ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
2011 წლის საფერავი წითელი მშრალი გერმანიიდან

2011 წლის საფერავი წითელი მშრალი გერმანიიდან

დიდი მადლობა მაია აბდალაძეს, რომელმაც არა მხოლოდ ქართული ღვინო შეიძინა თავის სტუმრებისათვის გერმანიაში, არამედ ფოტოებიც გამომიგზავნა kar.ge-ზე გასათავსებლად.

კორპორაცია ქინძმარაულის მიერ წარმოებული ეს საფერავი გერმანიაში იმპორტირებულია Weinhous GRUSIGNAC -ის მიერ. აშკარაა, რომ ეს ღვინო სპეციალურად გერმანული ბაზრისთვისაა დამზადებული. ეტიკეტი მთლიანად გერმანულ ენაზეა. კომპანიის საიტიც ფრიად ინფორმაციულია და როგორც ჩანს ინტერნეტ გაყიდვებიც აქვთ. საიტზე ღვინოებიც და ფასებიც მითითებულია.

უცხოეთში მაცხოვრებელო ჩვენებურებო: ნუ დაიზარებთ, აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. ერთად დავიპყროთ მსოფლიო … საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან შემოსული ფული ქართულ ბიზნესს ავითარებს, ეს ავტომატურად ქართულ სახელმწიფოს ავითარებს და შედეგად საქართველოში მყოფი ადამიანი საქმდება და იღებს ხელფასს. რაც მეტი დოვლათი შემოვა ქვეყანაში ექსპორტის შედეგად, მით უკეთესია ეს ამ ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლისათვის.