი თვალით დავინახე … მე მგონია რომ უნდა ასწიოთ ერთი ადგილი, წახვიდეთ ექსპო ჯორჯიაში და ცოტა თვალი/გემოვნების რეცეპტორები გაახაროთ … აღიარება: ყველა ფოტო „ფხიზელმა“ გადავიღე. ბოლოს კი კორპორაცია ქართული ღვინო-ს ხვანჭკარა, საფერავი, და კიდევ ერთი [სახელი არ მახსოვს] ღვინოები დავაგემოვნე … შენიშვნა: ფოტოებზე შეამჩნევთ, რომ ყველას გადაღლილი სახეები …

განაგრძე კითხვა »

WinExpo Georgia 2015 – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–8 საერთაშორისო გამოფენა

winexpo2015

5-7 ივნისს საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია ატარებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–8 საერთაშორისო გამოფენას – WinExpo Georgia 2015. ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 100-მდე კომპანია 7 ქვეყნიდან. წარმოდგენილი იქნება როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე შესაფუთი მასალები, მანქანა–დანადგარები, გადამამუშავებელი ხაზები, მინის ტარისა და საცობების მწარმოებელი თუ დისტრიბუტორი კომპანიები. წარმოდგენილი ქვეყნები: საქართველო, გერმანია, …

განაგრძე კითხვა »