ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

აღმოჩენილი Teliani Valley … ლიტვაში, ვილნიუსში, სავაჭრო ქსელში – Rimi

ეს ორი სურათი ერთმა ჩვენებურმა კაცმა 4 ბოთლი ქართული ღვინის – Teliani Valley შესყიდვამდე და შესყიდვის შემდეგ გადაიღო. საუბარია სუპერმარკეტების ქსელზე Rimi ვილნიუსში, რომლის დახლზეც დევს Teliani Valley. მადლობა დავით ჩიკაშუას ქართული საქმის კეთებისათვის.

უცხოეთში მაცხოვრებელო ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. ერთად დავიპყროთ მსოფლიო … საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან შემოსული ფული ქართულ ბიზნესს ავითარებს, ეს ავტომატურად ქართულ სახელმწიფოს ავითარებს და შედეგად საქართველოში მყოფი ადამიანი საქმდება და იღებს ხელფასს. რაც მეტი დოვლათი შემოვა ქვეყანაში ექსპორტის შედეგად, მით უკეთესია ეს ამ ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლისათვის.

2

იპოვე 4 განსხვავება 🙂

1

იყიდეთ ქართული წარმოების პროდუქტი ყველგან, სადაც შეგხვდებათ!

ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!

იამაყეთ ქართულით!